Get All Access for $5/mo

3 რამ, რის შესახებაც პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებაზე არ უნდა ისაუბროთ

By Bonnie Dilber

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ათი წელია, რაც ადამიანები ჩემთან მუშაობენ. კიდევ უფრო დიდხანს მენეჯერის პოზიციაზე ვიყავი განათლების, ტექის, არაკომერციულ ორგანიზაციებში და იქაც თანამშრომლების აყვანას პირადად განვაგებდი.

როგორც მენეჯერს, შესწავლილი მაქვს გასაუბრების ტექნიკა და ჩემი რჩევაა, იყოთ ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით, თუ რას ეუბნებით გასაუბრებაზე პოტენციურ დამსაქმებელს. როგორც სხვა ნებისმიერ საუბარშიც, აქაც მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ, რა საკითხები იქნება იმ ადამიანისთვის რელევანტური და დამაჯერებელი.

თუმცა არსებობს საკითხები, რაც საერთოდ არ უნდა ახსენოთ გასაუბრების დროს:

1. წინა სამსახურში არსებული გამოწვევები, ან ახალი სამსახურის ძიებაში გამოვლენილი პრობლემები

როცა კომპანია ვაკანსიას აცხადებს და გასაუბრებაზე გიბარებთ, ისინი ეძებენ თავდაჯერებულ ადამიანს. მათ სჭირდებათ კადრი, ვინც კომპანიას შედეგზე გაიყვანს. თუკი გასაუბრებაზე იმაზე დაიწყებთ საუბარს, რა რთული იყო წინა სამსახური თქვენთვის, ან როგორ გაგიჭირდათ ახლის ძიების პროცესი, ძლიერი კანდიდატის შთაბეჭდილებას რთულად თუ დატოვებთ. უფრო მეტიც, ხშირად ფიქრობენ, რომ პრობლემა სწორედ კანდიდატშია.

კომპანიას უჩნდება შემდეგი კითხვები:

  • ის ვერ შოულობს სამსახურს, რადგან ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, თუ სხვა კომპანიებმა რაიმე ისეთი შეამჩნიეს, რაც მას არასასურველ კანდიდატად აქცევს?
  • მისი წინა მენეჯერი იყო რთული ხასიათის, თუ თავადაა რთული პიროვნება?
  • წინა სამსახურში ტოქსიკური გარემო იყო, თუ თავად არიან დაბალპროდუქტიულები?

არ არის მიზანშეწონილი იმაზე საუბარი, რატომ დატოვეთ წინა სამსახური. ძველ გამოცდილებაზე ცუდად საუბრის ნაცვლად, ეცადეთ, ფოკუსირდეთ მომავალსა და შესაძლებლობებზე.

  • "სწორ დროსა და შესაძლებლობას ველოდი და ამ პოზიციაზე სწორედ ამიტომ გავაკეთე განაცხადი. დარწმუნებული ვარ, ჩემი რამდენიმეწლიანი წარმატებული კარიერა მენეჯმენტში კომპანიისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება"
  • "ძალიან გამიხარდება ისეთ ადამიანთან მუშაობა, ვისგანაც ბევრს ვისწავლი. ვიცი, რომ თქვენ სწორედ ასეთი დამსაქმებელი ხართ და მჯერა, თქვენი ლიდერობითა და ჩემი ცოდნით კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ"
  • "გასაუბრებაზე მოსვლამდე ამ კომპანიის შესახებ ინფორმაციას გავეცანი და რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ეს ნდობისა და დამოუკიდებლად საქმიანობის კულტურაა. ჩემი წარსული გამოცდილება ამ კუთხით უფრო ძველებური და მკაცრი იყო, თქვენი მიდგომა კი საშუალებას მომცემს, კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება მეტად გამოვიყენო საქმიანობაში".

2. მომავალი დეკრეტული შვებულება, სამედიცინო საჭიროებები, დაგეგმილი მოგზაურობა და ..

დამსაქმებელს არ აქვს უფლება, ადამიანს უარი უთხრას სამსახურზე დაგეგმილი ორსულობის გამო. თუმცა, როცა სამსახურს ეძებთ, ძალიან რთულია იმის დამტკიცება, რომ სწორედ ამ ნიშნით მოხდა დისკრიმინაცია და ამიტომ არ აგიყვანეს კონკრეტულ პოზიციაზე.

არავის აქვს უფლება, გკითხოთ და არც თქვენ ხართ ვალდებული, ისაუბროთ მომავალ დეკრეტულ შვებულებაზე. თუმცა, თუკი ამ (ან რაიმე მსგავსი) საკითხის განხილვას თავად დაიწყებთ და თქვენ ახსენებთ, შერჩეულ კანდიდატებს შორის რომ იყოთ, შესაძლოა შორთლისთიდან ამოიღონ თქვენი მონაცემები.

დეკრეტულ შვებულებას, სამედიცინო საჭიროებებს ან დაგეგმილ მოგზაურობას ახსენებთ შერჩევის შემდგომ ეტაპზე, როცა მოლაპარაკებები უკვე დასასრულისკენაა და იცით, რომ თქვენი და კომპანიის ღირებულებები ემთხვევა, პოტენციურმა დამსაქმებელმა იცის თქვენი შესაძლებლობების შესახებ და არ გეტყვით უარს, მოერგოს თქვენს საჭიროებებსაც.

თქვენ უკვე დაუმტკიცეთ მათ, რომ სხვა ყველა კანდიდატზე კარგი გავლენის მოხდენა შეგიძლიათ კომპანიაზე, ამიტომაც, ისინიც მოტივირებულნი იქნებიან, შეინარჩუნონ ღირებული კადრი.

3. განსაკუთრებული ენთუზიაზმის ჩვენება კომპენსაციის, ბენეფიტებისა და უპირატესობების მიმართ, ნაკლები - თავად საქმისა და კომპანიის მიერ მოცემული შესაძლებლობებისადმი

როცა კომპანია აცხადებს ვაკანსიას კარგი ანაზღაურებითა და უამრავი ბენეფიტით, ის შესაბამის კადრს ეძებს. ისინი ეძებენ ადამიანებს, ვისთვისაც საქმეც მნიშვნელოვანია და შეუძლიათ გავლენის ქონა საბოლოო შედეგებზე. გასაუბრებაზე თქვენი ამოცანა უნდა იყოს იმის ჩვენება, თუ რამდენად კარგი კადრი ხართ - ნაკლები ისაუბრეთ იმაზე, თუ რა კარგია თავად კომპანია მსგავსი შემოთავაზებების გამო.

ორიენტირებული იყავით იმის წარმოჩენაზე, რა შეგიძლიათ შესძინოთ გუნდს და არა - რის მიღებას ანიჭებთ უპირატესობას შემოსავლით თვალსაზრისით.

რატომ გინდათ ეს სამსახური? უფრო მეტად ისაუბრეთ საქმის, პროდუქტის შესახებ და არა იმაზე, რომ ანაზღაურებამ მიიქცია თქვენი ყურადღება.

ცხადია, ანაზღაურება მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა თანამედროვე ბაზარზე კომპანიები ეძებენ კადრებს, ვისი აყვანაც ნაკლები რისკი და მეტი პროგრესია. რაც უფრო მეტად აჩვენებთ თქვენს შესაძლებლობებს და დაარწმუნებთ, რომ თქვენს აყვანასთან დაკავშირებით ნერვიულობა არ მოუწევთ, მეტი შანსი გექნებათ დასაქმების.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია