8 ივნისს ცისკარში (კუს ტბა) FITPASS GAMES 2025 გაიმართება ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Fitpass Games 2025 წლის 8 ივნისს კუს ტბასთან მდებარე მწვანე და მყუდრო სივრცე ცისკარში ჩატარდება.
ღონისძიების მიზანი უცვლელია — ხელი შეუწყოს პარტნიორ კომპანიებში გუნდურობის გაძლიერებას და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
FITPASS GAMES — ეს არის ყოველწლიური კორპორაციული ღონისძიება, რომელიც სპეციალურად შეიქმნა Fitpass-ის პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ის აერთიანებს, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ და სახალისო აქტივობებს, სადაც ყველას შეუძლია, დაისვენოს, გაერთოს, ახალი აქტივობა აღმოაჩინოს და დადებითი ენერგიით დაიმუხტოს.
ღონისძიების მთავარი თამაში კვლავ წრეში ბურთია, რომელშიც წინასწარ რეგისტრირებული გუნდები, Fitpass-ის პარტნიორი კომპანიებიდან, ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ტურნირი ტარდება Playoff სისტემით — თითოეულ გუნდში 6 მონაწილეა. გამარჯვებული კომპანია დაჯილდოვდება FITPASS GAMES 2025 თასით, ხოლო ექვსივე მოთამაშე გაემგზავრება აბუ-დაბის 4-დღიან ტურზე, რომლის ფარგლებში ეწვევიან Ferrari World-ის პარკსაც.
ახალი სივრცე — ახალი შესაძლებლობები
წელს Fitpass Games კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება სივრცის თვალსაზრისითაც. ცისკარის ბუნებრივი გარემო სტუმრებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ თამაშებში, დაისვენონ ან უბრალოდ დატკბნენ დღით.
პირველად წლევანდელ Fitpass Games-ზე გელით საბავშვო ზონა — ბავშვებზე მორგებული აქტივობებით;
Fitpass Games-ის აქტივობები 2025 წელს:
ღონისძიებაზე მონაწილეებს ელით მრავალფეროვანი თამაშები, რომლებშიც გამოვლინდებიან გამარჯვებულები და დაჯილდოვდებიან ისეთ პრიზებით, როგორებიცაა: ველის ვაუჩერები, ელექტრო სკუტერები, PS5 და სხვა.
ინდივიდუალური შეჯიბრებები:
- მშვილდოსნობა
- კლდეზე ცოცვა
- მაგიდის ჩოგბურთი
- ფიტნეს აქტივობები
- კიბერ სპორტი (FIFA 25)
- ჭადრაკი
დამატებით, Teamboat Play x Fitpass Games-ის მიერ მომზადებული აქტივობები, გასართობი და საბავშვო ზონები ადგილზე იქნება ხელმისაწვდომი. სტუმრებს შეეძლებათ არამხოლოდ შეჯიბრებაში მონაწილეობა, არამედ სრულფასოვანი დასვენება და დღის სასიამოვნოდ გატარება.
Fitpass Games 2025 წლის მხარდამჭერები არიან VELI.store და Evolution.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და მონაწილეებს, კუს ტბის ასახვევიდან ტრანსპორტი მოემსახურებათ.
Fitpass უკვე 6 წელია საქართველოს ბაზარზეა და კვლავ რჩება კომპანიად, რომელიც ზრუნავს თანამშრომელთა კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და გუნდურობაზე.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ Fitpass Games-ის ვებ გვერდს: www.fitpassgames.ge
გელოდებით 8 ივნისს, ცისკარში!