30 ივნისს აქსელის რიგით მესამე მასშტაბური ღონისძიება – Investment Ecosystem Meeting VOL.3 გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კონფერენცია 3 დღის მანძილზე გაგრძელდება. 28 და 29 ივნისს ჩატარდება დახურული შეხვედრები სტარტაპებსა და ინვესტორებს შორის. 30 ივნისს კი ღონისძიება საინვესტიციო შეხვედრით დაიხურება, ცისკარი გარდენში, სადაც სფეროთი დაინტერესებული 700-მდე სტუმარი ერთ სივრცეში მოიყრის თავს.

ქართველ სტარტაპერებს, საღამოს განმავლობაში, შეეძლებათ ანგელოზი ინვესტორების წინაშე თავიანთი სტარტაპების წარდგენა, უცხოელ ინვესტორებთან ნეთვორქინგი და პოტენციურ ინვესტიციებზე საუბარი.

ღონისძიების თარიღი: 30 ივნისი
ლოკაცია: ცისკარი გარდენი, თბილისი

შეხვედრის მხარდამჭერები ამჯერადაც იქნებიან EBAN (ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელი) და GBAN (გლობალური ბიზნეს ანგელოზთა ქსელი). დღის წესრიგი კი მოიცავს:

  • დელეგატების გამოსვლებს
  • სტარტაპების ფიჩებს
  • პანელურ დისკუსიებს
  • Q&A და ნეთვორქინგის სესიებს
  • დელეგატები და სპიკერები გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას მოწვეულ სტუმრებს ევროკავშირიდან, აშშ-დან, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან.

შეიძინე ბილეთი: https://t.ly/rW-6G

კონფერენციის დახურულ შეხვედრებზე დასწრება შეეძლებათ აქსელის წევრ ინვესტორებს. განაცხადის შევსებას კი შეძლებთ ბმულზე https://shorturl.at/qtGKQ

თუ ტექნოლოგიური სტარტაპი ან იდეა გაქვთ, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ხართ – შეავსეთ აპლიკაცია https://shorturl.at/adjO3 წარადგინეთ ის აქსელის წევრი ანგელოზი ინვესტორების წინაშე და მოიპოვეთ დაფინანსება 1 თვეზე ნაკლებ დროში!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

EU-funded 3E Partnership Project coordinated by Business and Technology University Hits the First Milestone

Co Creating Knowledge and Enhancing Mutually beneficial Regional Cooperation in Energy Efficiency

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია