Alarmo – ბიზნესი, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"როდესაც სახანძრო უსაფრთხოება გამართულია, არა მარტო თანამშრომლები არიან დაცულები, არამედ თითოეული ადამიანი, ვინც კონკრეტულ სივრცეს სტუმრობს", – ამბობს ნინი მაღრაძე, Alarmo-ს დამფუძნებელი.

Alarmo მხოლოდ სახანძრო სისტემების დამონტაჟებასა და პროდუქტების გაყიდვას არ ემსახურება. როგორც ნინი განმარტავს, კომპანიის მთავარი მიზანი გაცილებით შორს მიდის – ადამიანების უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებისთვის.

ნინი მაღრაძემ წლების განმავლობაში უსაფრთხოების სფეროში იმუშავა. გამოცდილების დაგროვების შემდეგ მიხვდა, რომ დრო იყო, ახალი გამოწვევისთვის გაესწორებინა თვალი და ბაზარზე ახალი მიდგომი ჩამოეყალიბებინა.

"მთავარი მოტივაცია იყო იმის გააზრება, რომ შემეძლო ბევრად უსაფრთხო გარემო შემექმნა ადამიანებისთვის", – ამბობს ის.

Alarmo-ს განსაკუთრებულობა სწორედ მის მიდგომაშია: კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური სერვისებით, არამედ მომხმარებლებს ამზადებს ყველა შესაძლო სიტუაციისთვის და ასწავლის როგორც პრევენციის გზებს, ასევე უსაფრთხოების პროდუქციის სწორად გამოყენების წესებს.

ნინის აზრით, ადამიანი საგანგებო სიტუაციაში არ უნდა აღმოჩნდეს დაუცველი – მას უნდა ჰქონდეს ცოდნა და პრაქტიკა, რომ სწრაფად და სწორად იმოქმედოს.

"როდესაც ადამიანი სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდება, წინასწარ უნდა იცოდეს, რა და როგორ გააკეთოს", – აღნიშნავს ის.

Alarmo-ს გუნდისთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია არა მხოლოდ ბიზნესის ნაწილი, არამედ განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

"თავიდანვე გვინდოდა, რომ ბრენდი ყოფილიყო ღია, თანამედროვე და მომხმარებელზე ორიენტირებული. ასეთი მიდგომის შედეგად, მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაუმჯობესოთ სერვისები და კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი შეთავაზებები", – ამბობს ნინი.

ნებისმიერი ახალი საქმე რისკებთან არის დაკავშირებული – მითუმეტეს, როდესაც პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე გადადის.

"ბიზნესის დაწყება განსაკუთრებულ სიმამაცეს მოითხოვს, რადგან წინასწარ არასდროს იცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფერი გარანტიების გარეშე ხდება – უბრალოდ, იღებ გადაწყვეტილებას და პირველ ნაბიჯს დგამ".

თავიდან ყველაფერი რთული იყო. ბაზრის კვლევა, კორპორაციული ხედვის ჩამოყალიბება, თანამშრომლების შერჩევა – ეს ყველაფერი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა.

გარდა ამისა, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მამაკაცების მეტი ჩართულობა ტრადიციულად აღქმული რეალობაა, რომლის წინაშეც ნინი აღმოჩნდა. თუმცა Alarmo-მ ამ სტერეოტიპის ნგრევა თავიდანვე დაიწყო.

"დიახ, მოლოდინი ის იყო, რომ ამ სფეროში აუცილებლად მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები. თუმცა როდესაც შენი მუშაობის შედეგი აშკარა ხდება, აღქმაც იცვლება. საზოგადოება ვითარდება, დრო გადის და ნელ-ნელა ეს საკითხიც ბუნებრივად დგება თავის ადგილზე", – გვეუბნება ნინი.

დღეს Alarmo-ს ბევრი კომპანია ენდობა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. კომპანიის მომავალი ხედვა სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საცხოვრებელ სივრცეებში დანერგვასაც მოიცავს.

"საგანგებო სიტუაცია შეიძლება გაჩნდეს როგორც ოფისებში, ასევე, სახლებში. აუცილებელია ადამიანებმა ასევე იცოდნენ, თუ როგორ იმოქმედონ ყველა სივრცეში".

ამ მიზნით Alarmo განაგრძობს ცნობიერების ამაღლებას – სთავაზობს მომხმარებლებს სასწავლო პროგრამებს, სიმულაციებს, პირველადი დახმარების ტრენინგებსა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს.

"ბიზნესის წარმატებას ადამიანები ქმნიან – იქნებიან ესესენი თანამშრომლები, მომხმარებლები თუ პარტნიორები", – აღნიშნავს ნინი.

მისი რჩევა დამწყები მეწარმეებისთვის მარტივია: სწორი ადამიანების შერჩევა – წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მნიშვნელოვანია ბაზრის კვლევაც – აუცილებელია, ზუსტად იცოდე, ვინ არის მომხმარებელი და როგორ შეგიძლია მათთვის ღირებული შეთავაზება გააკეთო. და, რაც მთავარია, გუნდის ძალა – განსხვავებული უნარების მქონე ადამიანები ერთმანეთს უნდა ავსებდნენ და აძლიერებდნენ.

"არასოდეს შეგეშინდეთ ახალი საქმის დაწყების – მთავარია, რისკების სწორად მართვა და მომზადება. ყველაფერი, რასაც ბიზნესს ვეძახით, საბოლოოდ ადამიანებზე დადის. და თუ გყავს გუნდი, რომელიც იმავე ღირებულებებს იზიარებს, წარმატება მხოლოდ დროის საკითხია".

ინდუსტრიული ტრენდები

მაია თორიას გზა საერთაშორისო შეფმზარეულობამდე

მსოფლიო დონის შეფობამდე მაიას გზა საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი