ამბოლში შავი პარასკევის აქციები იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

19 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ამბოლში შავი პარასკევის სპეციალური შეთავაზებები ამოქმედდება. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ფასდაკლებებით ავტომობილისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებზე და ზამთრის სეზონისთვის მზადება გაიმარტივონ.

აქციის ფარგლებში მომხმარებლებს ელოდებათ შემდეგი შეთავაზებები:

  • 30%-იანი ფასდაკლება Toyo-ს, Yokohama-სა და Dunlop-ის ზამთრის საბურავებზე;
  • 20%-იანი ფასდაკლება ყველა სხვა ბრენდის ზამთრისა და ყველა სეზონის საბურავებზე, C კატეგორიის ჩათვლით;
  • 30%-იანი ფასდაკლება Duracell-ის, Monbat-ის, Eurokraft-ისა და Spark-ის აკუმულატორებზე;
  • 30%-იანი ფასდაკლება Eni-ს, Lubex-ისა და Total-ის ძრავის ზეთებზე;
  • 30%-იანი ფასდაკლება ყველა ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებზე;
  • 30%-იანი ფასდაკლება Osram-ისა და Wolfram-ის ნათურებსა და Heyner-ის მინამწმენდებზე.

ამბოლი მომხმარებლებს შეახსენებს, რომ ზამთრის საბურავებისთვის დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ზამთრის პერიოდში (1 დეკემბერი – 1 მარტი) მსუბუქ და ნახევრად სატვირთო ავტომობილებს სავალდებულოა, ჰქონდეთ ზამთრის საბურავები.

საბურავზე აუცილებელია ფიფქის სიმბოლო (3PMSF), რომელიც ადასტურებს, რომ საბურავი განკუთვნილია თოვლიან და ყინულიან გზაზე უსაფრთხოდ მოძრაობისთვის. აღნიშნული მარკირება ყველა ზამთრის და ასევე ყველა სეზონის (M/S) საბურავების გარკვეულ ნაწილს აქვს.

შავი პარასკევის შეთავაზებები იმოქმედებს ამბოლის 30-ივე ფილიალში, ასევე - ონლაინ მაღაზიაში amboli.ge.