ბათუმში COSMO-ს ღია სახელოსნო და მეორე ფილიალი გაიხსნა
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
27 აგვისტოს, ბათუმში COSMO-ს ღია სახელოსნო და მეორე ფილიალი გაიხსნა. (მისამართი: საიათნოვას #1/გოგებაშვილის 16) ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაზე ხატვისა და კერვის მასტერკლასები ჩატარდა.
COSMO-ს ღია სახელოსნოში თავად შეგიძლიათ შეკეროთ და მოხატოთ სასურველი აქსესუარი. ეს უნიკალური შესაძლებლობა თითოეულ მსურველს საშუალებას მისცემს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს, რაც ბედნიერების კიდევ ერთი მიზეზი გახდება.
ბრენდმა, რომელმაც სახალხო მოდის იდეა ყველასთვის მიმზიდველი გახადა, გადაწყვიტა მომხმარებლები კიდევ უფრო დაეახლოებინა ერთმანეთთან. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მაღაზიის უნიკალური კონცეფცია, სადაც ყველა კოსმოელს გაუხარდება, თუ თქვენ მოიმარჯვებთ ნემსსა და ძაფს, ფუნჯსა და საღებავს, მიუსხდებით მაგიდას და კოსმოს ღია სახელოსნოში საკუთარი ხელით შექმნით თქვენ ბედნიერებას.
"ჩვენ გვჯერა, რომ "კოსმოელებს" ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია, ვიდრე ცალ-ცალკე. გვწამს, ჩვენი პოზიტიური მიდგომები და სიყვარული საქმისადმი გადამდებია და გვინდა ღია სახელოსნოში ჩვენს მომხმარებლებს გავუზიაროთ. ვამაყობ, რომ "კოსმოელებმა" შევძელით და დავიწყეთ COSMO-ს მაღაზიებში "ღია სახელოსნოს" პროექტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
პროექტი, რომელის შთაგონება "კოსმოელები" (ჩვენი მომხმარებლები) და COSMO-ს ძლიერი გუნდი იყო, საოცრად შრომისმოყვარე, სიახლეების მოყვარული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.
დღეს COSMO-ში 55 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ ვგეგმავთ წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას და ღია სახელოსნოს იდეის უფრო მეტი ადამიანისთვის და მეტ ქვეყანაში განხორციელებას, რათა COSMO უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს კიდევ ერთი მიზეზი ბედნიერებისთვის." - სოფი მუხულიშვილი, COSMO-ს თანადამფუძნებელი.