AgileSchool-ისა და SOCAR-ის სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ეჯაილ ეკოსისტემისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
AgileSchool და SOCAR იწყებენ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ეჯაილ კულტურის მხარდაჭერას, პოპულარიზაციასა და ცოდნის გაზიარებას როგორც ინდივიდებისთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის.
AgileSchool აგრძელებს თანმიმდევრულ მუშაობას ეჯაილ პრინციპებზე დაფუძნებული პრაქტიკების პოპულარიზაციაზე და ეროვნული მასშტაბის ინიციატივების შექმნაზე. SOCAR კი უერთდება ამ ხედვას, როგორც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, რათა წაახალისოს პროფესიული განვითარება და თანამედროვე სამუშაო კულტურის გავრცელება.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ცნობიერების ამაღლებას, ისე პროფესიულ ზრდას. იგეგმება ინფორმაციული და საგანმანათლებლო შინაარსის კონტენტის შექმნა, ღონისძიებების მხარდაჭერა და Agile Community-ის გაძლიერება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც ინდივიდუალური განვითარებისთვის საჭირო რესურსების შექმნას, ისე ორგანიზაციული მასშტაბით ცოდნის გაძლიერებასა და ერთობლივ ინიციატივებს.
ეს პარტნიორობა მხოლოდ დასაწყისია, ბევრი საინტერესო ნაბიჯი და აქტივობა ჯერ კიდევ წინ გვაქვს.