ბენე ექსკლუზივის მერვე წარმატებული წელი ქართულ ბიზნეს სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mercedes-Benz Georgia და Daimler-ის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, ბენე ექსკლუზივი ქართულ ბიზნეს სივრცეში 8 წლის წინ, 2017 წელს გამოჩნდა მომსახურებისა და ტრანსპორტირების სფეროში,როგორც ლიდერი სატრანსპორტო კომპანია და სრულიად შეცვალა ხარისხის სტანდარტი. დღეს კი მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობის პარალელურად თავად პოზიციონირდება, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნეს შეხვედრების ორგანიზატორი.

2024 წელი ბენე ექსკლუზივისთვის საინტერესო და სიახლეებით სავსე აღმოჩნდა. ვრცლად კომპანიის შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ბენე ექსკლუზივის დამფუძნებელი გიორგი გოგლიძე მოგვიყვება.

ბატონო გიორგი დავიწყოთ გასული წლის შეჯამებით როგორი იყო ბენე ექსკლუზივისთვის 2024 წელი და წინა წელთან შედარებით გქონდათ თუ არა ზრდის მაჩვენებელი?

როგორც იცით, Bene Exclusive უკვე 8 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გასული წელი ნამდვილად სიახლეებითა და საინტერესო პროექტებით იყო სავსე,რაც ბუნებრივია ციფრებშიც აისახა.

ვფიქრობ, კარგია არც ერთი წელი, რომ არ ჰგავს ერთმანეთს და როცა შეჯამების დრო დგება სრულიად ახალი მიზნებითა და სტრატეგიებით ვიწყებთ,ახლაც ასეა მხოლოდ ერთი რამ რჩება უცვლელი ხარისხი, ყველა საქმეში რაშიც ჩავერთვებით და რწმენა, რომ ეს გზა რომლისკენაც გეზი გვაქვს აღებული ყველასთვის საინტერესო,მართებული და სასარგებლო იქნება.

დღეს ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტი თუ სერვისი ტრანსპორტირებისა და მომსახურების სფერო მუდმივად პასუხობდეს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მოგზაურების მოთხოვნებსა და მოლოდინებს.

სწორედ ამიტომ 2024 წელს პრემიუმ ტრანსპორტირებისა და მომსახურების ნაწილში გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ ჩვენს ავტოპარკს 10 ერთეულამდე ახალი მანქანა დავამატეთ.ამ ეტაპზე Bene Exclusive-ის ფლოტი 200 -ზე მეტი უახლესი თაობის ბიზნეს კლასის ავტომობილებითაა დაკომპლექტებული. ავტოპარკის კატეგორიაში შეხვდებით ბიზნეს კლასის ავტომობილებს, სედანებს, ქროსოვერებს, მინივენებს, მიკრაოვტობუსებსა და ავტობუსებს.

2024 წლის მონაცემებით კომპანიის 50 ზე მეტმა პრემიუმ ავტომობლმა 101,200 ტარნსფერი შეასრულა, რაც შეეხება აეროპორტის ტაქსის მიმართულებას წლის განმავლობაში ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებიდან განხორციელებელი ტრანსფერების რაოდენობა ჯამურად 124,74 აღემატებოდა.

მგზავრების 97% უცხოელი ტურისტი იყო მათ შორის იყვნენ საელჩოების დიპლომატები,დელეგაციები,სტუმრად ჩამოსული ეროვნული ნაკრებები,ტურნეს ფარგლებში ჩამოსული არტისტები და უმაღლესი კლასის სასტუმროები.

ამ ეტაპზე ზუსტად, რომ განვუმარტოთ მკითხველს რა არის ბენე ექსკლუზივის საქმიანობის არეალი და გქონდათ თუ არა სიიახლები ამ მიმართულებით?

კორპორატიული ტრანსპორტირება, სპორტული ღონისძიებების თუ სხვადასხვა ივენთების სატრანსპორტო მხარდაჭერა, მანქანის გაქირავების სერვისი, პირადი მძღოლის მომსახურების სერვისი, საათობრივი მომსახურება,ტრანსპორტირება ქალაქებს შორის და ქალაში, ეს ის ძირითადი მიმართულებებია რასაც ბენე ექსკლუზივი სთავაზობს მომხმარებლებს.

გამომდინარე საქმის სპეციფიკიდან და მუდმივად მზარდი სტანდარტის მოთხოვნიდან, გვაქვს შეხება ისეთ სეგმენტთან, ვისთვისაც პრემიუმ ხარისხი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ყოველმხრივ ვცდილობთ განვვითარდეთ, შევქმნათ უმაღლესი სტანდარტი და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ის.

ამ ეტაპზე კომპანია მომსახურებას უწევს, როგორც ინდივიდუალურ კლიენტებს, ისე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, მათ შორის უმსხვილესი სასტუმროების ქსელებს, ასევე სამთავრობო დელეგაციებს, საელჩოებს, სამინისტროებს, უცხოურ ორგანიზაციებს, სპორტულ ფედერაციებს, ტურისტულ კომპანიებს და სხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს,სწორედ ამიტომ ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპისა და ზომის ტრანსპორტს უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

თუმცა ბენე ექსკლუზივის მომსახურება არ გულისხმობს მხოლოდ ავტომობილის გაქირავებასა და მძღოლის სერვისს. ტრანსპორტირების უკან დგას საოპერაციო გუნდი, რომელიც ღონისძიების დაწყებამდე 30 დღით ადრე, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკითა და გეგმით მოქმედებს და ფაქტობრივად სრულ ლოჯისტიკას უზრუნველყოფს, პროექტის მიმდინარეობის დროს კი უკვე ფიზიკურად ჩართული ვართ მონიტორინგის ნაწილში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია ბენე ექსკლუზივი წლების მანძილზე როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიებების მასპინძელი ისე ორგანიზატორიც იყო რა სიახლეები იყო ამ მიმართულებით 2024 წელს ?

2024 წელს ბენე ექსკლუზივის გუნდიც გაიზარდა, დავამატეთ ბიზნეს განვითარების ჯგუფი, რომელმაც საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული პროექტები წამოიწყო.

გასულ წელს, აქტიურად ჩავერთეთ ტექ მიმართულებით ღონისძიებების ორგანიზებაში Startup Büro • სტარტაპ ბიუროსთან თანამშრომლობით, გარდა ამის რიგით მეოთხედ გაიმართა "მერსედეს ბენცის" ღონისძიება ბათუმში,სადაც ჩვენი ახალი ჟურნალის " ბენეფიტის" პრეზენტაცია შედგა, აქტიურად ვიყავით ასევე თითქმის ყველა მასშტაბურ და საინტერესო პროექტში ჩართული.

თავდაპირველად ბენე ექსკლუზივის საქმიანობა ტრანსპორტირებისა და მომსახურების სფეროში პრემიუმ ხარისხის სტანდარტის დამკვიდრება იყო, რაც რა თქმა უნდა, წინაპირობა იყო იმისა რომ ჩვენი სეგმენტისთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეთავაზების აუცილებლობაც და სურვილიც გაჩნდებოდა.

ასე გაჩნდა 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი პროექტის - ლიმიტირებული ჟურნალის "Benefit" შექმნის იდეაც.

ჟურნალის მთავარი კონცეფცია გულისხმობს მგზავრობისას ჩვენს სტუმრებს გავაცნოთ ბიზნესის, მოდის, პრემიუმ სასტუმროების, გასტრონომიის, სტუმარ-მასპინძლობის შესახებ სიახლეები ჩვენს პარტნიორებს კი დავეხმაროთ საკუთარი სივრცეების სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში.

ლიმიტირებული ჟურნალი ჩვენს ავტომობილებში, მათ შორის პრემიუმ-კლასში, აეროპორტის fly-taxi-ში, სპრინტერებსა და ავტობუსებშია განთავსებული. გარდა ამისა, პროდუქტი ხელმისაწვდომია ჩვენს პარტნიორ სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვადასხვა პრემიუმ სივრცეებში.

გვჯერა, დღეს ბიზნესი ბიზნესისთვის მთავარი ძალაა და სწორედ იმიტომ, რომ პირველადი და პირდაპირი შეხება გვაქვს სამიზნე აუდიტორიასთან მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ რელევანტური სრულიად განსხვავებული სივრცეები, სადაც ჩვენი პარტნიორი ბრენდებისთვისაც საინტერესო იქნება მოხვედრა და როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ ამ იდეით შეიქმნა ჟურნალი - Benefit.

Gastronome, Karcher Georgia, Bioli Wellness Resort, BOYGARS, Panorama Batumi ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც ბენე ექსკლუზივის კოლაბორაცია შედგა 2024 წელს და რა თქმა უნდა წინ კიდევ დიდი და საინტერესო გეგმები გვაქვს.

როგორია სამომავლო გეგმები? განვითარების რა სტრატეგია გაქვთ?

"გამომდინარე იქიდან, რომ გასული წლების გამოცდილება ყველაზე მყარი საფუძველი გვგონია ახალი სივრცეების ასათვისებლად ვფიქრობთ 2025 წელი სწორედ ის საწყისია, საიდანაც თამამად შეგვიძლია განსხვავებული ხედვებიც შევთავაზოთ ჩვენს აუდიტორიას.

ვიწყებთ ბიზნეს ღონისძიებების სერიას, "Benefit Talks" რომლის ფარგლებშიც წარმატებული ბიზნეს ლიდერები გაგვიზიარებენ პრაქტიკულ იდეებსა და გამოცდილებას თუ როგორ შეუძლია ბიზნესს შექმნას სარგებელი არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ სოციალურ, ეკოლოგიურ და კორპორაციულ დონეებზე. ღონისძიება გააერთიანებს მდგრადი სტრატეგიების, სოციალური პასუხისმგებლობისა და პირადი განვითარებისთვის საჭირო პრინციპების განხილვას.

გარდა ამისა, ბენე ექსკლუზივის ინიციატივით გაზაფხულზე დაგეგმილია მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება "Networking Georgia",რომელიც კომპანიის ორგანიზებით რიგით მეოთხედ გაიმართება.

შეგახსენებთ,რომ ბენე ექსკლუზივი უკვე 8 წელია როგორც ტრანსპორტირებისა და მომსახურების სფეროში ისე ბიზნეს ივენთების ორგანიზების მიმართულებით პოზიციონირების ქართულ ბაზარზე. Networking Georgia, Mercedes-Benz Business Week Georgia, Distribution and Logistics Forum 2020, "მოიარე ქვეყანა" ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ბენე ექსკლუზივმა ჩაუყარა საფუძველი და როგორც კომპანიის დამფუძნებელი ინტერვიუში გვიყვება წინ კიდევ დიდი და მნიშვნელოვანი ბიზნეს ღონისძიებებია დაგეგმილი.