Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ციფრულ ეპოქაში დროის ეფექტურად მართვა მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ, Amboli.ge-მ პლატფორმას ახალი ფუნქციონალი, სერვისის ონლაინ დაჯავშნა დაამატა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ავტოსერვისთან დაკავშირებული პროცესი სწრაფად, კომფორტულად და წინასწარ დაგეგმონ.
როგორ მუშაობს სერვისის დაჯავშნა?
Amboli.ge-ზე სერვისის დაჯავშნა ძალიან მარტივი პროცესია. მომხმარებელი საიტიდან გადადის ვიზიტის დაჯავშნის გვერდზე, სადაც ავსებს პერსონალურ ინფორმაციას, უთითებს ავტომობილის ტიპს, ირჩევს სასურველ სერვისს, ფილიალსა და დროს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროდუქტს ონლაინ იძენს, იგი არჩეულ ფილიალში უკვე გამზადებული ხვდება. ხოლო თუ მხოლოდ სერვისს ჯავშნის, კონსულტაციის ეტაპზე ხდება შესაბამისი პროდუქტის შერჩევა და შეთანხმება, რის შემდეგაც სერვისცენტრში მისვლისას ყველაფერი წინასწარ არის გამზადებული და მომხმარებელს დამატებითი ლოდინი აღარ უწევს.
რომელი სერვისების დაჯავშნაა შესაძლებელი?
პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ავტოსერვისის წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობას. მათ შორის არის საბურავისა და აკუმულატორის მონტაჟი, ძრავის ზეთის შეცვლა და სამუხრუჭე სისტემის სერვისი.
რატომ არის ონლაინ დაჯავშნა უფრო მოსახერხებელი?
ონლაინ დაჯავშნის მთავარი უპირატესობა დროისა და რესურსების ოპტიმიზაციაა. მომხმარებელი თავიდან ირიდებს რიგში დგომასა და ლოდინს, წინასწარ ირჩევს მისთვის სასურველ დროს და სერვისცენტრში მიდის უკვე დაგეგმილი ვიზიტით. ეს არა მხოლოდ ამარტივებს პროცესს, არამედ ზრდის მომსახურების ეფექტურობასაც.
შედეგად, ავტოსერვისთან დაკავშირებული პროცესი უფრო პროგნოზირებადი და მოსახერხებელი ხდება, მომხმარებელმა ზუსტად იცის, როდის და სად მიიღებს მომსახურებას.