Get All Access for $5/mo

"ბიოქიმფარმ მა" ფაგების ახალი, მაღალტექ ნოლოგიური საწარმო გახსნა ინვესტიცია - 17,5 მლნ ლარი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიოფარმაცევტული კომპანია "ბიოქიმფარის" ბაქტერიოფაგების ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირის, EBRD-ისა და FAO-ს ხელშეწყობით 17,5 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი განახორციელა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიების მხარდაჭერასთან ერთად, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიების მხარდაჭერა.

"ჩვენი სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე "აწარმოე საქართველოში" მუდმივად ახორციელებენ მსგავსი კომპანიების ინიციატივების იდენტიფიცირებას და მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. ამ კუთხით, როგორც იცით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან. ამიტომ მისასალმებელია, რომ ის ტრადიციები, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, შენარჩუნებულია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"თვრამეტთვიანი დაგეგმარებისა და შემდეგ კიდევ ერთი იმდენი აღსრულების პროცესის შემდეგ, დავამთავრეთ ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციისა და სრული გადაიარაღების პროცესი. საწარმო აღიჭურვა წამყვანი ევროპული და საერთაშორისო კომპანიების მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზებითა და ინფრასტრუქტურით. საწარმოს მოდერნიზაცია მოხდა ევროპული ფარმაცევტული საწარმოო სტანდარტებისა და პრინციპების გათვალისწინებით. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარსა და პროექტის კონტრიბუტორს" - რატი ღოლიჯაშვილი, "ბიოქიმფარმის" გენერალური მენეჯერი.

"ბიოქიმფარმის" ახალმოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.

ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიოს მასშტაბით. "ბიოქიმფარმი" ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100 წლიან გამოცდილებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ფინანსები

როგორ ვიქცეთ ფულის "მაგნიტად"?

როგორ ცვლის "ფულის მაგნიტი" თქვენს აზროვნებას და ცხოვრებას