Beard.ge-ს Black Friday: 40%-იანი ფასდაკლება მამაკაცის მოვლის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული მამაკაცის მოვლის ბრენდი Beard.ge Black Friday-ს მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით ხვდება. 23-დან 29 ნოემბრის ჩათვლით ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე 40%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, სპეციალურ ფასად შეიძინოს როგორც წვერისა და თმის მოვლის საშუალებები, ისე საპარსი და სასაჩუქრე ნაკრებები.
Beard.ge-ს შექმნის ისტორიაზე, ბრენდის განვითარების გეგმებზე, მომხმარებელთა მოთხოვნებსა და Black Friday-ს ფარგლებში დაგეგმილ შეთავაზებებზე კომპანიის თანადამფუძნებელი, გიორგი ძაგანიშვილი საუბრობს.
როგორ შეიქმნა Beard.ge: ქართული ბრენდის ისტორია და განვითარების გზა.
Beard.ge-ს ისტორია 2016 წელს დაიწყო, როდესაც გიორგი ძაგანიშვილი და მისი ძმა მეგობრისთვის წვერის მოვლის საშუალებას ეძებდნენ, თუმცა თბილისში სასურველი პროდუქტი ვერსად იპოვეს. სწორედ ამ გამოცდილებამ უბიძგა ძმებს საკუთარი ბრენდის შექმნისკენ.
"2016 წელს მეგობრისთვის წვერის მოვლის საშუალებას ვეძებდით და თბილისში ვერსად ვიპოვეთ. სწორედ ასე დაიწყო Beard.ge-ის ისტორია. ბრენდი მე და ჩემმა ძმამ, ირაკლიმ, დავაფუძნეთ. პირველი სტენდი იმავე წლის დეკემბერში, "სითი მოლ საბურთალოში" გავხსენით. დღეს თბილისში ოთხი ფილიალი და ონლაინმაღაზია გვაქვს, საიდანაც პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ვაგზავნით. დაარსებიდან დღემდე 200 ათასზე მეტი შენაძენი გაფორმდა", – აღნიშნავს გიორგი ძაგანიშვილი.
დღეს Beard.ge მხოლოდ წვერის მოვლის საშუალებებს არ აერთიანებს. ეს მამაკაცის მოვლის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს წვერისა და თმის მოვლის, პარსვის საშუალებებს, მყარ სუნამოებსა და სხვადასხვა აქსესუარს სთავაზობს.
ბრენდის საკუთარი ხაზის წვერის ზეთები, შამპუნი და დამატენიანებელი მაროკოში, არგანის ზეთის სამშობლოში, მზადდება, ხოლო ბალზამი და ულვაშის ცვილი საქართველოში ხელით მზადდება.
საკუთარი პროდუქციის ხაზთან ერთად, Beard.ge მომხმარებელს საერთაშორისო ბრენდების: Reuzel-ის, Parker-ის, Kent-ისა და Dovo-ს პროდუქციასაც სთავაზობს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ეს ის ბრენდებია, რომლებიც Beard.ge-ს გუნდმა მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნია.
კომპანია საქართველოს მასშტაბით ყველა წამყვან სადალაქოსთან თანამშრომლობს და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელადაც ემზადება. 2027 წლიდან Beard.ge აშშ-ის ბაზარზეც გამოჩნდება.
"2027 წლიდან Beard.ge აშშ-შიც გამოჩნდება იქ Beardge.com-ს ვუშვებთ, ჩვენი პროდუქცია კი უკვე აშშ-შია".
წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება: Beard.ge-ს Black Friday-ს მთავარი შეთავაზებები
წლევანდელი Black Friday-ს ფარგლებში Beard.ge მომხმარებელს ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანიისთვის ეს წლის ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებაა, რომლის მიზანიც წლის ბოლოს მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებების შექმნაა.
"ჩვენს ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე მომხმარებელს 40%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ. ეს წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებაა და გვინდა, რომ წლის ბოლოს ჩვენი მომხმარებლები გავახაროთ", – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
კამპანიის მთავარი შეთავაზებაა Black Friday Box, Beard.ge-ს საკუთარი პროდუქციის ხაზისგან შედგენილი სამი ნაკრები, რომელთა ფასიც 56,90 ლარიდან იწყება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შამპუნის, წვერის ზეთისა და დამატენიანებლის სურნელი თავად შეარჩიოს. ამასთან, სასაჩუქრე შეფუთვა სრულიად უფასოა.
Black Friday-ს ფარგლებში 40%-იანი ფასდაკლება შემდეგ პროდუქტებსა და ნაკრებებზე ვრცელდება:
- Black Friday Box #1, #2 და #3 - 56,90 ლარიდან;
- Reuzel-ის თმის ცვილი (95 გ), შამპუნი და ტონიკი (350 მლ) - 31,15 ლარიდან;
- საპარსი ნაკრები, რომელშიც Parker-ის სამართებელი ცვლადი პირით და Reuzel-ის საპარსი კრემი შედის – 62,90 ლარიდან.
აღსანიშნავია, რომ Reuzel-ის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე 40%-იანი ფასდაკლება თითოეულ პროდუქტზე ინდივიდუალურად ვრცელდება. შესაბამისად, მომხმარებელს შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ ერთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაშიც შეუძლია.
გიორგი ძაგანიშვილი ყურადღებას საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ ფასდაკლებებზეც ამახვილებს. მისი ინფორმაციით, წლევანდელ Black Friday-ზე Reuzel-ის ოფიციალური მაღაზია აშშ-ში მომხმარებელს 25-35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, ამასთან, 35%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა მხოლოდ ოთხი ან მეტი პროდუქტის შეძენის შემთხვევაშია შესაძლებელი. ევროპაში კი ფასდაკლება 20%-ს შეადგენს.
"ჩვენი პრინციპია, რომ პროდუქცია საქართველოში უფრო ძვირი არ ღირდეს, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიერ შეთავაზებული 40% რეალური 40%-იანი ფასდაკლებაა".
ფასდაკლება მოქმედებს როგორც ონლაინმაღაზიაში, ისე კომპანიის ყველა ფილიალში. მომხმარებელს ორივე შემთხვევაში პროდუქციის შეძენა ერთსა და იმავე ფასად შეუძლია.
გამორჩეული პროდუქტები და სასაჩუქრე ნაკრებები
Black Friday-ს ფარგლებში წარმოდგენილი შეთავაზებებიდან გიორგი ძაგანიშვილი განსაკუთრებით Black Friday Box #2-ს გამოარჩევს. ნაკრებში შედის შამპუნი, წვერის ზეთი, დამატენიანებელი და სავარცხელი. აქციის ფარგლებში მისი შეძენა 149,80 ლარის ნაცვლად 89,90 ლარად არის შესაძლებელი.
ნაკრებში შემავალი დამატენიანებელი წვერს არბილებს, რის გამოც ეს შეთავაზება განსაკუთრებით უხეში და მშრალი წვერის მოვლისთვისაა შესაფერისი.
"ერთი შეთავაზება რომ ავარჩიო, ეს Black Friday Box #2 იქნებოდა. ნაკრებში შედის შამპუნი, წვერის ზეთი, დამატენიანებელი და სავარცხელი. დამატენიანებელი წვერს არბილებს, ამიტომ ეს ნაკრები განსაკუთრებით უხეში და მშრალი წვერის მოვლისთვისაა შესაფერისი".
მათთვის, ვინც სასაჩუქრე ნაკრებს არჩევს და ზუსტად არ იცის, როგორი ტიპის წვერი აქვს საჩუქრის ადრესატს, კომპანიის თანადამფუძნებელი Black Friday Box #1-ს ურჩევს. ნაკრების ღირებულება 56,90 ლარია და ის ნებისმიერი ტიპის წვერს ერგება.
Beard.ge-ს Black Friday-ს შეთავაზებები მათთვისაც არის განკუთვნილი, ვისაც წვერი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში გიორგი ძაგანიშვილი მომხმარებელს Reuzel-ის თმის ცვილს ურჩევს, რომლის ფასიც 34,75 ლარიდან იწყება.
ხარისხი, მომსახურება და მომხმარებელთა ნდობა: Beard.ge-ს მთავარი უპირატესობები
Beard.ge-ისთვის პროდუქციის ხარისხთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა მომსახურებას. კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი დასტური თავად მომხმარებლების შეფასებებია.
"ხარისხი და მომსახურება, ამას ჩვენ კი არა, ჩვენი მომხმარებლები ამბობენ. Google-ზე ჩვენი ფილიალების 477 შეფასებიდან 464 ხუთვარსკვლავიანია, საშუალო შეფასება 4.95-ს შეადგენს. Facebook-ზე 535 შეფასების საფუძველზე 5.0 ქულა გვაქვს".
Beard.ge-ს ფილიალებში მომხმარებელს პროფესიონალური კონსულტაციის მიღება შეუძლია. კონსულტანტები წვერისა და თმის ტიპის მიხედვით შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში ეხმარებიან, ძირითად პროდუქტებზე კი ტესტერებიც ხელმისაწვდომია.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ონლაინშეკვეთების მიწოდების სისწრაფესაც. თბილისში სამუშაო დღეს, 15:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთის მიღება მომხმარებელს იმავე დღეს შეუძლია.
ამასთან, Beard.ge მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის მიმართ უკმაყოფილების შემთხვევაში თანხის სრულად დაბრუნების შესაძლებლობასაც სთავაზობს.
"ფილიალებში კონსულტანტები წვერისა და თმის ტიპის მიხედვით შეგირჩევენ შესაბამის პროდუქტს, ძირითად პროდუქტებზე კი ტესტერებიც გვაქვს. თუ პროდუქტი არ მოგეწონებათ, 30 დღის განმავლობაში გადახდილ თანხას სრულად დაგიბრუნებთ".
მომხმარებელთა მოთხოვნებზე მორგებული Black Friday-ს კამპანია
წლევანდელი Black Friday-ს კამპანიისთვის Beard.ge-მ ის პროდუქტები შეარჩია, რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ყიდულობენ. შეთავაზებების განსაზღვრისას კომპანიამ გასული წლის კამპანიის შედეგებიც გაითვალისწინა.
გასულ წელს, Black Friday-ს პერიოდში, ნაკრებებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით ნახევარზე მეტით გაიზარდა. სწორედ ამიტომ, წელსაც კამპანიის მთავარ შეთავაზებას წვერის მოვლის ნაკრებები წარმოადგენს.
"შევარჩიეთ ის პროდუქცია, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად ყიდულობენ. გასულ წელს, Black Friday-ს პერიოდში, ნაკრებებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით ნახევარზე მეტით გაიზარდა, ამიტომ წელსაც მთავარი შეთავაზება სწორედ ნაკრებებია".
ნაკრებების შედგენისას კომპანიის მთავარი პრინციპი მათი უნივერსალურობა იყო. თითოეულ ნაკრებში წარმოდგენილია მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის წვერის მოვლისთვისაა საჭირო, დაბანისთვის, კვებისა და დავარცხნისთვის.
ამასთან, ყოველი მომდევნო ნაკრები წინასთან შედარებით უფრო სრულყოფილია და წვერის მოვლის კიდევ ერთ შესაძლებლობას აერთიანებს.
"ნაკრებების შედგენისას ერთი პრინციპით ვიხელმძღვანელეთ, ნაკრები ნებისმიერ წვეროსანს უნდა გამოადგეს. თითოეულ მათგანში მხოლოდ ის საშუალებებია, რომლებიც ნებისმიერი წვერის მოვლისთვისაა საჭირო: დაბანისთვის, კვებისა და დავარცხნისთვის. ყოველი მომდევნო ნაკრები წინასთან შედარებით უფრო სრულყოფილია. კამპანიას Reuzel-ის პროდუქციაც დავამატეთ, რათა შეთავაზებით მათაც შეძლონ სარგებლობა, ვისაც წვერი არ აქვს".
ერთი კვირა, ერთი ფასი: შეთავაზებები 23-დან 29 ნოემბრის ჩათვლით
Beard.ge-ს Black Friday-ს კამპანია 23-დან 29 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ აქციის ფარგლებში წარმოდგენილი შეთავაზებები და ფასები მთელი კვირის განმავლობაში უცვლელი იქნება.
შესაბამისად, მომხმარებელს კონკრეტული დღის ლოდინი არ დასჭირდება, კამპანიის პირველივე დღიდან იმავე ფასდაკლებით ისარგებლებს, რომელიც კვირის ბოლომდე იმოქმედებს.
"ერთი კვირა, ერთი ფასი, შეთავაზებები 23-დან 29 ნოემბრის ჩათვლით ყოველდღე უცვლელი იქნება. ვინც ორშაბათს შეიძენს პროდუქციას, პარასკევს არ ინანებს".
ონლაინშეძენა, მიწოდების პირობები და ფილიალები
Black Friday-ს ფარგლებში წარმოდგენილი ყველა შეთავაზება Beard.ge-ს ვებგვერდზე, სპეციალურად კამპანიისთვის განკუთვნილ გვერდზეა თავმოყრილი: https://beard.ge/black-friday/
მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია როგორც ონლაინ, ისე Beard.ge-ს ოთხივე ფილიალში.
ონლაინშეკვეთების მიწოდებისა და პროდუქციის შეძენის პირობები შემდეგია:
- თბილისში მიწოდება – სამუშაო დღეს, 15:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთა მომხმარებელს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს მიეწოდება;
- რეგიონებში მიწოდება – 3 სამუშაო დღემდე;
- Beard.ge-ს ფილიალები – "გალერია თბილისი", "სითი მოლი საბურთალო", "თბილისი მოლი" და "ისთ ფოინთი";
- სასაჩუქრე შეფუთვა – უფასო.
ონლაინმაღაზიასა და ფიზიკურ ფილიალებში Black Friday-ს ფარგლებში წარმოდგენილი პროდუქციის ფასები იდენტურია.
რატომ არ უნდა გამოტოვონ მომხმარებლებმა Beard.ge-ს Black Friday?
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად Beard.ge-ს Black Friday მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებით ისარგებლონ და როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ახლობლებისთვის მამაკაცის მოვლის საშუალებები განსაკუთრებულ ფასად შეიძინონ.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული საჩუქარი შეარჩიოს, 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს და უფასოდ შეაფუთვინოს.
"ეს წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებაა წვერისა და თმის მოვლის საშუალებებზე, ახალ წლამდე კი სულ ერთი თვე რჩება. საჩუქარი, რომელსაც ადრესატი ყოველდღიურად გამოიყენებს, ახლა 40%-იანი ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი, სასაჩუქრე შეფუთვა კი უფასოა. ფასდაკლება 29 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებს".
Beard.ge-ის Black Friday-ს შეთავაზებები ხელმისაწვდომია 23-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, კომპანიის ოთხივე ფილიალსა და ონლაინმაღაზიაში.
შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ: https://beard.ge/black-friday/