Barcelona-ს ოფიციალური მაღაზია Barca Store Georgia თბილისში 29 მარტს გაიხსნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული კლუბი, ბარსელონა, ოფიციალურად აფართოებს თავის გლობალურ ქსელს და სიამაყით აცხადებს, რომ Barca Store Georgia ოფიციალურად გაიხსნება თბილისში 29 მარტს.

პირველად ესპანეთის ფარგლებს გარეთ იხსნება "ბარსელონასˮ ოფიციალური მაღიაზია და ეს იქნება საქართველო. მაღაზია გულშემატკივრებს შესთავაზებს კლუბის ექსკლუზიურ პროდუქტებს, მათ შორის ოფიციალურ სათამაშო ფორმებს, ყოველდღიურ და კოლექციურ ნივთებს, აქსესუარებსა და სხვადასხვა სუვენირებს, რომლებიც შექმნილია სპეციალურად "ბლაუგრანას" ქომაგებისთვის.

Barca Store Georgia წარმოადგენს საფეხბურთო კულტურის ახალ ეპიცენტრს რეგიონში და მიზნად ისახავს ქართველი გულშემატკივრებისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნას. მაღაზია არა მხოლოდ სპორტული ატრიბუტიკის შეძენის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, არამედ ქმნის ბარსელონას სამყაროსთან სიახლოვის განსაკუთრებულ შეგრძნებას.

"მოხარული ვართ, რომ თბილისში ვხსნით Barca Store Georgia-ს და ქართველ გულშემატკივრებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ უფრო ახლოს იმ კლუბთან, რომელსაც ასე ძლიერ უჭერენ მხარს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ განსაკუთრებული გარემო, სადაც ყველა გულშემატკივარი შეძლებს ნამდვილ "ბლაუგრანას" სულის შეგრძნებას" - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა დავით ზაქარიაძემ.

Barca Store Georgia მდებარეობს ქალაქის ცენტრში, სასტუმრო სტამბას მოპირდაპირედ, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩის 23 ნომერში და გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, თავიანთი საყვარელი კლუბის პროდუქცია შეიძინონ ოფიციალური წყაროდან, გარანტირებული ხარისხითა და ავთენტურობით.

მაღაზიის მისამართი: სასტუმრო სტამბას მოპირდაპირე მხარე, რუსთაველის მეტროდან 500 მეტრში.

გელოდებით Barca Store Georgia-ში 29 მარტიდან, რათა ერთად ვიზეიმოთ ბარსელონას წარმატებები და გავაცოცხლოთ საფეხბურთო ზეიმი საქართველოში!

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია