Join our Waitlist for Expert Advice!

Awork-ის რედიზაინი და ახალი ვიზუალური იდენტობა - ქართული პლატფორმა სამსახურის ძიების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ციფრულ სამყაროში ვებგვერდი და აპლიკაცია ბიზნესის სახეა. მარტივად გამოსაყენებელი პლატფორმა, ადვილად აღსაქმელი ვიზუალები, ვებგვერდის სისწრაფე, ავტომატური პროცესები, რომელიც ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ხორციელდება და სხვა - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაც მომხმარებელთა გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. სწრაფად ცვალებადი გარემოს გათვალისწინებით კი, მომხმარებელთა საჭიროებებიც მუდმივად იცვლება, რასაც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები ვებგვერდის/აპლიკაციის რედიზაინით პასუხობენ.

სწორედ ამ მიდგომას იზიარებს Awork – დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია, სადაც სამსახურის მაძიებელს შეუძლია CV შეადგინოს, ვაკანსიები ადგილმდებარეობის, საჭირო გამოცდილებისა და სექტორის მიხედვით გაფილტროს, და საიტიდან გაუსვლელად, ერთი სვაიპით გაგზავნოს სასურველ პოზიციაზე. პლატფორმა დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, საკუთარი ბიზნესპროფილით გააციფრულოს და უფრო ადვილად მართოს შერჩევის სრული პროცესები.

Awork ბაზარზე 1 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ უკვე 100000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელსა 1000-ობით ბიზნესს აერთიანებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 1 წლის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდნენ მომხმარებელთა გამოცდილებას, იღებდნენ მუდმივად განახლებად უკუკავშირს და აანალიზებდნენ აუდიტორიის ციფრულ ქცევებს. შედეგად გადაწყვიტეს, რომ სამსახურის ძიების პროცესი კიდევ უფრო დაეხვეწათ, გაეთანამედროვებინათ და ვიზუალურად გაეუმჯობესებინათ.

"თავდაპირველად, როცა ბაზარზე გამოვჩნდით, Awork კონცენტრირებული იყო მომხმარებლებისთვის ტექნიკური გადაწყვეტებისა და სხვადასხვა საჭირო სერვისის შეთავაზებაზე. იმ პერიოდისთვის არ ვფიქრობდით UI/UX-ის დიზაინსა და მის გაუმჯობესებაზე.

დღეს უკვე ყოველდღიურად ვიზრდებით და დადგა საჭიროება, პლატფორმა და აპლიკაცია უფრო გაუმჯობესებულიყო, რაც მოიცავს: მარტივად აღსაქმელ გრაფიკულ ელემენტებს, ფერების ფსიქოლოგიას, ინფორმაციის სტრუქტურირებულად და ვიზუალურად გამოტანას, ღილაკთა მოსახერხებელ განლაგებასა და სხვ. მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებდით ამ ინფორმაციას - ვაანალიზებდით იმ ქცევებს, რასაც მომხმარებელი ახორციელებს ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში. შედეგად, მომხმარებელთა გაუმჯობესებული გამოცდილებით, სამსახურის ძიების დრო კიდევ უფრო დაიკლებს. მეორე მხრივ კი ბიზნესს შეეძლება, Awork-ის პლატფორმაზე საკუთარი ბრენდი უკეთ წარმოაჩინოს და საჯაროდ გამოიტანოს ბრენდის ისეთი ელემენტები, როგორიცაა: ვიდეოები, სამუშაო სივრცის ფოტოები, ინფოგრაფიკა, თანამშრომელთა ფოტოები, მათი შეფასებები კომპანიაზე და სხვ.", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გიორგი რაზმაძე, Awork-ის თანადამფუძნებელი და CEO.

რატომ ირჩევენ სამუშაოს მაძიებლები Awork-ს და რა გაუმარტივდებათ მომხმარებლებს რედიზაინით?

Awork-ის ტექნოლოგია სრულად არის ადაპტირებული ნებისმიერი მოწყობილობისთვის - შესაბამისად, სამსახურის საძიებლად კომპიუტერთან მუშაობა აღარ არის აუცილებელი. მომხმარებელს მასზე მორგებული სამსახურის მოძიება მობილური ტელეფონიდანაც, რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლია.

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეავსოს მარტივი ფორმა და უკეთ გააცნოს თავი დამსაქმებლებს. პლატფორმაზევე აქვს საშუალება, დააგენერიროს პროფესიონალური CV და სურვილის შემთხვევაში ჩაწეროს ინტროვიდეო, სადაც პოტენციურ დამსაქმებელს საკუთარი თავის შესახებ მოუთხრობს.

ფილტრების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მარტივად მოიძიოს სასურველი ვაკანსია და CV მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით გაგზავნოს. საჭიროების შემთხვევაში, Awork-ის პროფესიონალი HR-ები სამუშაოს მაძიებლებს საუკეთესო უნარების გამოკვეთასა და დასაქმების სფეროების შერჩევაში დაეხმარებიან.

"შემატყობინე" ფუნქციონალის გამოყენებით კი მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, არ ჩამორჩეს შრომის ბაზრის სიახლეებს და მიიღოს განახლებადი ინფორმაცია ახალი ვაკანსიების შესახებ.

როგორ წარმოაჩენენ საკუთარ ბრენდს კომპანიები Awork-ის დახმარებით?

Awork-ის პლატფორმების დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ მარტივად აღმოაჩინონ ტალანტები, გააციფრულონ HR სერვისები და რეკრუტირების პროცესი ბევრად უფრო ეფექტიანი გახადონ.

იმ კომპანიებს, რომლებიც Awork-თან თანამშრომლობენ, საკუთარი Dashboard აქვთ - სივრცე, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია ვაკანსიებისა და აპლიკანტების შესახებ. ორგანიზაციები საკუთარ პროფილში აგროვებენ შემოსულ CV-ებს, მარტივად ახარისხებენ, ანიჭებენ შესაბამის სტატუსებს და თავიდან ირიდებენ შემოსული განცხადებების დუბლირებას. ამასთან, კომპანიებს აქვთ საკუთარი CV ბანკი, სადაც თავმოყრილი არიან ის სამუშაოს მაძიებლები, რომლებიც ღია არიან დასაქმებისთვის და მათი პროფილი სრულად შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს.

გარდა ამისა, კომპანიებს პლატფორმაზევე შეუძლიათ ეწვიონ რეკრუტმენტის ანალიტიკის გვერდს, სადაც რეალურ დროში მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ვაკანსიებზე, მიღებულ აპლიკანტებზე, მათ ინტერესებზე, გამოცდილებასა და სხვა ცვლადებზე.

Awork-ის გუნდში მიაჩნიათ, რომ ბიზნესის ზრდისთვის მნიშვნელოვანია არსებულ მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზონ სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტა და ფუნქციონალი. სწორედ ამიტომ სამომავლოდ Awork ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დანერგვასა და პროცესების სრულ ავტომატიზაციას გეგმავს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალიდან ქართული კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს და მათი აზრით, ახალი ვიზუალური იდენტობა, დახვეწილი და მარტივი ინტერფეისი იქნება ის ერთ-ერთი ინდიკატორი, რაც უცხოურ ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას განაპირობებს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"