Get All Access for $5/mo

ბედნიერება სულ მოდაშია! გემოვნებამ ასაკი არ იცის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბედნიერება სულ მოდაშია და გემოვნებამ ასაკი არ იცის. ამის დასამტკიცებლად კოსმომ Holy Motors-სა და Limoni-სთან ერთად სტუდიაში ნამდვილი ბებიები და შვილიშვილები მოიწვია. ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა ისინი საუბრობენ მოდაზე, გემოვნებაზე, ჩანთებზე და ბოლოს… ერთმანეთს ტანსაცმელს უცვლიან.

"იცინებთ, შეიძლება ოდნავ ატირდეთ კიდეც, მაგრამ აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ჩვენს ყოველდღიურ მოდას შეუძლია თაობები დაახლოვოს და მოულოდნელი ბედნიერებით აგვავსოს.

ვიდეოს შთაგონება ბებიებისა და შვილიშვილების ბუნებრივი ჯადოსნური ურთიერთობაა. ბებიების სამოსი და აქსესუარები ხშირად ხვდება შვილიშვილების გარდერობში, და დავფიქრდით, რა იქნებოდა პირიქით - ბებიებს რომ მოერგოთ შვილიშვილების სამოსი. მთავარ ვიდეოს მალე მოყვება ინდივიდუალური ინტერვიუების გრძელი ვერსია და საახალწლო კალენდარი, რომელსაც 12 ბებია-შვილიშვილის ერთმანეთის იერში გარდასახვა ამშვენებს." - აცხადებენ ვიდეოს შემქმნელები.

"კოსმო" ყოველდღიური ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდია, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ მოდა გონების დადებითაც განწყობას უნდა ემსახურებოდეს, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის უნდა იქმნებოდეს. ბედნიერება კოსმოს მთავარი ინსტრუმენტია - როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების. დაარსების დღიდან კოსმოელებს სურთ ბედნიერება ყველას გადასდონ და გაუზიარონ. ქართული კულტურითა და პრაქტიკული ხედვით შთაგონებულ დიზაინთან ერთად, მათი საკომუნიკაციო ენა და კამპანიებიც ამის დასტურია.

Holy Motors-თან თანამშრომლობით ეს უკვე მესამე კამპანიაა. ქალები ბაზრიდანუხვად დაჯილდოვდა Art Director's Club-ზე ვერცხლი კამპანიებში Integrated & Innovation, Ad Black Sea-ზე ინტეგრირებული კამპანიების ოქრო და ორი ვერცხლი, Anthem Award ვერცხლი სოციალური კამპანიებისთვის. შარშან კი სუფჩა შეიქმნა - ჩანთა, რომელიც საახალწლო სუფრად იშლება.

"კოსმოსთვის" 2023 წელი დიდი წელი აღმოჩნდა. ბრენდი საქართველოს საზღვრებს გასცდა და პირველი დიდი და სტაბილური საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა დანიაში. დანიის შემდეგ საფრანგეთში, პარიზში გადაინაცვლა კოსმოს უფერადესმა ჩანთებმა და პარიზის შოურუმში საპატიო ადგილი დაიკავა. წარმატებით ჩაიარა ვიზიტმა ჩინეთში, კოსმომ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში. უკვე ტრადიციად იქცა, მილანში, მიპელის საერთაშორისო გამოფენაზე კოსმოს მუდმივი მონაწილეობა. აღსაღნიშია, თურქეთის გამოფენაში მონაწილეობაც, რომელიც ცნობილია როგორც "Instambul fashion connection".

წელს კოსმომ თავის სფეროში ახალი კონცეფციის სივრცე შექმნა "ღია სახელოსნო", სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ხელით შექმნას ნივთი. Ზემოაღნიშნულ სიახლეებთან ერთად კოსმოს საწარმოო გუნდი ორჯერ გაიზარდა, რაც კოსმოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

CREDITS

კოსმო

თანადამფუძნებელი სოფიკო მუხულიშვილი

თანადამფუძნებელი თამარი აფციაური

Holy Motors

შემოქმედებითი ხელმძღვანელები: გიორგი ავალიანი, ნიკოლოზ კუმბარი

სტრატეგიული ხელმძღვანელი: შოთა ჩინჩალაძე

აღმასრულებელი ხელმძღვანელი: ანო მაისურაძე

დიზაინის გუნდი: გიორგი ვასაძე, თათა გუშარაშვილი, ნუცი ლამაზოშვილი, ბარბარე ტოგონიძე

შემოქმედებითი გუნდი: ნუცა გაბუნია, ვიქტორია გასანოვა

პროექტის მმართველი: ანი გოგუაძე

Limoni

რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი

დამდგმელი ოპერატორი: ბიბა ვიგენ ვართანოვი

ოპერატორები: ბექა გაბულია, დანიელ სამხარაძე, ბაჩო გუჩუა, ნიკოლოზ საჩალელი

გაფერი: შოთა ხიჯაკაძე

გამნათებლები:არჩილ სამხარაძე, გიორგი სამხარაძე,დემეტრე ჯანიაშვილი

დოლი: იურა პოღოსოვი

Მხატვარი: მარიამ გელაძე

მხატვრის ასისტენტები: გუჯა ჩიბურდანიძე, ბექა რევაზიშვილი

რეჟისორის ასისტენტი: ნინი ნოზაძე

კოსტიუმების მხატვარი: ნათია ინწკირველი

კოსტიუმის მხატვრის ასისტენტი: ეკა სადრაძე

გრიმიორი: ნუნუკა ხიზანიშვილი

კასტინგ მენეჯერი: ეკა მჟავანაძე

კასტინგის ასისტენტი: ნინო აგლაძე

ხმის ოპერატორი: ირაკლი ფუტკარაძე

ფოგოტრაფი: ირაკლი გაბელაია

მემონტაჟე: ლაშა კალანდაძე

პროდიუსერი: აკო კევლიშვილი, გიორგი ოკმელაშვილი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს