არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გრანდ ავენიუზე მხოლოდ არქელებისთვის საახალწლო ქალაქი მოეწყო, რომელმაც ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა სტუმრებს. ადგილზე სადღესასწაულო გარემო იყო შექმნილი; წარმოდგენილი იყო მუსიკალური და თეატრალური ნომრები, გორის ბავშვთა გუნდის შთამბეჭდავი პროგრამა, ბალერინების საზეიმო პერფორმანსი და საინტერესო აქტივობები მთელი ოჯახისთვის.

ღონისძიების ძირითადი სივრცე სოციალური საწარმოების, ქალი ენტერპრენერებისა და მიკრო მეწარმეებს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაეთმო. ინიციატივა "არქის" სოციალური პასუხისმგებლობის და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ 50 მეწარმის უნიკალურ ნამუშევრებს. კომპანია "არქიმ" საახალწლო საჩუქრებთან ერთად სტუმრებს ფულადი ღირებულების ვაუჩერები გადასცა, რომელთა გადაცვლაც ადგილზე სასურველ პროდუქციაში შეეძლოთ; არქელებიც ამ კეთილი საქმის თანამონაწილეები გახდნენ.

ინიციატივამ დადებითი შეფასება დაიმსახურა. მონაწილეების თქმით, "არქიმ" მათ მისცა შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია უშუალოდ მომხმარებლისთვის გაეცნოთ და შედეგებითაც საუკეთესო პრეცედენტები შეიქმნა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლური ნაწილი დაეთმო უნიკალურ საახალწლო ნაძვის ხეს, რომელიც გაფორმებული იყო George Coby-ის (გიორგი კობახიძის) საკოლექციო მინის საშობაო სათამაშოებით. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო ამერიკის კულტურის ცენტრისა და The Financial-ის მიერ, "არქისთან" და "საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი მეწარმის წარმატების ისტორია არის ამბავი, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე მილიონობით ამერიკული ოჯახისთვის დღესასწაულის სიმბოლოდ აქცია. როგორც "არქის" დამფუძნებელმა, ილია წულაიამ აღნიშნა, George Coby-ის ისტორია თითოეული მეწარმისთვის შთაგონების მაგალითი უნდა გახდეს.

"არქელებისთვის გრანდ ავენიუზე გამართული საახალწლო ღონისძიება ახალი ტრადიციის დასაწყისია. ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მომხმარებლებისთვის კიდევ მრავალ პოზიტიურ და სადღესასწაულო გამოცდილებას შექმნის. კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას", - აღნიშნა ილია წულაიამ.