"აქსესი" – სადაც დიზაინი, კულტურა და შთაგონება ერთმანეთს ერწყმის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"აქსესი" არის აქსესუარების პირველი კონცეპტუალური მაღაზია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო პრემიუმ აქსესუარების ბრენდებსა და კაფეს აერთიანებს.

"ქართულ ბაზარზე ე.წ. Market gap დავინახეთ, იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც საინტერესო დიზაინერული სამკაულებისა და აქსესუარების შეძენა უნდოდა საჩუქრად ან თავისთვის.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა უნიკალური სივრცე და ბრენდინგი არა მარტო ნივთების შესაძენად, არამედ შთაგონებისთვის. ჩვენ გვსურს ასოციაცია ცხოვრების სტილთან და არა მხოლოდ ნივთთან. ამიტომ სოლოლაკში მულტიფუნქციური სივრცე შევქმენით.

ქართველ მომხმარებელს ასევე, მამაკაცის ბრენდებსა და აქსესუარებს ვთავაზობთ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ასორტიმენტი მამაკაცებისთვის ინოვაციურია ქართული აქსესუარების ბაზარზე, განსაკუთრებით სამკაულების", – კესარია ლელუაშვილი, "აქსესის" კრეატიული დირექტორი.

კესარია ამბობს, რომ საქართველოში ერთდროულად e-commerce-ისა და ფიზიკური შოურუმის მართვა მარტივი არ არის. ასევე თამამი ნაბიჯი იყო მაღაზია და კაფე ერთ ბრენდულ კონცეფციაში. ეს ნაბიჯი დიდ რესურსს, ენერგიასა და ბიზნესთავსებადობას მოითხოვდა, განსაკუთრებით საერთაშორისო ბრენდების მართვასა და ბაზარზე ნდობის მოპოვებაში.

"დიდი გამოწვევა იყო საერთაშორისო ბრენდებამდე ხმის მიწვდენა, რომ საქართველოს ბაზრის პოტენციალი დაენახათ და დაეჯერებინათ. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო თბილისში იმ სივრცის პოვნა, რომელიც ისტორიულიც და თბილისის სულის სწორად ამსახველიც იქნებოდა. შემდგომ კი ამ სივრცის "აქსესის" ხასიათსა და ხედვებზე სწორად მორგება, – ნუცა მესტუმრიშვილი.

ნუცა გვიყვება, რომ "აქსესი" პარიზის მოდის კვირეულზე ბრენდების შოურუმებს ესტუმრა, რაც უდიდესი ინსპირაცია იყო.

"გახსნის დღეს "აქსესის" მომხმარებლების თვალებში აღტაცება დავინახეთ და ამან კიდევ უფრო დიდი ბიძგი მოგვცა, რომ ჩვენი ბრენდებისა და პროდუქციის მრავალფეროვნება გავზარდოთ.

გვსურს, "აქსესი" იყოს პირველი ასოციაცია, როცა ვინმე საინტერესო, ხარისხიან აქსესუარზე ან უნიკალურ საჩუქარზე იფიქრებს. "აქსესის" კაფეს დახმარებით ვავითარებთ community-based მოდელს.

გვინდა, რომ სივრცე გახდეს პლატფორმა ღონისძიებებისთვის, არტისტების გამოფენებისა და მასტერკლასებისთვის. მომდევნო ეტაპია ჩვენი ბრენდების პორტფოლიოს გაფართოება, იმ დიზაინერების შემოერთება, რომლებიც მოგვწონს და შთაგვაგონებს", – ბუსა მესტუმრიშვილი.

ბუსა ამბობს, რომ "აქსესი" ვებსაიტის სრულად ამოქმედებაზე მუშაობს, რათა რეგიონულ ბაზარზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს და მომხმარებელს სრულყოფილი ონლაინგამოცდილება გაუზიაროს.

"აქსეს" მაღაზიისა და კაფეს მიზანია გახდეს სივრცე, სადაც დიზაინი, კულტურა და ყოველდღიური ინსპირაცია ერთმანეთს ერწყმის.