Get All Access for $5/mo

უნიკალური გამოცდილება თანამედროვე დაინინგ ბარში აზიური სამზარეულოთი და კონცეპტუალური მუსიკით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

16 დეკემბერს, ძველ თბილისში, Gastronome Group ახალ აზიურ რესტორანსა და კლუბ Zen-ს ხსნის!

ZEN-ში ყველაფერია იმისთვის, რომ ყოველდღიური დაძაბული რიტმითა და სტრესებით გადატვირთული სამყაროდან უჩვეულოდ სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში გადაინაცვლო. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან ერთად ან სულაც მარტო მიხვიდე და გაერთო.

ეს არ არის სივრცე, სადაც მოქმედება მხოლოდ ღამით ან ვიქენდზე იწყება. ZEN-ში შეგიძლიათ სამუშაო დღეებშიც, თუნდაც სამსახურის შემდეგ ჯერ ივახშმოთ, შემდეგ ბართან გადაინაცვლოთ და ბოლოს ელექტრონული მუსიკითაც ისიამოვნოთ.

ყოველი კვირის პარასკევსა და შაბათს ZEN-ში საზღვარგარეთიდან მოწვეული, კვირის სხვა დღეებში კი - რეზიდენტი დიჯეები დაუკრავენ. 16 დეკემბერს ცნობილი უკრაინელი დიჯები - Tokyo, ხოლო 17 დეკემბერს კი პოპულარული ბერლინელი დიჯეი - Hyenah დაუკრავს.

ცხადია, კვირის დღეებსა და უქმეებზე მუსიკაც და განწყობაც განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება: თუ აქამდე გაკლდათ ადგილი, სადაც შეგეძლოთ ყოველდღე კარგად გაგეტარებინათ დრო სასიამოვნო პუბლიკასთან ერთად, ახლა ეს პრობლემა გადაჭრილია: უქმეების ლოდინი აღარ გჭირდებათ, ZEN-ში ყოველდღე იქნება საუკეთესო მუსიკა და კარგი გართობა.

ZEN ისტორიულ და ტურისტულად განსაკუთრებით დატვირთულ უბანში მდებარეობს (ბამბის რიგი #7, ყოფილი Two Side-ის შენობა). რესტორანი სტუმრებს აზიურ ფიუჟენის სამზარეულოს სთავაზობს, რომელსაც მოწვეული უკრაინელი შეფი უძღვება.

მიზანი არ იყო ძალიან დიდი და დატვირთული მენიუს შექმნა, თუმცა ეს არც მხოლოდ სნექებისა და სასმლის არჩევანია, რომელსაც ხშირად ვხვდებით მსგავს სივრცეებში.

ZEN-ის იდეის ავტორებმა უკრაინელ მოწვეულ შეფთან ერთად საფუძვლიანად შეისწავლეს თბილისის სარესტორნო და საკლუბო სივრცე და გადაწყვიტეს, რომ აზიური მიმართულება სწორედ ისაა, რაც დედაქალაქს სჭირდება და თან საკლუბო ცხოვრების წესს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს.

ბარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. საუკეთესო ხარისხის ალკოჰოლური სასმელების სრული ჩამონათვალის, გარდა ZEN-ის მიქსოლოგები ტრადიციული და საავტორო კოქტეილებით ანებივრებენ კლიენტებს, ბარის სივრცეში კი საკმარისი ადგილია იმისთვის, რომ თვალი ადევნო გასართობ პროგრამას და თან მეგობრებთან ისაუბრო, ან ახალი ადამიანები გაიცნო და დაუმეგობრდე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

როგორ უნდა ენდოთ ინტუიციას, რომ სწორი ბიზნესგადაწყვეტილება მიიღოთ

ანტრეპრენერები გადაწყვეტილებების უმრავლესობას, როგორც წესი, მონაცემებზე დამყარებით იღებენ, მაგრამ ასეთ დროს, ასევე მნიშვნელოვანი, თქვენი ინსტინქტებია