27 და 28 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ორ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას გამართავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2026 წლის 27 მაისს გაიმართება თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია.

კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული აქტუალური გამოწვევების განხილვა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, ციფრული უსაფრთხოება კერძო სექტორში, ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე საერთაშორისო და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერება.

კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, SANGU-სა და NKU-ს აკადემიური პერსონალი.

რატომ უნდა დაესწროთ?

გაეცნობით კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებს სახელმწიფოს, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან

დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, პოლიტიკის გამტარებლებთან და სტუდენტებთან

აღმოაჩენთ კვლევით ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ფორმატებს

შეიტყობთ კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

დღის განრიგის ძირითადი სესიები

10:00 - 10:15 კონფერენციის გახსნა და მისალმება

10:15 - 11:15 აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება

11:15 - 11:30 ყავის შესვენება

11:30 - 12:30 ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება

12:30 - 13:30 სადილი

13:30 - 14:30 კერძო სექტორი და კიბერუსაფრთხოება

14:30 - 15:15 ქალები კიბერუსაფრთხოებაში

15:15 - 15:30 ყავის შესვენება

15:30 - 17:00 ღია მიკროფონი და კვლევითი პრეზენტაციები

17:00 - 18:00 დახურვის სესია

დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge

28 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University, აშშ) პარტნიორობით, გაიმართება NextGen Business Forum.

ფორუმის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების მომავლის განმსაზღვრელი ახალი ტენდენციების განხილვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ბიზნესგანათლების, სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის, ფინანსების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო სპიკერები, მათ შორის საქართველოს მთავრობის, წამყვანი ფინანსური და ბიზნესინსტიტუციების, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სანგუს, NKU-სა და სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.

რატომ უნდა დაესწროთ?

გაიცნობთ წამყვან ექსპერტებს სახელმწიფო, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან

დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, მკვლევრებსა და სტუდენტებთან

გაეცნობით თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ინიციატივებს

შეიტყობთ ბიზნესის, ფინანსებისა და გლობალური ვაჭრობის სფეროში ინოვაციური მიდგომების შესახებ

ჩაერთვებით მნიშვნელოვან დისკუსიაში NextGen Business Forum-ის ფარგლებში

დღის განრიგის ძირითადი სესიები

10:00 - 10:15 ფორუმის გახსნა

10:15 - 11:15 განათლების მომავალი

11:15 - 12:15 სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა

12:15 - 12:45 ყავის შესვენება

12:45 - 13:45 ლოგისტიკა, ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი

13:45 - 14:45 ფინანსები, ინოვაციები და მეწარმეობა

14:45 - 15:00 დახურვის სესია

15:00 - 16:00 Networking

დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ, შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge

მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი

ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

სამუშაო ენა: ქართული

თარიღი: 2026 წლის 28 მაისი