Join our Waitlist for Expert Advice!

Amazon-ი ჰუმანოიდ რობოტებს ცდის ტექნიკური გიგანტის თქმით, ახლა მას 750 000-ზე მეტი რობოტი ჰყავს, რომლებიც პერსონალთან ერთად კოლაბორაციაში მუშაობენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Amazon-ი აშშ-ის საწყობში ჰუმანოიდ რობოტებს ცდის. რობოტს Digit ჰქვია, მას ხელები და ფეხები აქვს და ადამიანის მსგავსად ნივთების გადაადგილება, დაჭერა და დამუშავება შეუძლია.

BBC-ის თანახმად, Amazon-ში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი თანამშრომლების გათავისუფლებას უკავშირდება, რათა მომხმარებლებს პროდუქტი უკეთესად მიაწოდონ. გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რობოტებმა ფაქტობრივად ხელი შეუწყვეს "ასიათასობით ახალი სამუშაო ადგილის" შექმნას.

"ეს მოიცავს 700 კატეგორიის ახალი ტიპის სამუშაოს, კვალიფიციურ როლებს, რომლებიც მანამდე არ არსებობდა კომპანიაში", − აცხადებენ Amazon-ში.

ტექნიკური გიგანტის თქმით, ახლა მას 750 000-ზე მეტი რობოტი ჰყავს, რომლებიც პერსონალთან ერთად კოლაბორაციაში მუშაობენ და ხშირად გამოიყენებიან "განმეორებადი ამოცანების" შესასრულებლად.

Amazon Robotics-ის მთავარმა ტექნოლოგმა, ტაი ბრეიდმა, სიეტლში გამართულ მედიაბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხალხი "შეუცვლელია" და უარყო ვარაუდი, რომ მომავალში შესაძლოა, კომპანიას სრულად ავტომატიზებული საწყობები ჰქონდეს.

"ადამიანი ცენტრალური ფიგურაა შესრულების პროცესში, რომელსაც აქვს აზროვნების მაღალი დონე და პრობლემების დიაგნოსტირების უნარი".

Amazon Robotics-ის წარმომადგენელმა, სკოტ დრესერმა BBC-ის განუცხადა, რომ რობოტი საცდელი ვერსიაა იმისათვის, რათა გაარკვიონ შეუძლია თუ არა მას ადამიანებთან ერთად უსაფრთხოდ მუშაობა.

"ეს არის ექსპერიმენტი, რათა შევისწავლოთ მეტი რამ იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური რობოტები და მანიპულატორები ჩვენს გარემოში აქ, Amazon-ში", − თქვა მან.

დრესერმა ასევე აღნიშნა, რომ შიშები იმის შესახებ, თითქოს ადამიანური სამუშაოები ჩანაცვლდება, არ ემთხვეოდა იმას, რაც "ამაზონში" ხდება.

"ახალი ტექნოლოგიები რეალურად ქმნიან სამუშაო ადგილებს. ისინი გვაძლევენ საშუალებას გავიზარდოთ და გავფართოვდეთ. ამის მრავალი მაგალითი ვნახეთ დღეს არსებული რობოტების მეშვეობით. სამწუხაროდ, ისინი ყოველთვის გამართულად არ მუშაობენ და ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რათა შეაკეთონ ისინი", − თქვა მან.

ბოლო წლებში Amazon-მა გააძლიერა რობოტების გამოყენება, რადგან გაიზარდა ზემოქმედება ხარჯების შესამცირებლად. კომპანია უკვე იყენებს ბორბლიან რობოტებს საქონლის საწყობებში გადასატანად და აშშ-ის ორ შტატში მიწოდებისთვის დრონების გამოყენება დაიწყო.
Business News

AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს

20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია