Get All Access for $5/mo

უწყვეტი განვითარების 5-წლიანი ისტორია - როგორ იკავებს კავკასიის მედიცინის ცენტრი ლიდერის პოზიციას?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კავკასიის მედიცინის ცენტრი

კავკასიის მედიცინის ცენტრი უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც 24/7-ზე ხელმისაწვდომ, სრულფასოვან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - მთელი რეგიონის მოსახლეობას. სამედიცინო დაწესებულება JCI საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის დაპროექტებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციების სრული სპექტრი კი კომფორტულ სივრცეშია გაერთიანებული.

უკვე 5 წელია, კავკასიის მედიცინის ცენტრი მომსახურების ხარისხის გაძლიერებას ემსახურება და პრიორიტეტად მომხმარებელთა ხმას მიიჩნევს. ჰოსპიტალი, რომელიც 2018 წლის 5 მარტიდან ამოქმედდა, სწორედ ამ მიზეზით იკავებს უპირობო ლიდერის პოზიციას ჯანდაცვის სექტორში: "ყველაზე დიდ მიღწევად ადამიანისა და მისი სიცოცხლის მთავარ ღირებულებად მოაზრებას მივიჩნევთ, რაც გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებსა და პაციენტებზე."

კავკასიის მედიცინის ცენტრი დაარსების დღიდან აფართოებს სამედიცინო სერვისების სპექტრს, ავითარებს მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო მეთოდოლოგიებს, ახორციელებს უნიკალურ ოპერაციებს და მართავს კრიტიკულად მძიმე პაციენტებს. ჰოსპიტალში მოქმედებს მომსახურების გამარტივებული ელემენტები: პაციენტთა კონსიერჟის სისტემა, ოპერაციების დაგეგმარების მექანიზმი, პაციენტთა ახლობლებთან კომუნიკაციის სისტემა და ვიზიტების ელექტრონული არხებით დაჯავშნის არხი. რაც მთავარია, დაინერგა პაციენტთა კმაყოფილების სისტემატიზებული კვლევა, რომლის მეშვეობით მიღებული უკუკავშირიც მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


"კავკასიის მედიცინის ცენტრი არაერთ წამოწყებასა თუ პროექტს ქმნის ჯანმთელობაზე ზრუნვის მიმართულებით. ჩვენ ვართ საქართველოს კალათბურთისა და რაგბის ეროვნული ნაკრებების ოფიციალური სამედიცინო სპონსორი და გვინდა, სწორედ ამ კუთხით შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქართული სპორტის განვითარებასა თუ, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაში. აქტიურად ვახორციელებთ მოსახლეობის განათლებას კიბოს სქრინინგის საკითხებში. ასევე, პასუხისმგებლობა ავიღეთ სისხლის დონაციის პოპულარიზაციაზეც.

ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომელთა კმაყოფილებაც. მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა აუცილებელია, მით უმეტეს, რომ მედიცინის სფერო მაღალ სტრესთან არის დაკავშირებული და ამ ყველაფერთან გასამკლავებლად მხარდაჭერას წამყვანი როლი ენიჭება. ეს გამოიხატება როგორც მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებით, ასევე - პერსონალური და დარგობრივი განვითარების შესაძლებლობის შექმნით. ასევე, თანამშრომელთა აღიარებისა და დაფასებისათვის სხვადასხვა პლატფორმა ფუნქციონირებს. მათ შორისაა "ევექსი ჰოსპიტლების" უნიკალური პროექტი "სიცოცხლის ელჩები", რომელიც რთული და უნიკალური სამედიცინო შემთხვევების წარმოჩენას ემსახურება. აღსანიშნავია ასევე აქტივობები საექთნო მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ექთნების ჩართვას კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტ პროგრამებში და მათთვის პაციენტის კმაყოფილებასთან დაკავშირებული სამოტივიაციო სისტემების შექმნას", - განმარტავს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე.

კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორი ექიმების გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და განვითარებისკენ ორიენტირებულობაა. "შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მედიცინის, როგორც დარგის პროგრესულობა, პირდაპირ უკავშირდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სწრაფვას უწყვეტი განვითარებისკენ. არ აქვს საზღვარი მათ მისწრაფებებს ახალი და ინოვაციური სამკურნალო მიდგომების დაუფლებისკენ. ჩვენი გუნდის წევრები ყოველწლიურად ესწრებიან ე.წ. "მასტერ კლასს", საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციებსა და კონგრესებს. უშუალოდ მათგან ბევრია სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი... ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა ის უნიკალური ინტელექტუალური რესურსი, რომელიც დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრშია თავმოყრილი,"- აღნიშნავს სოფიო ასპანიძე.

სამომავლო გეგმებში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამედიცინო ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერება. პოტენციალის, მასშტაბის და გეოგრაფიის გათვალისწინებით კავკასიის მედიცინის ცენტრი მთელი ამიერკავკასიის მოსახლეობას აძლევს უალტერნატივო შესაძლებლობას, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული მომსახურება მიიღოს. მით უმეტეს, რომ ჰოსპიტალი მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სამედიცინო სერვისების გაფართოებისა და გაძლიერების პროცესს. 2023 წელს ამოქმედდა ყელ-ყურ-ცხვირისა და არითმოლოგიის მიმართულებები, უახლოეს მომავალში კი რეგიონის მოსახლეობისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისიც იქნება ხელმისაწვდომი.


"სხვადასხვა მასშტაბურ ინიციატივასთან ერთად, ჩვენი ჰოსპიტლის მომავალია საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება, რომლისთვისაც, როგორც უკვე აღვნიშნე, მზადება დიდი ხანია დავიწყეთ, თუმცა 2023 ამ კუთხით გარდამტეხი წელიწადი იქნება. საერთაშორისო აკრედიტაცია "კავკასიის მედიცინის ცენტრისთვის" ერთგვარად სავიზიტო ბარათიც გახდება სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენი ხედვაა, შევქმნათ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯანდაცვის ლიდერი კომპანია რეგიონში, რომელიც ემსახურება საუკეთესო სამედიცინო გამოცდილებას", - აღნიშნავს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.