23 მაისს, სასტუმრო "აფიშა" Bene Exclusive-ის ახალ ნეთვორქინგ ღონისძიების სერიას – Benefit Talks-ს უმასპინძლებს Benefit Talks – Ideas that matter, benefits that last

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

23 მაისს, სასტუმრო "აფიშა"-ში გაიმართება უნიკალური ბიზნეს ღონისძიება – Benefit Talks.

ღონისძიების მიზანია, წარმატებულმა ბიზნეს ლიდერებმა გაუზიარონ აუდიტორიას პრაქტიკული იდეები და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს შექმნას სარგებელი არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სოციალური, ეკოლოგიური და კორპორაციული თვალსაზრისით.

Benefit Talks აერთიანებს მსჯელობას მდგრადი განვითარების სტრატეგიებზე, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და იმ პრინციპებზე, რომლებიც აუცილებელია როგორც ორგანიზაციული, ისე პირადი განვითარებისათვის.

ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ჟურნალ Benefit-ის ზაფხულის გამოცემის პრეზენტაცია.

Benefit "ბენე ექსკლუზივის" ლიმიტირებულ ბიზნეს გამოცემაა, რომელიც კომპანიის ავტოპარკში — პრემიუმ-კლასის ავტომობილებში, აეროპორტის Fly-Taxi-ში, პარტნიორ სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვადასხვა პრემიუმ სივრცეშია განთავსებული.

Benefit არის ბიზნეს ჟურნალი, რომელიც მკითხველს სთავაზობს უახლეს ინფორმაციას ბიზნესის, მოდის, პრემიუმ სასტუმროების, გასტრონომიისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროებზე. ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, ჟურნალის ციფრული ფორმატიც განვითარდა და Benefit - ის სახელობის ვიდეო გადაცემის მეშვეობით ფართო აუდიტორიას საინტერესო კომპანიებზე და პროექტებზე ვუყვებით.

მრავალმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებად გაჩნდა იდეა — შექმნილიყო სივრცე, სადაც ადგილობრივი წამყვანი კომპანიები შეძლებდნენ შეხვედრას და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას. ასე დაიბადა Benefit Talks - ნეთვორქინგ ღონისძიებების სერია, სადაც ბიზნესი ყვება იმ სარგებელზე, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ქმნის.

Benefit Talks აერთიანებს იმ პროფესიონალებს, ვინც ბიზნესს არ უყურებს მხოლოდ საკუთარი სარგებლის პრიზმიდან. ჩვენი პლათფორმა ეთმობა მათ, ვინც ქმნის სისტემურ ცვლილებებს როგორც ბიზნესის, ასევე სოციალურ დონეზე. სცენაზე ვიხილავთ ლიდერებს, რომლებიც ავითარებენ ინოვაციურ პროექტებს, ქმნიან კორპორაციულ ღირებულებებს, ზრუნავენ თანასწორობაზე, გამჭირვალობაზე, გარემოსა თუ ეკოლოგიაზე. ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა დავინახოთ, როგორ იქმნება შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი — ისეთი, რომელიც ქმნის სარგებელს, ტოვებს კვალს და იმსახურებს ნდობას.

სპიკერები:

⦿ ნინო ჯიბლაძე – ვიცე-პრეზიდენტი, Gulf

⦿ მარიამ ჭანტურია – მარკეტინგისა და კომუნიკაციების ლიდი, Mastercard (საქართველო და სომხეთი)

⦿ ნათია ჩიტაია – მმართველი დირექტორი, Tbilisi Outlet Village

⦿ კონსტანტინ სულამანიძე – ხელმძღვანელი და პლასტიკური ქირურგი, Total Charm

ღონისძიების განრიგი:

19:00 - გახსნა და სტუმრების მიღება

20:00 - Benefit Magazine-ის ზაფხულის ნომრის პრეზენტაცია

20:30 - Benefit Talks - გამოცდილების, ინსპირაციისა და რეალური მაგალითების გაზიარების პლატფორმა

22:00 - After-party with Giio Sounds & Tornike Robakidze

დრო: 19:00

ადგილმდებარეობა: სასტუმრო "აფიშა" Bubble Bar

კონტაქტი: anasulaberidze@bene-exclusive.com

დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით.

ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან: Bene Exclusive, Gulf, Mastercard, Outlet Village, Smart House, Total Charm, Kärcher, Garden Hills, Alliance, VR Holding.

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

ინდუსტრიული ტრენდები

NEXT - ბრენდი დეველოპმენტში

NEXT-ის ზრდის საფუძველია მისი უნარი, შექმნას არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ - მომგებიანი ინვესტიციები

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია