Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Apple Vision Pro: ახალი ერის დასაწყისი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში?!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

რამდენიმე წლის განმავლობაში გავრცელებული ჭორებისა და სპეკულაციების შემდეგ, კომპანია Apple-მა 5 ივნისს გამართულ WWDC კონფერენციაზე ახალი თაობის პირველი VR/AR ჩაფხუტი − Vision Pro ოფიციალურად წარადგინა.

ტიმ კუკის თქმით, Apple Vision Pro, როგორც გაძლიერებული რეალობის ჩაფხუტი, "უწყვეტად" აერთიანებს რეალურ და ციფრულ სამყაროს. მოწყობილობა, რომელიც სათხილამურო სათვალეებს მოგაგონებთ, აღჭურვილია განცალკევებული ბატარეის მოდულით და კონტროლდება მომხმარებლის თვალებით, ხელებითა და ხმით.

Vision Pro პოზიციონირებულია, როგორც პირველადი AR-მოწყობილობა, მაგრამ შეუძლია ასევე გაძლიერებული და სრულიად ვირტუალური რეალობის გადმოცემაც, რომლის კონტროლი მოწყობილობის მომცრო ციფერბლატის საშუალებითაა შესაძლებელი. აღნიშნული კონტროლერი საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ აპლიკაციების ე.წ. ხატულების რიგები ოპერაციულ სისტემაში, რომელსაც კომპანია visionOS უწოდებს.

გარდა ამისა, მოწყობილობა მხარს უჭერს Bluetooth-დივაისებთან დაკავშირებას, მათ შორის Magic Keyboard და Magic Trackpad. მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს ისიც, რომ Vision Pro-ს კამერებს შეუძლიათ მომხმარებლის ხელების კონტროლი სხეულის ქვედა ნაწილზე მოთავსების შემთხვევაშიც კი. ჩაფხუტს თავისთავად აქვს შუშის წინა მხარე და ალუმინის ჩარჩო, რომელიც აღჭურვილია ხუთი სენსორით, 12 კამერითა და 4K ეკრანით ორივე თვალისთვის.

კონფერენციაზე ნაჩვენებმა კადრებმა ასევე ცხადყო, რომ Vision Pro-ს გამოყენებისას თქვენ არ იქნებით იზოლირებული გარშემომყოფებისგან. ე.წ. ჭკვიანი ჩაფხუტი აჩვენებს თქვენს თვალებს სისტემის გამოყენებით, სახელწოდებით EyeSight, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სრულ VR-სამყაროში იმყოფებით, მაშინ მოწყობილობაზე გამოჩნდება მბზინავი ეკრანი, რომელიც მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე დაკავებული ხართ.

ნიშანდობლივია ისიც, რომ აღნიშნული მოწყობილობა ე.წ. "ავატარებსაც" შექმნის, რომლის დამზადება, რა თქმა უნდა, თქვენი სახის დასკანერებით იქნება შესაძლებელი, რომელსაც ასევე Vision Pro-ს საშუალებით განახორციელებთ.

Vision Pro მომავალი წლიდან თავდაპირველად მხოლოდ აშშ-ში გახდება ხელმისაწვდომი, მისი საბაზრო ღირებულება კი $3499 იქნება.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

"ანტრეპრენერი სუპერგმირია"

ვინ არის ანტრეპრენერი?