Join our Waitlist for Expert Advice!

Arrival - სტარტაპი, რომელიც 3D ვირტუალურ მოდელებსა და სივრცეებს რამდენიმე წამში დააგენერირებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული ხდება მეტავერს პლატფორმები, რომელიც ვირტუალური სამყაროს შექმნით ბევრად ამარტივებს სხვადასხვა პროცესს და კომპანიებსაც მნიშვნელოვნად უზოგავს ფინანსურ რესურსს. სწორედ მსგავსი კომპანიების რიგს მიეკუთვნება Arrival - 3D ვირტუალური სივრცეების პირველი ქართული გენერატორი.

Arrival -ის სოფტი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, სულ რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით, დამატებითი რესურსებისა და ცოდნის გარეშე, ვირტუალურ სამყაროში შექმნას საკუთარი 3D სივრცე და მოდელები. მარტივად რომ ვთქვათ, Arrival-ის Software პლატფორმაზე ნებისმიერ ორგანიზაციას თუ ფიზიკურ პირს ექნება შესაძლებლობა, ვირტუალურ სამყაროში შექმნას სივრცე ან მოდელი, რომელსაც ვიდეოთამაშებისთვის ან ნებისმიერი 3დ კონტენტის შესაქმნელად გამოიყენებს; ისევე როგორც შექმნას სივრცე ღონისძიებისთვის, შეარჩიოს სასურველი გარემო და დიზაინი, სურვილისამებრ მოაწყოს სივრცე, მოიწვიოს სტუმრები და სპიკერები, ჩაატაროს შეხვედრები თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

"სტარტაპის საქმიანობა, ცხადია, უნდა ემსახურებოდეს პრობლემის გადაჭრას. პირველადი იდეიდან ამჟამინდელ ვერსიამდე საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ. თავდაპირველად გვინდოდა 3დ ვირტუალურ სამყაროში მოგვეწყო შეხვედრები, რაც უფრო მეტად სახალისოსა და საინტერესოს გახდიდა შეკრებებს. ბაზრის კვლევისა და საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ 3დ მოდელებისა თუ სივრცეების შექმნა ჯერ კიდევ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ვენს შემთხვევაში პრობლემა, რომლის გადაჭრაც გადავწვიტეთ, არის 3D სივრცეებისა და მოდელების შექმნის გამარტივება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არდა ამისა, მოითხოვს კონკრეტული ტექნიკური უნარების ფლობას, ადამიანურ რესურსს, დროს და სხვ. ვენი სოფტის დახმარებით კი, მომხმარებლები სულ რამდენიმე ღილაკით შექმნიან სასურველ ვირტუალურ სივრცესა და მოდელებს", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანი კაზარიანი, Arrival-ის CEO.

ნებისმიერი ახალი წამოწყება ყოველთვის დაკავშირებულია რისკსა და გამოწვევებთან, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იმ სფეროს ეხები, რომელიც ჯერ კიდევ ახალია მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ Arrival-ში ფიქრობენ, რომ მათ მიერ ბიზნესის დაწყება და მეტავერს სამყაროში მუშაობა კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მათი მხრიდან ნამდვილად მოითხოვდა გაბედულობას, სიმამაცესა და საკუთარი თავის რწმენას.

"ჩვენ არ გვჯერა გადაუჭრელი წინააღმდეგობების. უმცა ცხადია, სტარტაპის ციკლს თან ახლავს მრავალი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც საჭიროებს შემართებას და პრობლემის ეფექტიანად გადაჭრის გზების პოვნას. ირველი და ძირითადი გამოწვევაა საუკეთესო გუნდის შეკვრა, რომლის თითოეული წევრი ცოდნითა და გამოცდილებით ავსებს საერთო სამუშაო სივრცეს. მგვარი ერთიანობა კი ხელს უწყობს ბიზნესპროცესების სიღრმისეულად გაანალიზებას და ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიცაა: MVP-ის შექმნა, ინვესტიციის მოზიდვა, ბაზარზე დამკვიდრება, ცნობადობის გაზრდა და ა.შ.", - განმარტავს ნინი რეხვიაშვილი, Arrival-ის CMO.

"დასაწყისიდან დღემდე შეგვხდა არაერთი გამოწვევა, რომელიც ერთად გადავლახეთ. ირველ რიგში, როგორც სტარტაპების უმეტესობისთვის - Idea Stage-ზე ინვესტიციის აწევა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და აუდიტორიისთვის პროდუქტის ღირებულების ახსნა. ამჟამად გავდივართ Pre Seed Funding-ის ფაზას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა გვჯერა, რომ წარმატებით გადავლახავთ", - გვიყვება ანი კაზარიანი.

Arrival-ის გუნდს მიაჩნია, რომ ანტრეპრენერი არის სიახლის შექმნის სურვილით ანთებული ადამიანი, რომელსაც ღრმად სწამს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების - გამოირჩევა გამბედაობით, შემეცნების სურვილითა და ცნობისმოყვარეობით. მუდმივად განვითარების პროცესშია და ეძებს თანამოაზრეებს იდეის ხორცშესასხმელად. არ აშინებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და არ ასვენებს იდეები. ამასთან, ანტრეპრენერია ის ადამიანი, ვინც დგამს ნაბიჯს დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად და მზად არის, თითოეული გამოწვევა ახალ შესაძლებლობად აქციოს.

"ანტრეპრენერული საქმიანობა მუდმივად რაღაცას გასწავლის. ს, ერთი მხრივ, გამოწვეულია ბიზნესის განვითარების სწრაფი ტემპით და, მეორე მხრივ, სიახლის შექმნასთან დაკავშირებული შეცდომებით. მიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ანტრეპრენერებმა საკუთარ თავს აუცილებლად მივცეთ შეცდომების დაშვების უფლება, მოვახდინოთ მათი გაანალიზება და სწავლა. ამ პროცეში ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ რწმენა და შემართება. თავარი კი, რა თქმა უნდა, არის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ერთიანი ძალით ნებისმიერ წინაღობას გადალახავს", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გური ქოიავა, VP of Business Development კომპანია Arrival-ში.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვას, Arrival ამჟამინდელი საინვესტიციო რაუნდის ჩახურვისთვისა და ახალი ინვესტიციის ასაწევად ემზადება. ამავდროულად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა MVP -ის (Minimum Viable Product) შექმნაზე, რაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

"ამ პროცესებთან ერთად ვაგრძელებთ კომუნიკაციას და თანამშრომლობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ათი რაოდენობა 2024-ში მნიშვნელოვნად გაიზრდება. სევე, მალე დავიწყებთ Pre subscription-ის შეთავაზებას და შემოსავალს სოფტის დალონჩვამდე დავაგენერირებთ. ამასთან, გავზრდით როგორც Arrival-ის ბრენდის ცნობადობას, ასევე ,ზოგადად სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე გავაგრძელებთ ზრუნვას. ადგან ვენი შესაძლობლობები მიზნებს პასუხობენ და პირიქით, გვჯერა, რომ 2024 Arrival-ისთვის პროდუქტიული და წარმატების მომტანი იქნება", - საუბრობს გური ქოიავა სამომავლო გეგმებზე.

გლობალური გეგმების განხორციელების გზაზე, იდეასა და კონკრეტულ ნაბიჯებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ინსპირაცია - რა აძლევთ მოტივაციას დამფუძნებლებს მიზნების განსახორციელებლად? სწორედ ინსპირაციაა ის ძალა, რომელიც ანტრეპრენერს ნებისმიერ წინაღობას გადაალახვინებს და მისცემს შესაძლებლობას, დიდი იდეა რეალობად აქციოს და ამით მნიშვნელოვნად შეცვალოს/გაამარტივოს გარშემო მყოფების ცხოვრება.

"ინსპირაცია გარშემო უამრავი პროცესისა თუ სუბიექტისგან შეიძლება მოვიდეს. უმცა, პირველ რიგში, ეს არის საქმე, რომელიც უპირობოდ გიყვარს და გახარებს, იდეა, რომლისაც მთელი გულით გჯერა და გუნდი, რომელიც ჯადოსნური ძალის მქონე მუხტსა და სულისკვეთებას იზიარებს", - აღნიშნავს ნინი რეხვიაშვილი.

"ყოველთვის მაძლევს ინსპირაციას სურვილი, რომ ჩემს მუშაობას მოჰყვეს რეალური სარგებელი - საზოგადოებისთვის ღირებულების შექმნა, რამის გამარტივება. არდა ამისა, ამ სფეროში ყოფნა მოიცავს ნეთვორქინგის უნიკალურ შესაძლებლობებს. ოველდღიურად ვხვდებით ინდუსტრიის ლიდერებს, რომლებთანაც ვცვლით აზრებს, ვიღებთ ღირებულ უკუკავშირს. ეს კი მნიშვნელოვნად გვეხმარება გაზრდასა და განვითარებაში", - განმარტავს ანი კაზარიანი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი