"ალტე უნივერსიტეტის" მასშტაბურ სასკოლო Start-up მარათონში 500-მდე მოსწავლე მონაწილეობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

500-მდე მოსწავლე და ასობით ინოვაციური იდეა - "ალტე უნივერსიტეტის" სასკოლო Start-up მარათონი, რომელიც მომავალ ლიდერებსა და ინოვატორებს აერთიანებს, მასშტაბურად მიმდინარეობს. "ალტე უნივერსიტეტი" უკვე მესამედ აძლევს შესაძლებლობას სკოლის მოსწავლეებს, განივითარონ ანტრეპრენერული აზროვნება და რეალურ გამოწვევებზე ინოვაციური იდეებით იმუშაონ.

"ალტე უნივერსიტეტის" IT და ბიზნესსკოლებისთვის მონაწილეთა შერჩევის პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რადგან მონაწილე გუნდებს შორის დიდი კონკურენცია ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების მიმართულებით დაფიქსირდა. მონაწილეთა გუნდების მხრიდან დიდი კონკურენცია აშკარად ცხადყოფს, რომ "Start-up მარათონი" სწორედ ის სივრცე და პლატფორმაა, სადაც მოსწავლეები რეალურად აანალიზებენ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ გამოწვევებს და მუშაობენ არსებული პრობლემების ინოვაციური გზებით გადაჭრაზე", - განმარტავენ "ალტე უნივერსიტეტის" გუნდში.

11 მარტიდან შერჩეული მონაწილეებისთვის დაიწყო ინტენსიური ტრენინგ სესიები, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება ბიზნესის მართვის, ფინანსური დაგეგმვის, ინოვაციური პროექტების განვითარებისა და გუნდური მართვის მიმართულებით. გარდა ამისა, Start-up მარათონის მონაწილეები აქტიურად ეცნობიან სტარტაპ ეკოსისტემაში არსებულ ტრენდებსა და ტენდენციებს და სწავლობენ, როგორ უნდა დაადგინონ ახალი და მზარდი შესაძლებლობები ბაზარზე, როგორ მოახდინონ მათი იდეების ვალიდაცია და რა გზით შეიძლება წარმატების მიღწევა სწრაფად ცვალებადი გარემოსა და კონკურენციის პირობებში.

პროექტის მომდევნო ეტაპი მოიცავს მენტორინგს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე გუნდებს მიეცემათ საშუალება, გაიზიარონ წარმატებული სტარტაპერების გამოცდილება და მათთან ერთად იმუშაონ საკუთარი პროექტების დახვეწაზე. მენტორები, რომლებიც უკვე გამოცდილი, წარმატებული ანტრეპრენერები არიან, გუნდებს პრაქტიკულად დაეხმარებიან ბიზნესმოდელების დახვეწაში, ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებაში, პოტენციური ბაზრის ანალიზსა და სხვა მიმართულებებში, რომელიც იდეების რეალობად ქცევისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

პროექტის დასკვნითი ეტაპია ფინალური ღონისძიება, სადაც მონაწილეები თავიანთ Start-up იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. ჟიური შეაფასებს პროექტებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის: პროექტის ინოვაციურობა – იდეის უნიკალურობა და განსხვავებულობა, ასევე მისი რეალიზაციისა და ბაზარზე დანერგვის შესაძლებლობა, სამიზნე ბაზრის ზომა და ზრდის პოტენციალი, პროექტის ბიუჯეტი სხვა.

"Start-up მარათონის" გამარჯვებულები "ალტე უნივერსიტეტისა" და პარტნიორი კომპანიებისგან მიიღებენ პრიზებს, რომელიც მათ იდეების განვითარებასა და რეალობად ქცევაში დაეხმარება:

  • გამარჯვებულ გუნდს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს "ალტე უნივერსიტეტში" არსბეული "ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის" სერვისებით, რაც მოიცავს უფასო ბიზნესკონსულტაციას, ინვესტორებთან დაკავშირებასა და სტარტაპის განვითარების მხარდაჭერას;
  • "თიბისის" რჩეული სტარტაპი მიიღებს ფულად ჯილდოს, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი იდეის რეალიზაციაში დაეხმარება;
  • Entrepreneur Georgia ერთ-ერთ გამარჯვებულ პროექტს მედიასივრცეში გაშუქებით დაეხმარება, რაც მათ ცნობადობასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებაში დიდ როლს ითამაშებს;
  • GITA • Tech Park-ი კი ერთ-ერთ გუნდს დაეხმარება, შექმნან პროტოტიპი, რაც მათ საშუალებას მისცემს, მოახდინონ საკუთარი იდეების ვალიდაცია და გადადგან აქტიური ნაბიჯები საკუთარი პროექტის ბაზარზე გასაშვებად.

"ალტე უნივერსიტეტის" უნიკალური ინიციატივა, "Start-up მარათონი", არის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ რეალურ ბიზნესგამოცდილებასაც სძენს და სწორედ აქ იბადებიან მომავლის ანტრეპრენერები!

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

გავლენის ძალა სტრატეგიულ კომუნიკაციაში

დაფიქრებულხართ, რა ზეგავლენის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეთ ან თავად როგორ ახდენთ გავლენას სხვებზე?!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია