"არქი" #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. ეს სპორტის ამ მიმართულებაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. წელს პირველობის მოსაპოვებლად ბათუმს 350 ძალოსანი 45 ქვეყნიდან სტუმრობს.

ტურნირში არაერთი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. გულშემატკივრებსა და მაყურებლებს კი აქვთ შესაძლებლობა, უსასყიდლოდ დაესწრონ ჩემპიონატს და თვალი ადევნონ საერთაშორისო სპორტულ მოვლენას.

"არქი", როგორც ქართული სპორტის მრავალწლიანი ერთგული მხარდამჭერი, ახლა ჩემპიონატის ოქროს სპონსორია.

"უმნიშვნელოვანესია, როცა მსგავს ღონისძიებებს ქვეყნის #1 დეველოპერული კომპანია უჭერს მხარს, რადგან ეს სტიმული და მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის და სპორტსმენებისთვის. არქი ყოველთვის ზრუნავს ქართული სპორტის განვითარებაზე, რაც მუდმივად იგრძნობა და რასაც ეს ჩემპიონატიც ადასტურებს", - განაცხადა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ტალახაძემ.