Sponsored Content

აღმაშენებლის 146 - კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კენარის განსხვავებული ფორმატის ფილიალი აღმაშენებლის 146 ნომერში უკვე გაიხნა. თანამედროვე ვიზუალი და ექსკლუზიური ბრენდები. ერთ სივრცეში თავმოყრილი მზის და ოპტიკური სათვალეების განსაკუთრებული კოლექცია.

პრემიუმ სივრცე განსხვავდება თავისი სპეციფიკით. სრულიად ახალი კონცეფციის ოპტიკური სალონი, რომელის ქსელის სხვა ფილიალებისგან როგორც ინტერიერით, ასევე პროდუქციის ასორტიმენტით გამოირჩევა.

ფილიალის ინტერიერის ვიზუალის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს კენარის საერთაშორისო პარტნიორებმა, ისეთებმა როგორებიცაა: კერინგი ჯგუფი, ლუქსოტიკა ჯგუფი, მარკოლინი და სილუეტი. მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად უნიკალური დიზაინის კონცეფცია შეიქმნა, რომელიც ქართველი მომხმარებლის საჭიროებებებებზეა მორგებული . აღმაშენებლის 146 ნომერში მდებარე ფილიალი ოპტიკური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ოპტიკური კომპანია კენარი 18 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. სწორედ აღმაშენებლის 146 ნომერში დაიწყო კენარის ისტორია. ეს არის კენარის პირველი ფილიალი, რომელიც 18 წლის თავზე სრულიად ახალი ფორმატით მასპინძლობს მომხმარებელს. მომსახურების მაღალი ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი და განახლებული კოლექციები მუდმივად იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. ქსელში იხილავთ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მზის და ოპტიკური სათვალეების უნიკალურ ასორტიმენტს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კვალიფიციური ოფთალმოლოგის მომსახურებით და ჩაიტაროთ თვალის სრული დიაგნოსტიკა.