Cyber Monday Sale! 50% Off All Access

6 იაპონური სიბრძნე უკეთესი ცხოვრებისთვის დაუჯერეთ იაპონელებს და იცხოვრეთ უფრო ბედნიერად, ხარისხიანად, ჰარმონიულად, ნაყოფიერად, ენერგიულად და პროდუქტიულად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იაპონია ვისთვის სუშია, ვისთვის ვულკანი, სუმო, კიმონო, სამურაი თუ გეიშა. მაგრამ არსებობს სულ სხვა იაპონიაც, რომელზეც შესაძლოა ბევრი არ გვსმენია და ეს, უპირველესად, იაპონელების სიბრძნესა და საუკუნეების განმავლობაში გამოცდილ სხვადასხვა ტექნიკას უკავშირდება, რაც უფრო ჯანსაღ და ხარისხიან ცხოვრებას გვასწავლის, ამავე დროს კი, ბიზნესსა თუ პროფესიულ საქმიანობაში გამორჩეული შედეგების მიღწევასა და ახალი სიმაღლეების დალაშქვრაში გვეხმარება. მოდი, ერთად ვნახოთ, რა არის წარმატების ფორმულა, რასაც იაპონელები იყენებენ და რა შეიძლება ვისწავლოთ სამყაროს ამ მართლაც გამორჩეული ხალხისგან:

1. Ikigai – აღმოაჩინე მთავარი მიზანი

ეს კონცეფცია ადამიანის მიერ ცხოვრების მთავარი მიზნის პოვნას გულისხმობს და პასუხების ისეთ კითხვებზე პოვნას უკავშირდება, როგორიცაა: რის კეთება მიყვარს ყველაზე მეტად? რაში ვარ ყველაზე ძლიერი? რით შემიძლია გამოვადგე სამყაროს? რაში შეიძლება გადამიხადონ ყველაზე კარგად? "იკიგაი" ერთგვარი ტრანსფორმაციული პრაქტიკაა, რაც ადამიანს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობაში ეხმარება.

2. Kaizen – მუდმივი განვითარება

"კაიზენი" იაპონური ფილოსოფიის ქვაკუთხედია, რაც პატარა, მაგრამ მუდმივი და თანამიმდევრული ცვლილების დიდ ძალას უკავშირდება. ამ ტექნიკის თანახმად, ადამიანებს ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ გააუმჯობესონ შედეგი და გრძელვადიანად უფრო დიდ მიზნებს მიაღწიონ, თუ უპირატესობას არა ერთჯერად, მყისიერ და დიდ ნახტომებს, არამედ პატარა, მაგრამ ყოველდღიურ, უწყვეტ და რეგულარულ პროგრესს მიანიჭებენ.

3. The Pomodoro Technique – გაუმჯობესებული პროდუქტიულობა

"პომოდოროს" ტექნიკა დროის ეფექტიან მართვას უკავშირდება და გვასწავლის, რომ ჯობს სამუშაო გრაფიკი 25-წუთიან ინტერვალებად დავყოთ, როცა ინტენსიურად ვიმუშავებთ და შესასრულებელ ამოცანაზე ვფოკუსირდებით, რის შემდეგაც მცირედით შევისვენებთ და დასვენებული გონებით კვლავ განვაგრძობთ მუშაობას მომდევნო 25 წუთი, რასაც კვლავ 5-წუთიანი დასვენება მოჰყვება. მუშაობისა და დასვენების დაბალანსებული რიტმი თავიდან აგვაცილებს გონებრივ გადაღლას, სტრესს და ყურადღებისა და კონცენტრაციის გამახვილებაში დაგვეხმარება.

4. Hara Hachi Bu – აზრიანი კვება

"ოჰ, რა ძლიერ გამოვძეხი, აი, მესმის ცხოვრება!" – ამ ქართველებისთვის ნაცნობი მენტალიტეტისგან იაპონელები შორს არიან და გვირჩევენ, კვება არა 100+, არამედ 80-პროცენტიან "გამოძღომამდე" დავასრულოთ. ეს ტექნიკა არა მხოლოდ კვების ულუფების კონტროლს, არამედ გააზრებულ, დაბალანსებულ კვების კულტურას გვასწავლის, რაც ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და დღეგრძელობაში გვეხმარება. "ჰარა ჰაჩი ბუ" არა მხოლოდ ნაკლები საკვების მიღების ფორმულაა, არამედ საკუთარი სხეულის უკეთ მოსმენისა და პატივისცემის ფენომენია, ცხოვრების ჯანსაღი წესია, რაც ზედმეტ კალორიებსაც აგვარიდებს და ენერგოტონუსსაც აგვიმაღლებს.

5. Shoshin – დამწყების მენტალიტეტი

"შოშინი" დამწყებისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობისა და ენთუზიაზმის ნებისმიერ სიტუაციაში შენარჩუნებას გვასწავლის. ასეთ დროს ადამიანი, როგორც დამწყები, ისე ეჭიდება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრას, რაც მას უფრო კრეატიული და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნაში ეხმარება. იაპონელები გვირჩევენ, მუდმივად ღია ვიყოთ ახალი შესაძლებლობებისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის, მათ შორის უკვე ნაცნობ სიტუაციებშიც. მუდმივი განვითარება და უწყვეტი პერსონალური ზრდა სწორედ ამ ტექნიკაზე გადის.

6. Wabi-Sabi – არასრულყოფილების მიმღებლობა

ეს ტექნიკა ტრადიციული იაპონური ფილოსოფიის ფუნდამენტური ასპექტია, რომელიც არასრულყოფილების მიმღებლობასა და მადლიერებას ქადაგებს. მარტივ საგნებში სილამაზის ძიება და მინიმალიზმით ტკბობა ზედმეტი ნივთებისა და საზრუნავისგან გათავისუფლებაში, ნაკლებად სტრესულ ცხოვრებაში გვეხმარება. ასეთ დროს ადვილად ვუმკლავდებით დეპრესიას, შფოთვას და მენტალურ ჯანმრთელობას ვაუმჯობესებთ, რაც მშვიდი და ლამაზი ცხოვრების გარანტია.

დაუჯერეთ იაპონელებს და იცხოვრეთ უფრო ბედნიერად, ხარისხიანად, ჰარმონიულად, ნაყოფიერად, ენერგიულად და პროდუქტიულად.

და მაინც, რა არის შენი Ikigai?

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა

პირველი ქართული პროგრამა, რომელიც სრულად ერგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს