"ალტე უნივერსიტეტი" ყოველწლიურ სასკოლო Start-up მარათონს იწყებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ალტე უნივერსიტეტი" ყოველწლიურ სასკოლო "Start-up მარათონს" წელს სრულიად ახალი მასშტაბებით აანონსებს. პროექტი, რომელიც ახალგაზრდებში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივებას ემსახურება, წელს განსაკუთრებული სიახლეებით ბრუნდება: გაზრდილი საპრიზო ფონდი, რომელიც 13 000 ლარს შეადგენს და პარტნიორი ორგანიზაციების მრავალფეროვნება.
გამარჯვებულ იდეებს "ალტე უნივერსიტეტისა" და პარტნიორი ორგანიზაციებისგან გადაეცემათ შემდეგი პრიზები:
- ალტე უნივერსიტეტი რჩეული იდეის ავტორს გადასცემს ფულად პრიზს 5 000 ლარის ოდენობით იდეის განსახორციელებლად. გარდა ამისა, "ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის" სერვისების მეშვეობით დაეხმარება იდეის განვითარებასა და ინვესტორების მოძიებაში;
- პროექტის გენერალური სპონსორი ლიბერთი ბანკი თავის რჩეულ პროექტს 5 000 ლარით დააფინანსებს. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, "ლიბერთი" მონაწილეებს შესთავაზებს სტაჟირებას (3 მოსწავლე); სპეციალურად გოგონებისთვის შექმნილ ლიდერშიპის ტრენინგს; წვდომას "ლიბერთის" LMS სასწავლო პლატფორმაზე; AI-ის მიმართულებით მასტერკლასებსა და სოცმედია მხარდაჭერას;
- პროექტის სპონსორი Easy pay რჩეულ გუნდს გადასცემს 3 000 ლარს;
- კომპანია FINO თავის რჩეულ გუნდს გადასცემს 3 000 ლარის ღირებულების სერვისპაკეტს;
- Entrepreneur Georgia თავის რჩეულ იდეას მედიამხარდაჭერას გაუწევს;
- GITA რჩეული იდეის ავტორს დაეხმარება პროტოტიპის შექმნაში.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლია X, XI ან XII კლასის მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან საინტერესო, ინოვაციური Start-up იდეებით.
მონაწილეებმა უნდა შექმნან 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი, ჩაერთონ მარათონში და განახორციელონ ან განავითარონ საკუთარი იდეა პროფესიონალ მენტორებთან ერთად.
აღნიშნული მარათონის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ, რას არის მეწარმეობა, რა ეტაპებს გადის იდეა რეალობად ქცევამდე.
Start-up მარათონი იყოფა შემდეგ ეტაპებად:
- ინოვაციური ბიზნესიდეებისა და მონაწილეების რეგისტრაცია;
- იდეების გადარჩევა;
- ტრენინგ-სესიები შერჩეული იდეების ავტორებისთვის;
- მენტორინგი;
- ფინალური ღონისძიება – გამარჯვებული იდეების გამოვლენა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა 27 თებერვლის ჩათვლით. დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეუძლიათ მითითებულ სარეგისტრაციო ბმულზე.