Get All Access for $5/mo

არქიტექტურა, ფართო ტერასები, ადგილმდებარეობა, ხედები - ყველაფერი, რასაც ეძებთ, "იდეა პანორამაშია"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბინის შეძენა ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სწორი არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია არაერთ კრიტერიუმს მივაქციოთ ყურადღება.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას აქცევს მომავალი ბინადარი ყურადღებას ბინის შერჩევის პროცესში, რა თანამედროვე ტენდეციები იკვეთება და, ასევე, რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ მსურველებმა ძიებისას. ამ თემასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ გიგი იორდანიდს, "იდეა დეველოპმენტის" გაყიდვების ხელმძღვანელს.

გაგაცნობთ 5 ძირითად მახასიათებელს, რასაც მყიდველი ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას:

  • თანამედროვე არქიტექტურა

მოსახლეობა ცდილობს, შეიძინოს ბინები ისეთ კომპლექსებში, რომელიც შექმნილია თანამედროვე ელემენტებით, მაგალითად, თანამედროვე არქიტექტურის დამახასიათებელია მინის მოაჯირი, ფართო ტერასები, შენობაზე გამოყენებული ხის დეტალები და ა.შ. ეს მიდგომა საკმაოდ ჭკვიანურია, ვინაიდან, როდესაც ბინის ექსტერიერი არის თანამედროვე და არქიტექტურა მისთვის დამახასიათებელი ელემენტებით არის გაჯერებული, წლების განმავლობაში ბინის ღირებულება და მასზე მოთხოვნა იზრდება.

  • ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო

არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტია ჯანსაღი გარემო, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქალაქი საკმაოდ გადატვირთულია, რთულია იპოვო ადგილი ქალაქის ცენტრში, სადაც შენარჩუნებულია სუფთა ჰაერი და სიმშვიდე.

  • ადგილმდებარეობა

მნიშვნელოვანია ბინის შერჩევის დროს ადგილმდებარეობა იყოს მცხოვრებლებზე მორგებული და კომფორტული. ახლოს მდებარეობდეს ცენტრალური დამაკავშირებელი გზები, ტრანსპორტი, მაღაზიები და სხვა.

  • ხედი

ხედი ქალაქში უკვე ფუფუნების საგნად ითვლება, მართლაც არაფერი სჯობს, დამღლელი დღის შემდეგ ლამაზი ხედით ტკბობას, რაც განწყობაზე და კომფორტზე საკმაოდ დადებით გავლენას ახდენს.

  • ადგილი განსატვირთად

სახლში მთავარია სიმყუდროვისა და სიმშვიდის შეგრძნება. ასეთ ადგილს კი ფართო, მრავალფუნქციური, საკუთარი ტერასა ქმნის. დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ტერასაზე განტვირთვა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად განსაკუთრებით სასიამოვნოა.

როგორც გიგი აცხადებს, სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეიქმნა "იდეა დეველოპმენტის" ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი - "იდეა პანორამა".

,,პირველ რიგში აღსანიშნავია პროექტის უნიკალური ადგილმდებარეობა - "იდეა დეველოპმენტის" ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი "იდეა პანორამა" თბილისის ცენტრში და ამავდროულად ქალაქის აურზაურისგან მოშორებით მდებარეობს, კერძოდ საბურთალოზე, გ. დანელიას ქუჩაზე. აქ იქმნება ბალანსი ბუნებას და ქალაქს შორის.

კომპლექსის არქიტექტურა იმეორებს ბუნებრივ რელიეფს და ერწყმის გარემოს. "იდეა პანორამას" თითოეული ბინიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. ვერეს ხეობაზე, ბაგებისა და წყნეთის მიმართულებით. ზუსტად ამიტომ პროექტის ყველა ბინას აქვს ფართო, მრავალფუნქციური ტერასა და აპარტამენტების თითოეული ოთახი მიმართულია ხედისკენ.

შესაბამისად, მომავალ ბინადრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ ჯანსაღი ჰაერით, ხედით, ბუნებით და სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდნენ ისეთ ცენტრალურ ლოკაციებთან როგორებიცაა:

  • ქალაქის ცენტრალური პარკი;
  • ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა;
  • საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ახალი სამანქანო ხიდი;
  • მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტი" და სხვა.

მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, დასრულების ვადა კი 2025 წლის შემოდგომის ბოლოა.

ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის მშვიდ შენაძენს.

გარდა ამისა, მინდა გაგაცნოთ ჩვენი საზაფხულო აქცია, რომელიც გულისხმობს - მომხმარებელზე მორგებულ გადახდის პირობას - წინასწარი შენატანი მხოლოდ 5%. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის დასრულების ვადა არის 17 თვე, ხოლო შიდა განვადება კი 24 თვეზე ნაწილდება. შესაბამისად, მცხოვრებელს შესაძლებლობა ექნება ბინის ჩაბარების შემდეგაც ისარგებლოს შიდა 0%-იანი განვადებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.ideadevelopment.ge ან დაუკავშირდით კომპანიას ნომერზე: +995 599 511 911

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია