ახალი ცოდნა, როგორც ერთადერთი გზა განვითარებისკენ - მიიღე მონაწილეობა ფილიპ მორის საქართველოს სტაჟირების პროგრამაში და გახდი ახალგაზრდა პროფესიონალი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პირველი სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვანი საფეხურია კარიერული განვითარების გზაზე და ხშირად გარკვეულ იღბალთანაც ასოცირდება. რადგან, მოხვდე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდში, სადაც შენს იდეას ყურადღებით უსმენენ და თავს დაფასებულად გაგრძნობინებენ - ღირებულებაა, რომელიც გვიბიძგებს მუდმივი განვითარებისა და წინსვლისკენ.
სწორედ ასეთი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის ფილიპ მორის საქართველოს სტაჟირების პროგრამა "INKOMPASS"-ი, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად მექცია, მიმეღო ახალი ცოდნა და მემუშავა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად საერთაშორისო კომპანიაში.
პირველი ნაბიჯები ფილიპ მორის საქართველოში
თავდაპირველად, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ქსელური არხების განვითარების მიმართულებით დავიწყე მუშაობა. ჩემი მთავარი პასუხისმგებლობა ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის განვითარება, კომერციული აქტივობების იმპლემენტაცია და მონიტორინგი, ქსელში არსებული წერტილოვანი თუ ცენტრალური პრობლემების აღმოჩენა და მოგვარება იყო.
პირველივე დღიდან ვგრძნობდი ჩემი გუნდის წევრების თანადგომას. კომპანიაში არსებული ორგანიზაციული კულტურა ყოველთვის მიქმნიდა კომფორტის განცდას და იმის შეგრძნებას - რომ ყოველთვის შეგიძლია დასვა შენთვის საინტერესო შეკითხვა, რომელზეც აუცილებლად მიიღებ კონსტრუქციულ უკუკავშირს.
ამასთან, სწავლის პროცესში და განსაკუთრებით, ახალ სამსახურში, ხშირად ხდება ისე, რომ რაღაც არ ვიცით, თუმცა ამ არ ცოდნის აღიარება გვიჭირს. ფილიპ მორის საქართველოს გუნდმა კი დამანახა, რომ ეს ნაკლოვანება არ არის. პირიქით. საკითხის "არ ცოდნის" აღიარება, კითხვის დასმა, პროფესიონალებისგან კომპეტენტური პასუხის მიღება და, შედეგად, ახალი ცოდნის შეძენა არის ერთადერთი გზა განვითარებისკენ.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ბევრი რამ ვისწავლე, მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე, საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე. შედეგად, სტაჟირების დასრულების შემდეგ ფილიპ მორის საქართველოს გუნდის სრულფასოვანი წევრი გავხდი.
კარიერული მოგზაურობა და შესაძლებლობა, აღმოაჩინო განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები
ფილიპ მორის საქართველო ეს არის ადგილი, რომელიც მუდმივად გიბიძგებს და გიწყობს ხელს, აღმოაჩინო განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები.
ჩემი კომპანიაში მისვლის 9 თვის თავზე გადავწყვიტე, საკუთარი შესაძლებლობები კვლავ კომერციულ დეპარტამენტში, თუმცა, ამჟამად, განსხვავებული მიმართულებით გამომეცადა.
ასე გადავედი Business Builder-ის პოზიციაზე, რომელიც ახალ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული - მართალია, ჩემი სამუშაო სპეციფიკა რადიკალურად შეიცვალა, თუმცა, იგივე დარჩა ბიზნეს ფოკუსი - შემექმნა მომხმარებელზე სრულად მორგებული გამოცდილება და წვლილი შემეტანა კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის პროცესში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ ახალ გამოწვევასთან გამკლავების პროცესში მნიშვნელოვნად მეხმარებოდა სტაჟირების პერიოდში დაგროვილი ცოდნა თუ გამოცდილება. თუმცა, ამავდროულად, ეს იყო ახალი უნარების შეძენისა და განვითარების შესაძლებლობაც.
თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა.
კომპანიაში, რომელიც უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას მაძლევს, მიჩნდება მოტივაცია, რომ დავაგროვო მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება და ღირებული ცოდნა, რომელიც დამეხმარება, ჩემი წვლილი შევიტანო კომპანიის განვითარების პროცესში.
შესაბამისად, ახლა ფილიპ მორის საქართველოს კომერციული დაგეგმარების დეპარტამენტში, კომერციული დაგეგმარების ანალიტიკოსის პოზიციაზე ვცდილობ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენას. ამჟამად, კომერციული აქტივობებისდაგეგმვის პროცესში აქტიურად ვარ ჩართული და ვფიქრობ, საინტერესო გამოწვევები ჯერ კიდევ წინაა.
წარმატების ფორმულა
ვფიქრობ, თითოეული ადამიანის პროფესიულ წარმატებას მისი მსოფლმხედველობა და სამუშაოსადმი დამოკიდებულება განაპირობებს. ჩემი სამუშაო მიდგომა კი ნებისმიერ საკითხში შემდეგნაირია - მოვეკიდო ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას ისე, როგორც საკუთარ ბიზნესს/საქმიანობას მივუდგებოდი. შედეგად, ეს პერსპექტივა მეხმარება, შევხედო ნებისმიერ დაბრკოლებას არა როგორც ბარიერს, არამედ გამოწვევას რომლის გადალახვაც დამეხმარება, გადავდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე.
შესაბამისად, ყველა ახალგაზრდას, რომელსაც სურს, აღმოაჩინოს საკუთარი თავი, გამოცადოს სხვადასხვა კარიერული შესაძლებლობები, იმუშაოს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდში და ცოდნასთან ერთად, მიიღოს ღირებული სამუშაო გამოცდილება, აუცილებლად ვურჩევ, სცადოს ბედი ფილიპ მორისის "INKOMPASS INTERNSHIP"-ის სტაჟირების პროგრამაში, აპლიკაციის მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის კი მიჰყევით შემდეგ ბმულს.
მჯერა, რომ წინ საინტერესო თავგადასავლები გველოდება.