Get All Access for $5/mo

6 რამ, რასაც წარმატებული ადამიანები 9 საათამდე აკეთებენ მაშინაც კი, როცა თავს კარგად არ გრძნობთ, სასარგებლო საქმეების კეთება პროდუქტიულობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები განსხვავებულად? რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ადრე დგებიან. სანამ ოფისში წავლენ, დროს უქმად არ კარგავენ და აქტიურ დავალებებსაც ასრულებენ.

დილით ადრე ადგომა გონების გაწმენდასა და დღის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. თუ გაინტერესებთ, როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი დილის რუტინისგან, მაშინ ამ რჩევებს გაეცანით.

1. ფიზიკური დატვირთვა

ალბათ, გაგიგიათ, რომ "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ძაღლის გასეირნება, სირბილი, ცეკვა, ველოსიპედი, ვარჯიში, მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. ეს გონების მუშაობასაც აუმჯობესებს.

2. საუზმე

თუ დაკავებული ხართ, ცხადია, საუზმის დრო ნაკლებად გექნებათ. თუმცა მისი გამოტოვება ძალიან დიდი შეცდომა იქნება. თუ გსურთ, ენერგია გქონდეთ, სწრაფად იაზროვნოთ და ჯანსაღი გადაწყვეტილებები მიიღოთ, მაშინ დილით აუცილებლად უნდა ისაუზმოთ.

3. მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საქმეები

შეინახეთ მშრალი სარეცხი, გაასეირნეთ ძაღლი, გაამზადეთ ლანჩი, ყველას აქვს, რაღაც, რაც უნდა გააკეთოს. თუ ასეთ საქმეებს დაუმთავრებელს დატოვებთ, ეს თქვენს განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედებს და ხელს შეგიშლით მუშაობის პროცესში.

4. დაასრულეთ დაუმთავრებელი საქმეები

საკუთარი საქმეების გადადება ყველას გვიყვარს. დაუმთავრებელი საქმის შესასრულებლად საუკეთესო დრო დილაა, როცა გონება და სხეული დასვენებულია. ეს სტრესის მოხსნაშიც დაგეხმარებათ და უფრო ორგანიზებულები იქნებით.

5. ისწავლეთ რაღაც ახალი

თუ გსურთ, რომ წარმატებული იყოთ, მუდმივად რაღაც ახალი უნდა ისწავლოთ. ცოდნის მიღება საკმარისი არასდროსაა. სწავლა გონებას უფრო სწრაფს და გამჭრიახს ხდის. გაზეთის წაკითხვა, პოდკასტის მოსმენა, ახალი ენის სწავლა, ნებისმიერი რამ შესაძლოა სასარგებლო იყოს. თან არასდროს იცი, რისგან მიიღებთ ახალ ბიზნესიდეას.

6. დაგეგმეთ

თუ განსაზღვრული მიზანი გაქვთ, ეტაპობრივად დაგეგმეთ მასთან მისასვლელი გზა. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, იყავით რეალისტურები და დაასრულეთ ერთი საქმე, ვიდრე მეორის კეთებას დაიწყებთ. სწორად გადადგმული ნაბიჯები დანიშნულების ადგილას უფრო სწრაფად მიგიყვანთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ