არქის საჩუქარი ემიგრაციაში მცხოვრებ პატარა არქელებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"არქი" LIB.GE აკადემიასთან პარტნიორობით ემიგრაციაში მცხოვრებ არქელებს საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. პროექტი სპეციალურად იმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათი ოჯახები კი საქართველოში "არქის" ბინის მფლობელები არიან. ონლაინ საკვირაო სკოლას, რომლის მთავარი გზავნილიცაა "ვისაუბროთ ქართულად", კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქმნის.
პროგრამაში მონაწილეობა 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებსს შეეძლებათ. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაიღრმავებენ სასაუბრო უნარებს და გაეცნობიან, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე საბავშვო ლიტერატურას. საპილოტე ეტაპზე "არქი" სრულად დაუფინანსებს 3-თვიან კურსს პირველ 25 დარეგისტრირებულ მსურველს.
"პროექტის მიზანია, პატარებს ენის შესწავლაში დავეხმაროთ. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენისა და ლიტერატურის შენარჩუნება სამშობლოს გარეთ. ეს წამოწყება ერთგვარი ხიდია საქართველოსთან - იქ, სადაც მათი ნამდვილი სახლია. ჩვენ მზად ვართ, მომავალში უფრო მეტ მოსწავლეს მივცეთ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა", - აცხადებენ კომპანიაში.
პროექტი LIB.GE აკადემიასთან თანამშრომლობით, ინოვაციური პროგრამით ხორციელდება. აქ ბავშვებს საშუალება ექნებათ, ინტერაქციულ გარემოში ისაუბრონ ქართულად და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარონ. ონლაინ გაკვეთილები 7 მარტიდან, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, დაიწყება და მას საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე გაუძღვება.