Axen Consulting Pipedrive-ის ოფიციალური Solution Partner-ია საქართველოსა და უზბეკეთში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Axen, რომელიც ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და პროცესების ოპტიმიზაციაში ეხმარება, ოფიციალურად გახდა Pipedrive-ის პირველი და წამყვანი Solution Partner საქართველოებსა და უზბეკეთში.
ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული ბიზნეს ეკოსისტემისთვის, რადგან ის აერთიანებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ CRM პლატფორმასა და Axen-ის ექსპერტიზას ბიზნეს პროცესების ინჟინერიაში.
დღევანდელი ბიზნეს გარემო საკმაოდ ცვალებადი და ტურბულენტურია. ბევრ ორგანიზაციას აქვს გამოწვევა არაორგანიზებულ მონაცემებთან, დაკარგული პოტენციურ კლიენტებთან, რთული და გაუმჭვირვალე გაყიდვების პროცესებთან. ეს გამოწვევები კი ორგანიზაციას ხელს უშლის მდგრად მასშტაბირებაში.
Pipedrive-ის, როგორც წამყვანი გაყიდვების CRM სისტემის, დანერგვა Axen-ის კონსულტაციასთან ერთად, სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება.
რას მიიღებს ბიზნესი Axen-ის და Pipedrive-ის თანამშრომლობით?
- გაყიდვების Pipeline-ის ოპტიმიზაცია. თქვენი გაყიდვების პროცესი გახდება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი.
- ავტომატიზაციის ხელსაწყოებით, გაყიდვების მენეჯერებს მეტი დრო დარჩებათ უშუალოდ კლიენტებთან კომუნიკაციისთვის და არა მონაცემების ხელით შეყვანისთვის.
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ზუსტი რეპორტინგი და შემოსავლების პროგნოზირება საშუალებას გაძლევთ, მართოთ ბიზნესი რეალური ციფრებით და არა ვარაუდებით.
- ექაუნთ მენეჯმენტი: არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და პარტნიორობების ეფექტური მართვა.
Axen Consulting-ის შესახებ
Axen არის ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, პროცესების ოპტიმიზაციასა და მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვაში. კომპანია ეხმარება ორგანიზაციებს ეფექტიანობის გაზრდაში, გუნდური მუშაობის გაუმჯობესებასა და გაყიდვების სტრატეგიულ მართვაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თუ გსურთ, რომ თქვენი გაყიდვებისა და პარტნიორობების მართვა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ, ჩავნიშნოთ კონსულტაცია და ერთად ვნახოთ, როგორ მოვარგოთ Pipedrive თქვენი ბიზნესის საჭიროებებს: AxenContact - Axen.consultin