📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბაზარზე ინოვაციური გადახდის სისტემები Keepz.me და CityPay.io დაპარტნიორდნენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CityPay.io და Keepz-ი დაპარტნიორდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან, სადაც Keepz-ის QR ტერმინალია, შეძლებთ CityPay.io-ს დახმარებით Binance Pay-ით სარგებლობასა და სასურველი პროდუქტის თუ მომსახურების მიღებას.

თანამშრომლობა მოიაზრებს მომხმარებლისათვის კომფორტული და დაცული გადახდების გამოცდილების შექმნას. Keepz-ის სწრაფ და უკონტაქტო გადახდის არხით ახლა უკვე შეგიძლიათ კრიპტო აქტივის დახმარები მიიღოთ სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება. ეს ყველაფერი გამორიცხავს ხანგრძლივი გადახდის პროცესების აუცილებლობას, რაც ტრანზაქციებს უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.

ჩვენ ვცდილობთ გადახდების სისტემაში დავნერგოთ ტექნოლოგიური სიახლეები და მეტად პროგრესული გავხადოთ. ორივე კომპანიის პროდუქტი ამ მხრივ უნიკალური და პიონერია ბაზარზე.

CityPay.io -ს შესახებ:

CityPay.io პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელიც კრიპტო აქტივის მფლობელებს საშუალებას აძლევს მისი საშუალებით მიიღონ სხვადასხვა პროდუქტი თუ მომსახურება. გადახდის მიმღები ბიზნესი კი გადახდას იღებს ლარში, საკუთარ ანგარიშზე. ასევე ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ან გადაცვალონ კრიპტო აქტივი სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. განვითარებულ სამყაროში ბლოკჩეინ სისტემა თანდათან უფრო პოპულარული ხდება იმ მნიშვნელოვანი უპირატესობების გამო, რასაც ის ონლაინ ბიზნესებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ციფრული აქტივის გამოყენებით ტრანზაქციების განხორციელების შესახებ და დანერგოს კრიპტო აქტივის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Keepz-ის შესახებ:

Keepz არის QR ტერმინალი, რომელიც თანხის გადახდისა და მიღების ინოვაციური, სწრაფი და მარტივი მეთოდია. Ტრადიციული POS ტერმინალის ციფრული ალტერნატივა ბიზნესებს იაფ და მოსახერხებელ გადახდის პირობებს სთავაზობს

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ