AI მიმართულებით ქალთა გაძლიერების მიზნით, BTU წამყვანი იაპონური არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორი გახდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელოვნურ ინტელექტში ქალთა მომზადება-გადამზადების პროექტების საერთაშორისო დონეზე განხორციელების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პარტნიორობა წამყვან იაპონურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან Waffle-თან დაიწყო, რომელიც აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერებისა და ტექნოლოგიურ სფეროებში გოგოების ჩართულობის ზრდის მიმართულებით.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს აკადემიური და ინოვაციური ინიციატივების განვითარებას, რათა მსოფლიოში, გაიზარდოს ქალებისა და გოგოების ჩართულობა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM მიმართულებებში.

აღნიშნული პარტნიორობა BTU-ს საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას და ტექნოლოგიებში გენდერული სხვაობის შემცირებას გლობალურ დონეზე.

თანამშრომლობა მოიცავს:

  • ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს, ვორქშოპებს, ბუთქემფებსა და მენტორულ ინიციატივებს ქალებისა და გოგოებისთვის IT და STEM სფეროებში
  • ტრენერების, მენტორებისა და საერთაშორისო ექსპერტების გაცვლას
  • საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში ერთობლივ მონაწილეობას, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობისა და ციფრული უნარების მიმართულებით
  • ჰაკათონების, სემინარებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზებას
  • ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას გენდერულად ინკლუზიური განათლებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით

პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, ნინო ენუქიძის და ორგანიზაცია Waffle-ის დამფუძნებლის, საიაკა ტანაკას შორის.