50%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა კატეგორიაში - Wolt+-ის ახალი ექსკლუზიური შეთავაზებები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი, ფინური მაღალტექნოლოგიური კომპანია ვოლტი სიახლეებითა და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მომხმარებლის განებივრებას განაგრძობს.
დაიწყო Wolt+-ის მორიგი კამპანია, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს.
Wolt+-ის მასშტაბური ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც პარტნიორ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში, ისე საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედ ობიექტებში.
ვოლტის წევრობის პროგრამა Wolt+ მომხმარებელს შოპინგის განსაკუთრებული გამოცდილების გარდა, შესაძლებლობას აძლევს, დაზოგოს თანხა, ისარგებლოს უფასო მიტანის სერვისით და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში, ასევე ჩაერთოს მხოლოდ Wolt+-ის მომხმარებლისთვის განკუთვნილ სპეციალურ კამპანიებში.
სერვისი 2021 წლიდან ამოქმედდა და ამ დრომდე Wolt+-ის მომხმარებლის მიერ დაზოგილი თანხის ჯამური ოდენობა რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს აღემატება. მომხმარებლის გარდა, Wolt+ მნიშვნელოვან სარგებელს სთავაზობს სავაჭრო პარტნიორებსაც, რამდენადაც ხელს უწყობს დამატებით გაყიდვებს და ამ გზით - სხვადასხვა სექტორის ბიზნესის ზრდასა და განვითარებას.
"ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნასა და სიახლეების შეთავაზებაზე. წელს უკვე მეორედ 50%-მდე ფასდაკლებების მასშტაბური კამპანია ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ის თანაბრად მომგებიანია როგორც ვოლტის მომხმარებლისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ობიექტებისთვის. სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობის გარდა, Wolt+-ის პროგრამის წევრები შეძლებენ, დაზოგონ მეტი და მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები, ხოლო ჩვენს პარტნიორ ობიექტებს დამატებით გაეზრდებათ გაყიდვები, რაც მათ მეტ განვითარებას შეუწყობს ხელს", - აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვოლტის და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, SOLO მომხმარებლები და საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის Gold-სტატუსის მფლობელები Wolt+-ის ერთწლიანი უფასო გამოწერის სერვისით სარგებლობენ.
სპეციალური შეთავაზება მოქმედებს Starter, Bronze და Silver-სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც 3-თვიანი უფასო გამოწერის შესაძლებლობა აქვთ.
შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები უნდა ეწვიონ "საქართველოს ბანკის" მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს, სადაც მათ დახვდებათ სპეციალური ბმული. Wolt+-ის უფასო გამოწერის გასააქტიურებლად საჭიროა აღნიშნულ ბმულზე გადასვლა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი Wolt+ -ის გამოწერით უკვე სარგებლობს, მისთვის გამოწერის უფასო სერვისით სარგებლობის 12 თვე მოქმედი სერვისის დასრულების თარიღიდან აითვლება.