Get All Access for $5/mo

Anne's Hotel in Mestia რეგიონის განვითარებისთვის ანა გირგვლიანი მაღალმთიანი რეგიონის ბიზნესგარემოზე საუბრობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Anne's Hotel-ი დაბა მესტიაში 2023 წლის ივლისში გაიხსნა. სასტუმროს გახსნის მიზანი არის რეგიონის განვითარებისთვის მრავალფეროვანი სერვისისა და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის გასაძლიერებლად, ასევე, ბიზნესგარემოს ხელშეწყობა. Entrepreneur-ი სასტუმროს დამფუძნებელს, ანა გირგვლიანს ესაუბრა.

ანა, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.

წლების განმავლობაში დავაგროვე ცოდნა და გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში. ამან მომცა ბიძგი, უფრო მასშტაბური ბიზნესისთვის მომეკიდა ხელი. იქედან გამომდინარე, რომ სვანეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი სტაბილურად მზარდი მაჩვენებლით გამოირჩევა, "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით მესტიაში სასტუმრო გავხსენით - Anne's Hotel in Mestia.

მთელი 2023 წელი სასტუმროს ფუნქციონირების საცდელი პერიოდი გამოვიდა. სატესტო რეჟიმით ფუნქციონირებდა. წელს კი, უკვე სრულფასოვნად მომზადებულებს, პირველი ზაფხულის სეზონი გვაქვს.

როგორი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა თქვენი სასტუმრო?

ჩვენს სასტუმროში არის 20 ოთახი და ერთდროულად 50 სტუმრის მიღება შეგვიძლია. გვაქვს საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ღია აუზი და საინტერესო აქტივობები, რომლებიც საშუალებას იძლევა, დაბა მესტიაში გარდა საფეხმავლო და სათავგადასავლო ტურიზმისა, პარალელურად MICE ტურიზმის მიმართულების განვითარებას შეუწყოს ხელი. კორპორაციული ღონისძიებები და ორგანიზებული ტურები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მხარის განვითარებისთვის, რადგან ეს რეგიონში ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რომ სამთო კურორტი ინფრასტრუქტურულად უფრო გამართული გახდეს.რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ სასტუმროს მშენებლობისას?

ტრადიციულ-მენტალური პრობლემებიდან დაწყებული, ფინანსური პრობლემებით გაგრძელებული, ისეთ გამოწვევებთან გამკლავება მომიხდა მშენებლობის დასასრულებლად, ახლა ისიც კი ვერ წარმომიდგენია, მომავალში კიდევ რა შეიძლება შემხვდეს გადაულახავი.

მაგალითად ის, რომ, როგორც ქალ ბიზნესმენს, ბევრი სტერეოტიპის დამსხვრევამ მომიწია მოლაპარაკებების დროს. ან თუნდაც, მშენებლებთან კომუნიკაციის დამყარება უშუალოდ შენების პერიოდში. ამას დამატებული პანდემია, ინფლაცია და მათ შორის, მაღალ კონკურენტული გარემო.

საინტერესოა, როგორ ხედავთ რეგიონის ტურისტულ მომავალს?

ჩემი აზრით, სამთო სათხილამურო კურორტის განვითარებას ახლა ყველაზე მეტად კერძო ინვესტიციების მოზიდვა ესაჭიროება. ვიტყოდი, რომ შეღავათიანი სესხი კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია დამატებითი ინვესტიციების შემოდინება, რომ განვითარების ტემპი უახლოეს მომავალში აჩქარდეს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი