ანდიზაინ სტუდიო ბათუმში – ინტერიერის დიზაინი და სრული სარემონტო მომსახურება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

AnDesign Studio ინტერიერის დიზაინერ ანა ჯიქიას ხელმძღვანელობით, საქმიანობას ბათუმშიც აფართოებს.

თბილისში განხორციელებული მრავალი წარმატებული პროექტის შემდეგ, სტუდია ახლა უკვე ბათუმის ბაზარზეც სთავაზობს მომხმარებლებს პროფესიონალურ ინტერიერის დიზაინისა და სრულ სარემონტო მომსახურებას. ბათუმში ინტერიერის დიზაინის სერვისზე მზარდმა მოთხოვნამ და მომხმარებლების ინტერესმა განაპირობა გადაწყვეტილება, რომ "ანდიზაინ სტუდიოს" საქმიანობა ზღვისპირა ქალაქშიც გაეფართოებინა.

ინდივიდუალური ხედვა და ფუნქციონალურობა

ინტერიერის დიზაინერი ანა ჯიქია ცნობილია თავისი ინდივიდუალური ხედვით, დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებითა და თანამედროვე დიზაინის ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი პროექტებით. მისი ნამუშევრები გამოირჩევა:

  • სივრცის სწორი დაგეგმვით;
  • ფუნქციონალურობით;
  • ესთეტიკური ბალანსით.

ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ქმნის კომფორტულ და თანამედროვე გარემოს. თითოეული პროექტი შექმნილია კონკრეტული დამკვეთის საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, რაც ინტერიერს უნიკალურ და პერსონალიზებულ სახეს აძლევს.

ინტერიერის დიზაინი - მომსახურების სრული ციკლი

AnDesign Studio მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას - იდეისა და კონცეფციის შექმნიდან, სივრცის დაგეგმვიდან და ვიზუალური პროექტის დამუშავებიდან, საბოლოო რეალიზაციამდე.

სტუდიის სერვისში შედის ინტერიერის დიზაინი და რემონტი, რაც ნიშნავს, რომ დამკვეთი ერთ სივრცეში იღებს როგორც დიზაინ-პროექტს, ასევე მის სრულ განხორციელებას. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და უზრუნველყოფს, რომ საბოლოო შედეგი მაქსიმალურად ახლოს იყოს საწყის იდეასთან.

ინტერიერის დიზაინერი - საცხოვრებელი და კომერციული პროექტები

ანა მუშაობს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ პროექტებზე. "ანდიზაინ სტუდიო" ქმნის ბინების, კერძო სახლებისა და აპარტამენტების ინტერიერის დიზაინს, ასევე მუშაობს კომერციულ სივრცეებზე:

  • კაფეებსა და რესტორნებზე;
  • ოფისებზე;
  • სხვადასხვა ბიზნესობიექტებზე.

ასეთ პროექტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სივრცის ფუნქციურობას, ბრენდის იდენტობასა და მომხმარებლის გამოცდილებას.

ბათუმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია საქართველოში, სადაც აქტიურად შენდება როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტები.

"ანდიზაინ სტუდიოს" ბათუმში საქმიანობის დაწყება მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ადგილზევე მიიღონ პროფესიონალური ინტერიერის დიზაინერის მომსახურება და სრულყოფილი სარემონტო გადაწყვეტა.

სტუდიის მიზანია შექმნას თანამედროვე, ფუნქციური და ესთეტიკურად გამართული სივრცეები, სადაც დიზაინი და კომფორტი ჰარმონიულად ერთიანდება. გუნდი თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად უდგება, რათა საბოლოო შედეგი სრულად ასახავდეს როგორც დამკვეთის ხედვას, ისე თანამედროვე ინტერიერის დიზაინის სტანდარტებს.