ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სასკოლო პროექტი "START-UP მარათონი" წარმატებით დასრულდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური, რიგით მესამე სასკოლო პროექტი "START-UP მარათონი" წარმატებით დასრულდა. 500 რეგისტრირებული ინოვაციური იდეიდან ჟიურიმ 11 საუკეთესო ამოარჩია.

წლევანდელი START-UP მარათონის ფინალი სასიამოვნო მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა!

ფინალურ ღონისძიებაზე გუნდებმა თავიანთი ინოვაციური იდეები პრეზენტაციების სახით წარადგინეს, რომლებზეც მენტორების გუნდთან ერთად, ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

პროექტის მხარდამჭერებმა და ჟიურის წევრებმა თავიანთი რჩეულები გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

ალტე უნივერსიტეტის რჩეული კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებისგან შემდგარი გუნდი - Polymorph გახდა, რომლებმაც სასწავლო გრანტი მოიპოვეს!

გუნდის შემადგენლობა: დემეტრე არდოტელი, გიორგი მიქიაშვილი, ირაკლი მექვაბიშვილი, იაშო გელენიძე.

Entrepreneur Georgia ერთის ნაცვლად სამი გუნდის (G-AID, Astrobrain, სივრცე/Sivrce) მედია მხარდამჭერი გახდა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი იდეა ფართო აუდიტორიას გააცნონ.

G-AID – თემიკო მაჭავარიანი, ბაგრატ დავითაშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი, საბა მაჭავარიანი.

Astrobrain – თენგო კიტრიაშვილი, ნათია კურტანიძე, დავით ჯაჭვაძე.

სივრცე/Sivrce – ავტორები – გუგა მუჩიაშვილი, ანა ერისთავი.

GITA • Tech Park-ი ასევე სამ გუნდს (სივრცე/Sivrce, G-AID, Polymorph, Aquaguard) დაეხმარება პროტოტიპის შექმნაში, ნაცვლად ერთისა, მეოთხე რჩეული გუნდი კი მენტორინგის პროგრამით დაჯილდოვდა.

G-AID – თემიკო მაჭავარიანი, ბაგრატ დავითაშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი, საბა მაჭავარიანი.

Polymorph – დემეტრე არდოტელი, გიორგი მიქიაშვილი, ირაკლი მექვაბიშვილი, იაშო გელენიძე.

Aquaguard – სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გეგეჭკორი.

სივრცე/Sivrce – გუგა მუჩიაშვილი, ანა ერისთავი.

რჩეული გამოავლინა TBC - თიბისიმაც- გუნდი სივრცე/Sivrce, რომელსაც იდეის განსახორციელებლად 5 000 ლარიანი ფულადი პრიზი გადაეცა.

"START-UP მარათონი"-ს მიზანი ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებაა. პროექტი უფროსკლასელებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად დაამუშაონ იდეა, აქციონ ბიზნეს მოდულად და მოიპოვონ მის განსახორციელებლად საჭირო ფინანსები.

"სტარტაპ-ეკოსისტემა არის ნებისმიერი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაზეც დგას თანამედროვე ეკონომიკა. "ალტე უნივერსიტეტი" და ბიზნესსკოლა ამას კარგად ვაცნობიერებთ და ჩვენი პროგრამებიც მორგებულია, რათა განვავითაროთ სამეწარმეო უნარები ახალგაზრდებსა და სტუდენტებში. სწორედ ამას ემსახურება სტარტაპ-მარათონი, რომ საწყის ეტაპზევე დავნერგოთ მეწარმეული უნარები, ტექნოლოგიებისადმი მიდრეკილება და დღეს, მივიღეთ ის მნიშვნელოვანი შედეგი იმით, რომ უამრავი ახალგაზრდაა დაინტერესებული და აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილი იდეების უმრავლესობა ხორცს შეისხამს და რეალურ პროექტებად ჩამოყალიბდება." - დავით კიკვიძე, "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის დეკანი.

"დღევანდელ კონკურსში მონაწილე მოსწავლეები ძალიან მაგრები არიან, რადგან სწავლის პარალელურად, ფიქრობენ სხვადასხვა ბიზნესიდეაზე, გლობალური თუ ადგილობრივი პრობლემის მოგვარებაზე, ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე და ეს ჩემი აზრით, ძალიან დასაფასებელია. დღეს, ვხედავთ მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ქვეყნის მომავალი. ვფიქრობ, ეს პროექტი მათ ძალიან დიდ მოტივაციას მისცემს და ხელს შეუწყობს შემდგომ განვითარებას". - ლევან გობეჯიშვილი, თიბისი.

"Entrepreneur-ის გუნდი მოხარული ვართ, რომ აქტიურად ვართ ჩართული ამ ღონისძიებაში. წელს, კიდევ უფრო უკეთესი ნაკადი იყო და ჟიურის წევრებს ძალიან გაგვიჭირდა საუკეთესოების არჩევა. ვფიქრობთ, სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვნად გამოადგებათ აქ მიღებული გამოცდილება." - ალექსანდრე სირაძე, Entrepreneur.

სასკოლო Start-up მარათონი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეების და ინოვატორების მხარდასაჭერად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

5 გადამწყვეტი სოცმედიაპარამეტრი ბიზნესისთვის

რატომ დამთავრდა ლაიქების ერა?

სიახლეები

X2 Development-ი — სახლი, ზრუნვით აშენებული

გარემო, სადაც ბავშვების სიცილი, მზრუნველი მზერა და ოჯახური სითბო ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა