ბავშვური ფანტაზია 1000-ზე მეტ დახლზე – როგორ იქცა პატარა მხატვრების ნახატები "ნიკორას" მასშტაბურ კამპანიად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე FMCG სექტორში პროდუქტის შეფუთვა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ დამცავი ფუნქციის ჩარჩოებს. დღეს ის ბრენდის იდენტობის, მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციისა და მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მედიუმია.
სწორედ ამ მიდგომაზე დაყრდნობით, "ნიკორამ" სოსის "მინისთვის" მასშტაბური და ინტერაქციული კამპანია წამოიწყო, რომელიც მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის ინტეგრაციასა და ბრენდინგის ახალ ეტაპზე გადაყვანას ითვალისწინებს.

შიდა ინციატივიდან ბაზრის ტრენდამდე
პროექტის პირველი ეტაპი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, "ნიკორას" თანამშრომლებისა და მათი შვილებისთვის გამართულ შიდა ღონისძიებაზე დაიწყო. პატარების მიერ შექმნილი ნახატების სოსის "მინის" შეფუთვაზე გადატანით, ბრენდმა შექმნა ლიმიტირებული ხაზი, რომელმაც მაღაზიის თაროებზე გამოჩენისთანავე მიიპყრო მომხმარებლის ყურადღება.
შიდა კამპანიის წარმატებამ და მაღალმა ჩართულობამ აჩვენა პროექტის კომერციული და მარკეტინგული პოტენციალი, რის შემდეგაც "ნიკორამ" მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, კამპანია სრულიად საქართველოს მასშტაბით გაეშალა.

"გახდი "მინის" დიზაინერი" — კამპანია, რომელიც თითოეულ ოჯახს ეხება
კამპანიის მომდევნო ეტაპზე "ნიკორა" მომხმარებლებს პროდუქტის დიზაინის თანაშემქმნელებად ხდის. უახლოეს დღეებში კომპანიის ოფიციალურ სოციალურ არხებში გამოქვეყნდება დეტალური ინსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მშობელს ექნება შესაძლებლობა, გააგზავნოს თავისი პატარას ნახატი და ჩაერთოს პროექტში.
12 შერჩეული ნახატი სოსის "მინის" საახალწლო ლიმიტირებულ შეფუთვებზე დაიბეჭდება. თითოეულ შეფუთვაზე მითითებული იქნება პატარა ავტორის სახელი და გვარი.
შერჩეული დიზაინით დამზადებული პროდუქცია ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ მაღაზიაში განთავსდება. პროექტი მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შვილების ნიჭი და შემოქმედება რეალურ, მასობრივ პროდუქტზე იხილონ.
"გამოგვიგზავნე ნახატი — აჩვენე შენი პატარას ნიჭი მთელს საქართველოს"
შეფუთვა, როგორც ბრენდის კაპიტალი
"ნიკორას" ეს კამპანია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული FMCG პროდუქტის შეფუთვა იქცეს ემოციურ მედიუმად, რომელიც აერთიანებს მომხმარებლებს, ზრდის ლოიალობას და ბრენდს ანიჭებს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას.
სოსის "მინის" განახლებული შეფუთვები უკვე ხელმისაწვდომია მაღაზიათა ქსელებში. თვალყური ადევნეთ "ნიკორას" ოფიციალურ გვერდებს, ჩაერთეთ კამპანიაში და გახდით "მინის" დიზაინერი!