📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Alibaba-ს თანადამფუძნებელი ჯეკ მა ინვესტიციას აგრობიზნესში აბანდებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმეწლიანი გაუჩინარების შემდეგ, Amazon-ის ჩინური ანალოგის, Alibaba- თანადამფუძნებელი ჯეკ მა აგროტექკომპანიაში აბანდებს ინვესტიციას. ახალი ბიზნესგარიგების შესახებ ინფორმაცია South China Morning Post-მა გაავრცელა.

მედიის ცნობითვე, აგროსტარტაპის სახელწოდებაა 1.8 Meters Marine Technology (Zhejiang) Co და ინვესტიცია $15.000.000 იქნება, ძირითადი ფოკუსი კი მეთევზეობა და სოფლის მეურნეობაა.

ჯეკ მას საინვესტიციო კომპანია Hangzhou Dajingtou No. 22 Arts and Culture Co სტარტაპის 10%-იანი წილის მფლობელი იქნება. კორპორაციული რეესტრის თანახმად, 80%-იან წილს ჰონკონგში დაფუძნებული შპს 1.8 Meters Technology Holding ფლობს.

ჩინელი მილიარდერი Alibaba-ს ხელმძღვანელობიდან 2019 წლის სექტემბერში გადადგა. ბიზნესმენი 2020 წლის შემოდგომაზე გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საფინანსო რეგულაციები გააკრიტიკა. მა აცხადებდა, რომ ჩინური საბანკო სისტემა "ლომბარდების მენტალობით" მუშაობდა.

ამ განცხადებას მისსავე ბიზნესზე ზემოქმედება მოჰყვა − მარეგულირებელმა ტექკომპანიის შემოწმებები გაახშირა. კომპანია "მონოპოლისტური ქცევის" გამო 2021 წლის აპრილში $2.800.000.000-ით დაჯარიმდა. Alibaba-ს აქციები 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ნიუ იორკსა და ჰონკონგში 35 პროცენტით დაეცა, თუმცა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს 20 პროცენტით გაიზარდა.

დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად იმყოფებოდა მილიარდერი. როგორც გაირკვა, მა აგროსფეროს შეისწავლიდა და მსოფლიოს გარშემო ამ მიზნით მოგზაურობდა. South China Morning Post 2021 წელს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბიზნესმენი ევროპაში იყო − ის ესპანეთში აგროკულტურას სწავლობდა. Business Insider წერს, რომ მა სფეროს შესასწავლად ნიდერლანდებს, იაპონიასა და ტაილანდსაც სტუმრობდა.

ბიზნესმენის ინტერესი აგროკულტურის მიმართ მხოლოდ ამით არ ამოიწურება − როგორც ცნობილი გახდა, მაისში ჯეკ მა ტოკიოს უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის სტატუსით მდგრად სოფლის მეურნეობასა და საკვების წარმოებაზე ლექციებს კითხულობდა.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!