ახალი Porsche Panamera - კიდევ უფრო დახვეწილი, გაუმჯობესებული შესაძლებლობებით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
- Porsche Active Ride - მეტი კომფორტი და დინამიკა
- გაუმჯობესებული E-პერფორმანსი - მეტი სიმძლავრე, მეტი რესურსი
- ექსტერიერის ახალი დიზაინი
- 96 კილომეტრის ელექტროსვლით გავლის რესურსი E-ჰიბრიდში
"პორშემ" "პანამერა" განაახლა, თუმცა სიტყვა "განახლება" საკმაოდ მოკრძალებული შეფასებაა იმასთან შედარებით, თუ რამდენი სიახლეა ახალ, მესამე თაობის სპორტულ სედანში - "პორშე პანამერაში". ავტომობილი თითქმის სრულად გაციფრულებულია და გამოირჩევა კიდევ უფრო ექსპრესიული დიზაინით, სრულიად ახალი E-ჰიბრიდ ვერსიებით და უახლესი, მაღალტექნოლოგიური სავალი ნაწილით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი "პანამერა" თავის სეგმენტში ყველაზე დინამიკური და ამავდროულად, ყველაზე კომფორტულია.
პეტრე წაქაძე, "პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორი: "პორშემ" ახალი შესაძლებლობებით კიდევ უფრო დახვეწილი მოდელი შექმნა, რომელიც ქართველი მომხმარებლებისთვის "პორშე ცენტრი თბილისის" შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია. მრავალი წელია, რაც "პორშეს" ექსკლუზიურად წარმოვადგენთ რეგიონში და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მომხმარებლებს ყოველ ჯერზე განახლებული მოდელები შევთავაზოთ. სწორედ განახლებული მოდელით "პორშემ" მისივე წარმოებული პრემიუმ კლასის ავტომობილები გაცილებით მაღალ საფეხურზე აიყვანა და ახალი "პანამერა" კიდევ უფრო სპორტული, დინამიკური და კომფორტული გახადა".
განსაკუთრებული სიახლეა "პანამერას" 4 E-Hybrid და 4S E-Hybrid ვერსიები. ახალი Plug-in-ჰიბრიდები აჩქარებისა და მართვის უკიდურესად შთამბეჭდავი მონაცემებით გამოირჩევა - ელექტროსვლის რესურსი ამ ვერსიების შემთხვევაში 96 კილომეტრამდეა გაზრდილი.
"პორშემ", როგორც სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა, ახალ მოდელში სპორტული ხასიათი კიდევ უფრო მეტი სიმძლავრით გამოხატა. გარდა ამისა, სრულად განახლდა მომსახურების კონცეფცია და "პანამერაში" დაინერგა უამრავი ახალი, ინოვაციური ტექნოლოგია - მათ შორის ახალი აქტიური სავალი ნაწილი, სახელწოდებით Porsche Active Ride, რაც "პორშესთვის" დამახასიათებელ სპორტულობასთან ერთად კომფორტის გაცილებით მაღალ ხარისხს გვთავაზობს. ამასთანავე, ახალი "პანამერას" ტექნიკურ-ელეგანტური, დინამიკური დიზაინი მისი შესაძლებლობების შესაბამისია. ამ ყველაფერს ემატება ასისტენტსისტემების დიდი არჩევანი და ახლებურად ფორმირებული, ციფრული ინტერიერი.
ახალი "პანამერას" ნებისმიერ ვერსიაში სერიულია ახალი, 2-განყოფილებიანი და 2-სარქვლიანი პნევმატიკური დაკიდების სისტემა, Porsche Active Suspension Management (PASM). ეს ნიშნავსერთდროულად კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და სპორტულობას. გარდა ამისა, ავტომობილის მანევრულობა და მოქნილობა გაიზარდა უკანა თვლების მოხვევის ფუნქციის დამატებით, რაც დამატებითი ოფციაა.
როდესაც შესაბამისი რეჟიმი გააქტიურებულია, ავტომობილი გასაოცრად აკომპენსირებს გადახრებსა და დახრებს, რათა მძღოლმა და მგზავრებმა ნაკლებად იგრძნონ დისკომფორტი აჩქარებისას ან მოსახვევის გავლისას. ამ რეჟიმით "პანამერა" მოსახვევებს დაახლოებით ისე გადის, როგორც მოტოციკლეტი.
დამატებითი ოფციაა მგზავრისთვის განკუთვნილი ეკრანი. ეს არის 10,9-დუიმიანი დისპლეი, რომელზეც მძღოლის გვერდით მოთავსებული მგზავრი, სურვილის შემთხვევაში, ავტომობილის მონაცემებს მიადევნებს თვალს, მულტიმედიას მართავს ან ნებისმიერ ვიდეოსა თუ სასურველ ფილმს უყურებს. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ეკრანი მიუწვდომელია მძღოლის სავარძლიდან.
სპორტული აქცენტები და უკეთესი კომპლექტაცია
ახალი "პანამერას" ყველა ვარიანტი სპორტული დიზაინით გამოირჩევა. წინა მხარეს თვალში საცემია ახლებურად ფორმირებული Matrix-LED-მაშუქები და დამატებითი ჰორიზონტალური ჰაერის შემშვები. უკანა მხარეს აღსანიშნავია განათების გამჭოლი ხაზი და უჩარჩოო უკანა მინა.
საერთო ჯამში, ახალი "პანამერა" გთავაზობთ 4 ეფექტიან E-ჰიბრიდ ვარიანტს, რაც "პორშეს" მხრიდან მომხმარებლების მოთხოვნებზე გაცემული პასუხია. ყველა E-ჰიბრიდულ ვერსიას გამოარჩევს მეტი რესურსი და მეტი ეფექტიანობა.
Panamera Turbo E-ჰიბრიდი
გაყიდვების სტარტზე პირველი არჩევანია Panamera Turbo E-ჰიბრიდი, რომლის "გული" განახლებული 4-ლიტრიანი V8 ტურბო აგრეგატია. ახალი ელექტრომოტორის სიმძლავრე 190 ცხენის ძალას შეადგენს, ძრავების სისტემური სიმძლავრე 680 ცხენის ძალაა, სისტემური მაბრუნი მომენტი კი - 930 ნიუტონმეტრი.
Panamera Turbo E-ჰიბრიდი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 3,2 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 315 კმ/სთ-ს ავითარებს. ელემენტის ტევადობა ახლა უკვე 25,9 კვ.სთ-ია. შესაბამისად, აღნიშნულ ვერსიას, WLTP-ის მიხედვით, ელექტროსვლით საშუალოდ 91 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია, უშუალოდ ქალაქში კი - 83-93 კილომეტრის.
Panamera და Panamera 4
ასევე ხელმისაწვდომია Panamera და Panamera 4. ამ შემთხვევაში ოპტიმიზებული და განახლებულია 2,9-ლიტრიანი V6 ტურბოძრავა - მისი სიმძლავრე ახლა 353 ცხენის ძალას შეადგენს. აღნიშნული პანამერა 100 კმ/სთ-მდე 5,2 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 272 კმ/სთ-ს ავითარებს. სრულამძრავიან "პანამერას" კი 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამი სჭირდება.
Panamera 4 E-ჰიბრიდი და Panamera 4S E-ჰიბრიდი
"პორშეს" E-Performance-სტრატეგიას ამიერიდან "პანამერას" კიდევ ორი ვერსია შეუერთდა: Panamera 4 E-ჰიბრიდი და Panamera 4S E-Hybrid. ასეთია "პორშეს" პასუხი იმ დიდ მოთხოვნაზე, რაც დინამიკურ E-ჰიბრიდებზე არსებობს.
Panamera 4 E-ჰიბრიდი განსაკუთრებით ეფექტიანი და მრავალმხრივია. მასში ვხვდებით განახლებული 2,9-ლიტრიანი V6 Biturbo-ს (304 ცხენის ძალა) კომბინაციას ახალ E-ჰიბრიდულ სისტემასთან. სისტემური სიმძლავრე 470 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 650 ნმ-ს.
რაც შეეხება Panamera 4S E-ჰიბრიდს: ეს უკანასკნელი უფრო მეტადაა ფოკუსირებული სპორტულობასა და დინამიკურობაზე. მის 2,9-ლიტრიან Biturbo 6-ცილინდრიან ძრავას 353 ცხენის ძალა აქვს, სისტემური სიმძლავრე კი 544 ცხენის ძალაა (მაბრუნი მომენტი: 750 ნმ). ელექტროძრავა ამ შემთხვევაშიც PDK-ს კორპუსშია ინტეგრირებული, რაც წონასაც ზოგავს და ტექნიკური თვალსაზრისითაც უკეთესი გადაწყვეტილებაა.
E-ჰიბრიდული სისტემისთვის ოპტიმიზებული სვლის 4 რეჟიმი და ასევე განახლებული რეჟიმები Sport და Sport Plus აღნიშნული მოდელების ეფექტიანობას კიდევ უფრო აუმჯობესებს. სტარტი ყოველთვის ელექტრორეჟიმშია. როდესაც დამუხტვის დონე წინასწარ განსაზღვრულ მინიმუმს ჩამოსცდება, სისტემა ავტომატურად გადადის Hybrid Auto რეჟიმში.
საინტერესო გადაწყვეტილებაა რეჟიმი E-Hold - ამ შემთხვევაში ავტომობილი ინარჩუნებს ელემენტის მდგომარეობას, ხოლო E-Charge რეჟიმში შიგაწვის ძრავა ელემენტის დამუხტვას 55 კმ/სთ-ზე მეტი სისწრაფის დროს იწყებს და შეუძლია 80 პროცენტამდე დატენოს იგი.
მეტი სიმძლავრე, მეტი კომფორტი, კიდევ უფრო სპორტული და დინამიკური - ასეთია ახალი Porsche Panamera, რომელიც ქართველი მომხმარებლებისთვის "პორშე ცენტრი თბილისის" შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.