Get All Access for $5/mo

"ადგილი" - ინტერიერის დიზაინის ცოცხალი და უნიკალური ენერგია თქვენს საოჯახო სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"იდეა 2020 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიბადა. მე და ნინია ჯერ კიდევ არქიტექტურის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები ვიყავით, პარალელურად, სხვა კომპანიებში ვმუშაობდით. პროფესიული თავისუფლებისთვის ორივემ გადავწყვიტეთ, ყველაფერი ჩვენს ხელში აგვეღო და სტუდიო "ადგილი" შევქმენით", - გიორგი ღუდუშაური, "ადგილის" თანადამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორი.

პარტნიორების საერთო ხედვამ და თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და სტუდიამ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

"ჩვენი პროექტები თავგადასავლების ერთგვარი დღიურია. არ გვჯერა, რომ ორი პროექტი შეიძლება იყოს ერთნაირი, რადგან თითოეული სივრცე უნიკალური ადამიანებისთვისაა შექმნილი.

ჩვენთვის ყველა პროექტი არის შანსი, შევქმნათ რაღაც ახალი და მოულოდნელი – დავიჭიროთ ის ცოცხალი ენერგია, რაც ამ ადგილს მის მკვიდრებთან აკავშირებს. მომავალ პროექტებზე ფიქრისას, ჩვენ არ ვეძებთ შაბლონებს, ვეძებთ ისტორიებს. მაგალითად, ავიღოთ ჩვენი ერთ-ერთი პროექტი ქობულეთში, დამკვეთის სურვილით სასმელების კუთხე მოეწყო და ბინის ეს წერტილი სახლის გულისცემა გახდა – ადგილი, სადაც ოჯახის ყველა წევრი დროის გასატარებლად იკრიბება", - ამბობს გიორგი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ისინი შეისწავლიან დამკვეთის ხედვას და ცდილობენ, იგი სირვცეს მოარგონ.

"მოპოვებული ნდობის შენარჩუნება საკმარისი არ არის, ჩვენ მის გაზრდაზეც ვმუშაობთ. ამისთვის კი მოტივაციას კმაყოფილი მომხმარებელი გვმატებს, ჩვენს პროფესიონალ გუნდის წევრებთან ერთად.

ჩვენი ხარისხის სტანდარტები კედლებისა და ავეჯის შერჩევით არ მთავრდება. გვსურს, რომ ემოციური კავშირები დავამყაროთ. ყველა პროექტი, რომელსაც ვქმნით, ცოცხალია, უნიკალური ხასიათითა და ისტორიით.

როცა მომხმარებელი ახალ ინტერიერს პირველად იხილავს, მან მაშინვე უნდა იგრძნოს საკუთარი სახლი", - ნინია ხარაიშვილი, "ადგილის" თანადამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორი.

ნინია ამბობს, რომ კომპანიის მიზანი უნიკალური და თანამედროვე სივრცეების შექმნაა, რომლებიც თქვენი ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილი გახდება.

იხილეთ ვრცლად:

https://www.facebook.com/share/p/RqPJLyjhmu8WpG1v/

https://www.facebook.com/share/p/9FNS5yWhB2WpTpze/