Get All Access for $5/mo

აზარტული თამაშები - კამათლებიდან ონლაინ კაზინომდე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც არაერთი აღმოჩენის მიხედვით ირკვევა, ადამიანის აზარტულობის ისტორია კაცობრიობის ზოგადი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ პალეოლითში, ანუ ძველი ქვის ხანაში, არსებობდა ნიშნები იმისა, რომ ადამიანთა ჯგუფების შეკრება სხვადასხვა სახით იყო დაკავშირებული აზარტულ აქტივობებთან - თამაშებთან, შეჯიბრებთან და ა.შ.

კამათელი - პირველი აზარტული სათამაშო

ბერძენი პოეტისა და დრამატურგის, სოფოკლეს მტკიცებით, კამათელი ტროას ალყის დროს ერთ-ერთმა მითოლოგიურმა გმირმა შექმნა. ეს ფაქტი რამდენად სარწმუნოა, თავად შეაფასეთ, თუმცა ფაქტია, რომ სოფოკლეს ნაწერები ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 500 წელს არის დათარიღებული და იმ დროს, კამათელი უკვე ყველასთვის ნაცნობი ნივთი იყო. ეგვიპტეში გაკეთებულ აღმოჩენები კი ისტორიის ბევრად ღრმა წარსულში გვაბრუნებს - სამარხიდან ამოღებული კამათლების წყვილი ძველი წელთაღრიცხვით 3000 წლით თარიღდება.

თარიღების გათვალისწინებით, ფაქტია, რომ ძველ საბერძნეთში და ეგვიპტეში კამათლები გარკვეულ დანიშნულებას ატარებდა და სხვადასხვა ტიპის შეთანხმებით თამაშებს უკავშირდებოდა. წყაროების მიხედვით, აზარტული თამაშები კამათელის გამოყენებით საკმაოდ პოპულარული იყო ძველ რომშიც. მეტიც, გარკვეული დროის შემდეგ ამგვარი გართობა რომში კანონით აიკრძალა და ფაქტის დაშვების შემთხვევაში ჯარიმით - ფსონზე 4-ჯერ მეტი თანხით ისჯებოდა. თუმცა, რომის მაცხობვრებლებმა გამონახეს გამოსავალი და შექმნეს სათამაშო ჩიპები, რომლებიც გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუ მცველები თამაშისას ფაქტზე წაასწრებდნენ. ჩიპები მტკიცებულება იყო იმისა, რომ თამაში არა რეალური ფულისთვის, არამედ უბრალოდ გასართობად, ჩიპებისთვის მიმდინარეობდა.

სათამაშო ბანქო

კამათლების შემდეგ ადამიანი ახალ აზარტულ ისტრუმენტს - სათამაშო ბარათებს, კარტს ქმნის.
მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ პირველი სათამაშო ბანქო ჩინეთში მე-9 საუკუნეში გამოჩნდა, თუმცა, თამაშების ზუსტი წესები, რომლებშიც ბანქოს იყენებდნენ, ისტორიამ ვერ შემოინახა. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ბანქოს თამაშებში იყო ფსონიც, , ხოლო სხვა წყაროები თვლიან, რომ სათამაშო ბანქოს ბარათების პირველი ეგზემპლარები იყო ჩინური დომინოს ქაღალდის ანალოგები. რა თქმა უნდა, მე-9 საუკუნეში გამოყენებული სათამაშო ბარათები ძალიან მცირე კავშირშია დღევანდელ, სტანდარტულ 52 კარტიან ბანქოს ბარათებთან, რომელსაც დღეს ადამიანები მრავალი სხვადასხვა აზარტული თამაშისას იყენებენ.

აზარტული თამაშები როგორც ბიზნესი

დროთა განმავლობაში აზარტული თამაშები და მისით დაინტერესებული მოთამაშეთა რიცხვი გაიზარდა და ნელნელა ჩამოყალიბება სათამაშო ბიზნესმა დაიწყო. პირველად კაზინოების მსგავსი დაწესებულებები იტალიაში ფიქსირდება, დაახლოებით მე-17 საუკუნის დასაწყისში.

მაგალითად, 1638 წელს ვენეციაში დაარსდა Ridotto - ამ დაწესებულებას უნდა გაეკონტროლებინა და შეენარჩუნებინა შეძლებისდაგვარად ჯანსაღი სათამაშო გარემო, რომელიც ჩახლართული და ქაოტური განსაკუთრებით ყოველწლიური კარნავალის დროს ხდებოდა. უკვე მე-19 საუკუნიდან კაზინოები და მისი მსგავსი დაწესებულებები მთელ ევროპაში გახდა პოპულარული.

იმავდროულად ყალიბდებოდა სათამაშო სახლები და კაზინოები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დღეს, სათამაშო ბიზნესთან და აზარტთან მიმართებაში ლას ვეგასი ამომავალი წერტილია. ამ ყველაფერმა ჩამოყალიბება ჯერ კიდევ ამერიკის დიდი დეპრესიის დროს დაიწყო.

აზარტული თამაშების ინდუსტრია დღეს

დღესდღეობით, მსოფლიოს არც ერთი რეგიონი არ განიცდის სათამაშო დაწესებულებების ნაკლებობას. ადამიანის ცხოვრების წესის და ხარისხის რადიკალური ცვლილებებისა და განვითარების მიუხედავად, აზარტულ თამაშებს აქტუალობა არ დაუკარგავს. პირიქით, თამაშების უმრავლესობა ადაპტირებულია და სურვილის შემთხვევაში მათი ონლაინ ვერსიების მოძებნას მარტივად შეძლებთ. ინტერნეტი სავსეა სხვადასხვა გემბლინგ ვებ გვერდებით, სადაც ფსონებს, იგივე ბეთებს მარტივად განათავსებთ.

აზარტული ონლაინ თამაშები და ფსონები ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც რეგიონში პოპულარულია. 1 მარტიდან საქართველოში სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში, ასევე სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებულია);

"18%-მდეა შემოსავლების კლება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხმა თამაში შეწყვიტა. ნებისმიერ მომხმარებელს უცხოურ საიტებზე თავისუფლად შეუძლია რეგისტრაცია, მოკლე შეტყობინების საშუალებით ვერიფიკაციის გავლა და ფსონის დადება. ეს მივიღეთ იმ უაზრო კანონის შედეგად, რაც ჯერ პირველი იანვრიდან, ხოლო სრულად - მარტიდან ამოქმედდა. ეს კომპანიები საქართველოს იურისდიქციაში არ არიან, რადგან მათ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს." - გიორგი მამულაიშვილი, აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი.

ადგილობრივი გემბლინგ საიტების გარდა, ბევრი სცდება ქვეყნის ფარგლებს და მეზობელი ქვეყნების ონლაინ სათამაშო ინდუსტრიებს ეცნობა, რომლებიც საკმაოდ ფართო და მრავალფეროვან ბაზარს წარმოადგენს. მაგალითად, მეზობელი თურქეთის სათამაშო ბაზარს მარტივად რომ გადავხედოთ, საჭიროა გამოვიყენოთ საძიებო სიტყვა en iyi bahis siteleri.

"ძალიან მარტივია ამ საიტებზე რეგისტრაციაც და საბანკო ბარათით გადარიცხვაც. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ის, რასაც ვპროგნოზირებდი, რომ ფული საზღვარგარეთ გაედინება და ამ თანხიდან საქართველოში გადასახადს არავინ გადაიხდის. სრული უკონტროლობაა, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია თამაში", - ამბობს მამულაიშვილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"