Get All Access for $5/mo

ამბოლი ო2 - ორგანიზაცია, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების სწორედ მართვას ემსახურება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით გარემოზე ზრუნვა და ეკომეგობრული ღონისძიებების ჩატარება პასუხისმგებლიანი კომპანიების საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა ამბოლი, რომლის გადაწყვეტილებითაც ცოტა ხნის წინ დაფუძნდა ამბოლი ო2. ორგანიზაციის შემგროვებელ პუნქტებში ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია აკუმულატორების ჩაბარება.

ვრცლად ამბოლი ო2-ის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ორგანიზაციის დირექტორი, ვასილ წოწორია გაგვესაუბრა:

გაგვაცანით ამბოლი ო2 - როდის დაარსდა და რა იდეით?

ამბოლი ო2 დაარსდა 2023 წლის 9 აგვისტოს. აკუმულატორების ნარჩენების მართვაზე შესაბამისი ავტორიზაცია მიენიჭა 2023 წლის 19 დეკემბერს 6 წლის ვადით. კომპანია დაარსდა სპეციფიკური ნარჩენების მართვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

რა არის ამბოლი ო2-ის მთავარი მისია?

სპეციფიკური ნარჩენის სწორედ მართვის შედეგად გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენება.

საიდან გაჩნდა იდეა, რომ ეს ორგანიზაცია ჩამოყალიბებულიყო?

შპს ამბოლი, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, ყოველთვის ზრუნავდა გარემოზე და მისი საქმიანობიდან გამომდინარე წარმოქმნილ სპეციფიკურ ნარჩენებს (აკუმულატორი,ზეთი,საბურავი, ფილტრები და ა.შ.) გადასცემდა ავტორიზებულ კომპანიებს რეციკლირების და/ან უტილიზაციის მიზნით. საკანონმდებლო ცვილებების შედეგად კი, იმპორტიორი კომპანიები ვალდებული გახდნენ ან თავად დაეფუძნებინათ მგვ ორგანიზაცია ან გაწევრიანებულიყვნენ მსგავს ორგანიზაციაში. ამბოლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დაფუძნდა ა(ა)იპ ამბოლი ო2, რომელიც საქართველიში არის ერთადერთი ინდივიდუალური სქემით წარმოდგენილი მგვ ორგანიზაცია.

როგორია ორგანიზაციის ბიზნესმოდელი?

ამბოლი ო2 არის არაკომერციული იურიდიული პირი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ კომპანია არ არის მოგებაზე ორიენტირებული. ა(ა)იპ ამბოლი ო2 ამბოლის ფილიალებში მოაწყობს შემგროვებელ პუნქტებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეძლება აკუმულატორის ჩაბარება. ამ ეტაპზე შეგროვების წერტილი გვაქვს ზაჰესში პლატინის ქ. №2-ში. ასევე მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე მივიდეს აკუმულატორის ნარჩენის შესაგროვებლად.

როგორ ფიქრობთ, რატომაა საჭირო დღესდღეობით მსგავსი ორგანიზაციების არსებობა?

გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. საკმარისი ინფორმაციის არქონის გამო ხშირია ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, ასევე ისეთი პირებისთვის სამართავად გადაცემა, რომლებიც გარემოს ზიანს აყენებენ. მსგავსი ორგანიზაციები იზრუნებენ ცნობიერების ამაღლებაზე და იქნებიან სპეციფიკური ნარჩენის სწორად მართვის გარანტები.