3D Lab: ახალი სივრცე საქართველოში, რომელიც 3D ბეჭდვის სრულ ეკოსისტემას აერთიანებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

3D Lab არის პირველი კომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც 3D ბეჭდვისთვის ყველა საჭირო სერვისს აერთიანებს. მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში 3D ბეჭდვის სრული სერვისი მიიღონ და ნებისმიერი საჭირო პროდუქტი შეიძინონ.

3D LAB-ს აქვს 3D ბეჭდვის, სკანირებისა და მოდელირების სერვისი, რაც გულისხმობს, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი ზომისა და ფორმის პროდუქტი ჯერ 3D მოდელად აქციოთ, შემდეგ კი 3D პრინტერზე დაბეჭდოთ და მიიღოთ გამზადებული პროდუქტი.

"მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველოში ვართ პირველები, ვისაც აქვს ამ მასშტაბის 3D პრინტერების ფერმა, ვაერთიანებთ რამდენიმე ათეულ Bambu Lab-ისა და Mingda-ს 3D პრინტერს.

ასევე ვართ Bambu Lab-ის, Shining 3D-ს და Mingda-ს პირველი ოფიციალური წარმომადგენელი და ავტორიზებული რესელერი. უცხოურ კომპანიებთან ახლო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს საუკეთესო პროდუქტი, ოფიციალური გარანტია და უახლესი მოდელები შევთავაზოთ", – თაზო რუსაძე, 3D Lab-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

3D LAB-ის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით. ეს გამოცდილება და უნარები შესაძლებლობას გვაძლევს, რთულ და მასშტაბურ პროექტებზე ვიმუშაოთ და მათ იდეალურად შესრულებაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ.

3D პრინტერზე დაბეჭდილი პროდუქტები გამოსადეგი და საინტერესო შეიძლება იყოს ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის, პირადი გამოყენებისა თუ კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისთვის. 3D ბეჭდვა და სკანირება აქტიურად გახდა ბევრი სფეროს ნაწილი, მსოფლიო ბაზარზე ვხვდებით 3D პრინტერზე დაბეჭდილ დეკორაციებს, აქსესუარებს, ფეხსაცმელებსაც კი. ამას გარდა, იდეალურია ტექნიკური ნაწილებისა და მათი პროტოტიპების შესაქმნელად. არქიტექტურა, ინჟინერია, ხელოვნება, საგანმანათლებლო სფერო – ეს იმ სფეროების მცირე ჩამონათვალია, სადაც 3D ბეჭდვა აქტიურად გამოიყენება.

რაც შეეხება ჩვენს შოურუმს, აქ წარმოდგენილია Bambu Lab-ისა და Mingda-ს ფირმის 3D პრინტერები. იქიდან გამომდინარე, რომ Bambu Lab პრინტერებს სხვადასხვა რეგიონისთვის ქმნის, საქართველოში პრინტერის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ევროპული ვერსიის შეძენა, მომხმარებლებს სწორედ ამ ვერსიის პრინტერებს ვთავაზობთ".

3D Lab-ში პრინტერების გარდა წარმოდგენილია 3D სკანერების ფართო არჩევანი, Shining 3D-ს როგორც დესკტოპ, ასევე მეტროლოგიური სიზუსტის სკანერები.

რამდენიმე კვირის წინ 3D ლაბის გუნდი იმყოფებოდა გამოფენაზე გერმანიაში, FormNext Frankfurt-ზე, სადაც ყოველწლიურად ერთიანდებიან 3D ბეჭდვის სფეროში მომუშავე წამყვანი კომპანიები, აზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ახალ პროდუქტებს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხი ავუწყოთ ახალ ტენდენციებს, ვიყოთ მუდმივად ინოვაციების ცენტრში და შემდეგ მიღებული ინფორმაცია დავნერგოთ ჩვენს მუშაობის პროცესში. სწორედ ამ გამოფენაზე გავხდით Elegoo-სა და Flashforge-ის ავტორიზებული რესელერი და მათი პროდუქცია ჩვენს შოურუმში მალე გამოჩნდება".

თაზო მიიჩნევს, რომ ბიზნესებისთვის ან, უბრალოდ, ფიზიკური პირებისთვის ეს სტატია შეიძლება იყოს ინსპირაცია, რომლითაც ისინი ძალიან საინტერესო და სწრაფად განვითარებადი სფეროს ნაწილი გახდებიან და 3D სამყაროში შეაბიჯებენ.

საქართველოში ეს სფერო ახლა ვითარდება, ამიტომ იდეალური პერიოდია 3D პრინტერის შესაძენად და ამ სფეროში საქმიანობის დასაწყებად. პრინტერის შეძენა შეიძლება საინტერესო იყოს როგორც ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც ახალი ჰობი ან დამატებითი შემოსავლის წყარო სურთ, ისე კომპანიებისთვის, რომლებიც ტექნიკურ ან დეკორატიულ ნაწილებს აწარმოებენ.

"რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიზნად გვაქვს, მთელი საქართველოს მასშტაბით 3D ბეჭდვის სფეროს განვითარება. ამ ყველაფერთან ერთად, ვგეგმავთ სასწავლო პროგრამების შექმნას, ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის გაზიარებას. 3D ლაბის გუნდი აქტიურად ვიმაღლებთ კვალიფიკაციას და ცოდნას საერთაშორისო ასპარეზზე მოწინავე კომპანიებისგან. აპრობირებულ სასწავლო კურიკულუმს შევმატებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას და სწორედ ეს სრულყოფილი სასწავლო პროგრამა გახდება მალე ხელმისაწვდომი.