AgileSchool x BTU კოლაბორაციის ფარგლებში AT4B – Agile Transformation for Businesses პროექტი დაიწყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და AgileSchool-ს შორის თანამშრომლობით, 29 და 30 აპრილს ტარდება ორდღიანი ვორქშოპი "AT4B – Agile Transformation for Businesses", რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესებში მოქნილობის ზრდასა და Agile ტრანსფორმაციის მნიშვნელობის გააზრებას.
ვორქშოპი გაიმართება BTU-ს კამპუსში, 15:00–18:00 საათის განმავლობაში, და მას გაუძღვება AgileSchool-ის დამფუძნებელი, ალექსი გიჯაშვილი — რომელიც წლების განმავლობაში ეხმარება ორგანიზაციებს თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდების დანერგვასა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ:
- გაიგონ, რა არის Agile ტრანსფორმაცია და რატომ წარმოადგენს ის თანამედროვე ბიზნესებისთვის სტრატეგიულ საჭიროებას
- ისწავლონ, როგორ უნდა დაიგეგმოს ტრანსფორმაცია, როგორ იქმნება სტრატეგია და როგორ ხდება პროცესების გაციფრულება
- გაეცნონ Agile ორგანიზაციული სტრუქტურების ტიპებს და სტრატეგიული დაგეგმარების მიდგომებს (QBR, OKR)
- მიიღონ პრაქტიკული რჩევები და მაგალითები ტრანსფორმაციის სხვადასხვა ეტაპიდან
ვორქშოპის მთავარი ღერძია პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება — იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, რომელთაც რეალურ ორგანიზაციებში აწყდებიან მენეჯერები და გუნდები Agile ტრანსფორმაციის გზაზე.
ღონისძიების დეტალები:
ლოკაცია: BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
თარიღი: 29–30 აპრილი
დრო: 15:00 – 18:00
რეგისტრაცია ღიაა ბმულზე: დარეგისტრირდი აქ
Agenda:
პირველი დღე:
- Agile ტრანსფორმაციის არსი და საჭიროება
- ტრანსფორმაციის პროცესის ეტაპები
- ორგანიზაციული სკანირება და მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი
- სტრატეგიის ფორმირება და Roadmap-ის შექმნა
- ცვლილებების კომუნიკაცია Kotter-ის მოდელის საფუძველზე
მეორე დღე:
- Agile სტრუქტურების ტიპები
- სტრატეგიული დაგეგმარება QBR და OKR მიდგომებით
- პროექტებისა და შიდა პროცესების ტრანსფორმაცია
- დავალებების გაციფრულება და Workflow-ის ოპტიმიზაცია