ბათუმში 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Corall Seaside Resort-ის განვითარება იწყება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმის სანაპირო ზოლზე ახალი, მასშტაბური მულტიფუნქციური პროექტის – Corall Seaside Resort-ის განვითარება იწყება. დაგეგმილი ინვესტიციის საერთო მოცულობა 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი საცხოვრებელ, სასტუმრო, საკურორტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
Corall Seaside Resort სამი ქართული ბიზნესჯგუფის – Ibercompany Holding-ის, Grande Group-ისა და Mziuri Development-ის პარტნიორობით ხორციელდება. ეს თანამშრომლობა აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას დეველოპმენტის, მშენებლობის, სასტუმრო ინდუსტრიის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ბიზნესის სხვა მიმართულებებებში.

პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე დავით გოგიჩაიშვილმა და მისმა არქიტექტურულმა სტუდიამ - Hausart-მა იმუშავეს. სტუდიის პორტფოლიო მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან სასტუმრო და მულტიფუნქციურ პროექტს საქართველოში, მათ შორის არის: Paragraph Hotel, Batumi Tower და Sheraton Metekhi Palace Hotel.
Corall Seaside Resort ბათუმში, თამარ მეფის გამზირის №1-ში, უშუალოდ სანაპირო ზოლზე განთავსდება. კომპლექსის მდებარეობა უზრუნველყოფს მარტივ კავშირს როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან, ისე მნიშვნელოვან ტურისტულ და სატრანსპორტო წერტილებთან: ცენტრალურ რკინიგზის სადგურამდე მგზავრობას რამდენიმე წუთი სჭირდება, ხოლო ძველ ბათუმსა და ბოტანიკურ ბაღამდე – დაახლოებით 10 წუთი.

პროექტის ზღვისპირა ტერიტორია 11,300 კვადრატულ მეტრს მოიცავს. კომპლექსის არქიტექტურულ დომინანტს 55-სართულიანი და 52-სართულიანი ცათამბჯენები ქმნის, რომლებშიც საცხოვრებელი აპარტამენტები და სხვადასხვა ფუნქციური სივრცე განთავსდება.
Corall Seaside Resort-ის კონცეფცია მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსის შექმნას არ გულისხმობს - ის ვითარდება, როგორც სრულფასოვანი ზღვისპირა საკურორტო გარემო, სადაც ცხოვრება, დასვენება, სტუმარმასპინძლობა და საინვესტიციო შესაძლებლობები ერთიანდება.

კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, კერძო იახტ-კლუბს, პირდაპირ წვდომას კერძო სანაპიროზე, საცურაო აუზებს, სპა და ველნეს სივრცეებს, სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ზონებს, ბიზნეს და კომერციულ ლოკაციებს, საბავშვო სივრცეებს, კაფეებსა და რესტორნებს.
პროექტის განვითარება ემთხვევა ბათუმის ტურისტული და საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზრდის დინამიკას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ 4.69 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 6%-იანი ზრდაა. ამავე წელს საქართველოში 5.52 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა.

ზრდის დინამიკა შეინიშნება ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზეც. Galt & Taggart-ის 2025 წლის მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 15%-ით გაიზარდა და 17,478 ერთეულს მიაღწია, ხოლო ბაზრის საერთო მოცულობა 23.8%-ით გაიზარდა და დაახლოებით $1.3 მილიარდი შეადგინა.
ტურიზმის ზრდა, ბათუმის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და უძრავი ქონების ბაზრის მასშტაბი მნიშვნელოვან კონტექსტს ქმნის Corall Seaside Resort-ის, როგორც საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტის განვითარებისთვის.
Corall Seaside Resort-ის აპარტამენტების წინასწარი გაყიდვების ეტაპის დაწყება 10 სექტემბერს არის დაანონსებული.