Get All Access for $5/mo

აქტიური ჩარევა თუ განზე გადგომა? როგორ ახერხებთ დაბალანსებას ამ ორ ვარიანტს შორის − გუნდისთვის დამოუკიდებელი მოქმედების უფლების მიცემა; და მათი მიყვანა წარმატებამდე? ქვემოთ ექვსი ლიდერი გვიზიარებს, რამ გაამართლა მათ შემთხვევაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

.

1. ავტონომია, უპირველეს ყოვლისა

"ჩემი აზრით, რაც შეიძლება მეტი ავტონომია უნდა მისცეთ გუნდს. იმდენად დიდი, რომ ჩვენ, დამფუძნებლებს, პერიოდულად გადამზადება დაგვჭირდეს საკუთარი სისტემების მუშაობაში გასარკვევად. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მთელი დღე გავატარეთ ჩვენს საწყობში, ყველაფერი ვისწავლეთ − შეკვეთების შერჩევითა და შეფუთვით დაწყებული, სატრანსპორტო ეტიკეტების დაბეჭდვითა და მათი გაგზავნით დამთავრებული, კლიენტებისთვის. უნდა გენახათ, როგორ ამაყობდა საწყობის გუნდი იმით, რაც შექმნეს, ჩვენ კი აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ ჩვენი მხრიდან პრაქტიკულად არანაირი ჩარევა არ იყო საჭირო".

- დენ დემსკი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Unbound Merino

2, დასვით შეკითხვები, რომლებიც გუნდს წაახალისებს, სასურველი პასუხი გაგცენ

"როდესაც ნამდვილად მიწევს გუნდის მუშაობაში ჩარევა, სოკრატეს მეთოდს მივყვები: ჩემს გუნდს სწორ შეკითხვებს ვაძლევ, რათა თვითონ შეძლონ პასუხების მოძებნა. ისე მოხდა, რომ ზუსტად პროდუქტის გაშვების წინ, ურთიერთობების დეტალები ცოტა არ იყოს არასწორი მეჩვენებოდა. ამიტომ მოვიწვიე ჩემი გუნდი და შეკითხვები დავუსვი მათ. იმედი მქონდა, რომ ეს შეკითხვები მათ პრობლემამდე მიიყვანდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენი ურთიერთობა სამეცნიეროც იყო და პირადიც".

- ლენა კორესი, თანადამფუძნებელი და ბრენდის პრეზიდენტი, Korres

3. თქვენთან დაკავშირება ყოველთვის უნდა შეიძლებოდეს

"გზის სწორად გაგრძელება ორ მარტივ საკითხზეა დამოკიდებული: ღია ურთიერთობები უნდა გქონდეთ გუნდთან და არ უნდა დაელოდოთ, როდის დამთავრდება განხილვა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც გარე სააგენტოსთან ვმუშაობდით პროდუქტის ბოლო შეფუთვის გასაახლებლად. ამის შესახებ საკმაოდ დიდხანს ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს და ყველა მივხვდით, რომ რასაც ველოდით, ვერ მივიღებდით. ამიტომ სასწრაფოდ გადავხედეთ ამ საკითხს, განვიხილეთ, გულახდილად გამოვხატეთ საკუთარი აზრი და ეს ყველაფერი დაგვეხმარა სწრაფად მიგვეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: სააგენტოსთან უნდა გაგვეწყვიტა კავშირი და საკუთარი ძალებით შევდგომოდით პროექტის განხორციელებას".

- მიკი დოსენი, მარკეტინგის მიმართულების ვიცეპრეზიდენტი, Vega

4. გამოცდილება გაუზიარეთ, ბრძანებებნუ გასცემ

"გამოცდილებამ მასწავლა, რომ "ტოქსიკური" ადამიანების დაქირავებამ შესაძლოა საკმაოდ ბევრ ადამიანზე და მათი შრომის ნაყოფიერებაზე იქონიოს გავლენა. ვხედავდი, როგორ ცდილობდა ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ასეთი ადამიანის გავლენა როგორღაც შეერბილებინა. შემეძლო უბრალოდ მეთქვა, რომ სამსახურიდან გაეშვა, მაგრამ ამის ნაცვლად ჩემი გამოცდილება გავუზიარე და ისიც ვუთხარი, რომ შეიძლება ეს ვითარება მთლიანად შეცვლილიყო. ზოგჯერ, დრო გვიწევს დიდ დახმარებას. "ეს საკითხი თქვენ უნდა მოაგვაროთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ვითარება 30 დღეში უნდა გამოსწორდეს", − ვუთხარი მას.

- დაინა ტრაურტი, თანადამფუძნებელი და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, Health-Ade

5. მკაცრი მოლაპარაკებებისთვის მზად იყავით

გამოუვალი მდგომარეობა, როგორც წესი, სუბიექტური სახისაა, მაგრამ როდესაც ვინმე პროგრესს ვერ აღწევს დიდი მცდელობების მიუხედავად, ამ პრობლემების გამოსწორება ჩვეულებრივ ისევე მარტივია, როგორც ზოგჯერ არასასიამოვნო საუბრის წამოწყება. მინდა მათი შეხედულებები გავიგო, ჩემი გავუზიარო და შეთანხმების გზა ვიპოვო. ცოტა ხნის წინ, ერთი თანამშრომელი დაბნეული მომეჩვენა და როდესაც დავილაპარაკეთ, აღმოჩნდა, რომ ოჯახური პრობლემები ჰქონდათ − მთელ სახლში COVID-ტესტზე პასუხი ყველას დადებითი აღმოაჩნდა.

- ლორენ ჰეინსი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Wooden Spoon Herbs

6. შექმენით სისტემა, რათა ჩარევა შეძლოთ

"მე ვიცი, რომ შეცდომები იქნება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ზოგიერთი შეცდომა სხვებზე ბევრად მნიშვნელოვანია. ამიტომ, სანამ გუნდის მუშაობაში ჩავერევი, სამ შეკითხვას ვსვამ: პირველი − არსებობს თუ არა კომპრომისები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენონ ჩვენი იდეები, ღირებულებები ან ბრენდი? მეორე − ეს გადაწყვეტილება ხომ არ გვავალდებულებს ძვირადღირებულ, მაგრამ გაურკვეველ გზას დავადგეთ, საიდანაც მობრუნება რთული იქნება? მესამე − შეიძლება თუ არა ამ გზამ სტრატეგიულ შეცდომამდე მიგვიყვანოს, რომელიც კონკურენტებს მისცემს უპირატესობას? თუ ამ შეკითხვებზე უარყოფით პასუხებს მივიღებ, ნებას ვაძლევ მათ საკუთარი შეხედულებების მიხედვით იმოქმედონ".

- ანუ შარმა, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Millie