BDO საქართველოს საიუბილეო ღონისძიება: ამბავი ლიდერობაზე, ნდობასა და უწყვეტ პროგრესზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BDO საქართველოს 25 წლის იუბილე ქართულ ბიზნესგარემოში ბოლო დროის მთავარ მოვლენად იქცა, რომელმაც ერთიანად წარმოაჩინა ბიზნესის დინამიკა, კულტურული ხედვა და ის ფასეულობები, რომლებზეც კომპანია დგას.

შატო მუხრანის ისტორიულ მამულში გამართული გრანდიოზული საღამო გახდა ენერგიის, შთაგონების და ემოციის სინთეზი, სადაც BDO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი წარმატება სცილდება ფინანსურ შედეგებს და ეფუძნება ღირებულებებს, რომელიც აყალიბებს ნდობას, ერთგულებასა და მუდმივ პროგრესს.

BDO საქართველოსთვის წარმატება ყოველთვის მეტია, ვიდრე მხოლოდ შედეგები და მაჩვენებლები. ეს არის გზა, რომელიც ემყარება ადამიანურ ისტორიებს, თანამშრომლობასა და კულტურულ ღირებულებებს.

ბრენდის ფილოსოფიაა სანდოობა, ერთგულება, პროფესიონალიზმი და მუდმივი სიახლე, ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რომელზეც დგას კომპანიის ყველა ინიციატივა და გადაწყვეტილება. იუბილეს ფორმატი კი ამ სულისკვეთების ცოცხალ გამოხატულებად იქცა - თამამი, ელეგანტური და თანამედროვე სტილი, რომელიც BDO-ს ღია და პროგრესულ ბუნებას ასახავს.

2 ოქტომბერს, შატო მუხრანის ისტორიულ მამულში თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ BDO-ს ისტორიას - თანამშრომლებმა, ალუმნებმა, პარტნიორებმა, მეგობრებმა და საერთაშორისო სტუმრებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესისა და კულტურის სფეროს ლიდერები, ფინანსური და საკონსულტაციო სექტორის წარმომადგენლები, ტექნოლოგიური და სამეწარმეო სფეროს ინოვატორები, ასევე BDO-ს გლობალური ქსელის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სტუმრებს მიესალმნენ BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი, BDO-ს პარტნიორი და ბიზნეს კონსულტაციების მიმართულების ხელმძღვანელი მაია ხაჩიძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე, ასევე BDO-ს გლობალური ქსელის წევრი ფირმების წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში.

საღამოს განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენდა მუსიკალური წარმოდგენა – "მეხსიერების ბარათი: კინომუსიკის შედევრები". პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში იქცა ქართული კულტურის მნიშვნელოვან მოვლენად, ამჯერად იუბილეს ნაწილად იყო წარმოდგენილი და საღამოს კიდევ უფრო ემოციური და ღრმა შინაარსი შესძინა.

მაესტრო ნიკოლ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სცენაზე წარდგნენ ნატალია ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და ვანიანო ხაჩიძე, არტისტები, რომელთა ნიჭმა, ენერგიამ და სცენურმა სინერგიამ შატო მუხრანი შთაგონების და ემოციის მთავარ ეპიცენტრად აქცია. ნიკოლოზ რაჭველის პერფორმანსმა ზუსტად გადმოსცა იუბილეს მთავარი აზრი - ფასდაუდებელი მემკვიდრეობა, ტრადიცია და მუდმივი განახლება, რასაც BDO უკვე მეოთხედი საუკუნეა ინარჩუნებს.

როგორც BDO საქართველოს ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო ციცვიძე ამბობს:

"ჩვენთვის ეს იუბილე მხოლოდ თარიღი არ ყოფილა, ეს იყო საღამო, როცა BDO-ს ისტორიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ადამიანების, კულტურისა და ბიზნესის ერთიანობის ძალა. შატო მუხრანში გამართული საღამო სრულად ასახავდა ჩვენი ბრენდის ფილოსოფიას - სანდოობას, ერთგულებას, პროფესიონალიზმსა და მუდმივ სიახლეს. ჩვენთვის წარმატება მხოლოდ შედეგებით არ იზომება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გამოცდილება და ემოცია, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობისას ვქმნით. განსაკუთრებული სიამოვნება იყო იმის დანახვა, თუ როგორ გაერთიანდნენ ერთ სივრცეში ჩვენი პარტნიორები, თანამშრომლები და მეგობრები - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ბრენდის ნამდვილ, შთამაგონებელ ენერგიას".
BDO საქართველოს 25 წლის იუბილე იყო არა მხოლოდ წარსულის აღნიშვნა, არამედ მომავლის დანახვაც, სადაც კომპანია კვლავ იქნება ქვეყნისა და რეგიონის ბიზნესგარემოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი ძალა.

ეს იყო საღამო, რომელმაც აჩვენა, რომ ძლიერი ბრენდი იქმნება მაშინ, როცა გულწრფელად უკავშირდება საზოგადოებას, ინარჩუნებს საკუთარ ფასეულობებს და ამ კავშირს გარდაქმნის ისტორიად, რომელიც დიდხანს რჩება მეხსიერებაში.